თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2018, 21:42
ავტორი: Svani,
ნანახია: 1408,
კომენტარები: 25
"იუნაიტედის" ფანები: "Mourinhio Out"
გულშემატკივრები უკმაყოფილებას ღიად და მკაცრად გამოხატავენ.
უსახური ფეხბურთის შემდეგ, რომელიც ჟოზე მოურინიოს გუნდმა პრემიერ ლიგის მეორე ტურში აჩვენა, როგორც ჩანს ამ ყველაფერმა კლუბის გულშემატკივრები ძალიან გააღიზიანა. სოციალურ ქსელში კი ნეგატიური კომენტარები და პოსტები ჟოზე მოურინიოს მიმარრთულებით არ წყდება.

მათ ერთ - ერთ სოციალურ ქსელში Tweeter - ში მსგავსი ბანერები გამოფინეს: #MourinhoOUT, რომელმაც პოპულარობა სულ მალე ჰპოვა და გამოხმაურებას უამრავი ადამიანი შეუერთდა.

უფრო მეტიც, გულშემატკივრებმა ორგანიზება ფონდის გახსნასაც გაუკეთეს, ფონდის რომელიც შეაგროვებს თანხას და გადაუგზავნის კლუბს იმისათვის, რომ პორტუგალიელის კონტრაქტში არსებული მუხლები, რომელიც ითვალისწინებს ვადაზე ადრე განთავისუფლების შემთხვევაში კომპენსაციის გადახდას, დაფარულ იქნას.

ფანები ფიქრობენ, რომ ამ გზით კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ უფრო მიანიშნებენ მოურინიოს გათავისუფლებისაკენ ეს ნაბიჯი მათი აზრით სასწაფოდ უნდა გადაიდგას.


წყარო: footballhd.ru
სიახლეები
25 კომენტარი
№1
ავტორი: Svani
20 აგვისტო 2018 21:31
  • სიახლეები: 1398
  • კომენტარები: 2791
ეს უკვე მომწონს. ამ ხალხმა თუ არ იაქტიურა ცვლილებები არ იქნება. ცვლილებები კი ნამდვილად საჭიროა. მერე რა ჩავარდეს სეზონი, მოიყვანონ თუნდაც ეხლა ახალი მწვრთნელი, სეზონის ბოლოს მაინც იქნება მის გეგმებში ის რომ ეცოდინება ვინ მოიყვანოს ვინ გაუშვას და როგორ დაალაგოს გუნდი. ამ ფეხბურთით შორს ვერ წავალთ.

მომენატრა შემტევი იუნაიტედი. გულს რა ვუთხარი თორემ წინასწარ ვიცი რა სვარკობას და საცოდავობას უნდა ვუყურო როცა ესენი გამოდიან მოედანზე.
0
№2
ავტორი: ikeoni
20 აგვისტო 2018 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7861
ამ მომენტში ყველაზე უაზრობა და სისულელე იქნება ჟოზეს გაშვება
3
№3
ავტორი: Svani
20 აგვისტო 2018 21:40
  • სიახლეები: 1398
  • კომენტარები: 2791
ციტატა: ikeoni
ამ მომენტში ყველაზე უაზრობა და სისულელე იქნება ჟოზეს გაშვება

ყველაზე უაზრობა და სისულელე არის ის რა ფეხბურთსაც ამ დრომდე ვთამაშობთ.
0
№4
ავტორი: Lev
20 აგვისტო 2018 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1325
უფრო მეტიც, გულშემატკივრებმა ორგანიზება ფონდის გახსნასაც გაუკეთეს, ფონდის რომელიც შეაგროვებს თანხას და გადაუგზავნის კლუბს იმისათვის, რომ პორტუგალიელის კონტრაქტში არსებული მუხლები, რომელიც ითვალისწინებს ვადაზე ადრე განთავისუფლების შემთხვევაში კომპენსაციის გადახდას, დაფარულ იქნას.>>>>>რა მაგარი ხალხია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: Lalana
20 აგვისტო 2018 22:01
  • სიახლეები: 35
  • კომენტარები: 1531
ცოტა ხნის წინ განმეორებით ვუყურე ჰოფენჰაიმის თამაშს კაიზერსლაუტერთან თასზე და პირი დამრჩა ღია.იმ პატარა და მწირი რესურსით რა კარგ ფეხბურთს ათამაშებს ჯულიენი გუნდს.ძაან მაგარად შემშურდა მათი სანახაობრივი თამაშის.წინა სეზონში საერთოდ,ბაიერნის შემდეგ ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი ჰქონდათ გატანილი და პირველად ჰოფენჰაიმის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.მომავლის მწვრთნელია.არსენალს და რეალს სურდათ მისი გადმობირება,ასევე ბაიერნსაც მაგრამ ჯერ-ჯერობით არ აპირებს მაგ გუნდის დატოვებას და თუ ახალწლამდე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გამოუვიდათ თამაში შეიძლება მისი გადმობირება.ამ შემადგენლობით საოცარ ფეხბურთს ათამაშებს დარწმუნებული ვარ.ასევე ძაან მომწონს ინძაგის ლაციო,საკმაოდ საინტერესო ფეხბურთს ათამაშბს და ყვლაზე მეტად რამაც გამაკვირვა იყო სარის სიტყვები ჩელსის 3-0ის მოგების შემდეგ.გამოვიდადა თქვა რომ კმაყოფილი არ ვარო თამაშით და უეცრად ფერგი გამახსენდა.
0
№6
ავტორი: PaLoMo
20 აგვისტო 2018 22:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2382
ორგანიზება უნდა გაუწიონ ინას,რომ გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობა სტადიონზე არ უნდა მივიდეს და მაგის შემდეგ კიდე დაფიქრდებიან...თუ შეილება,რომ ახლაი მწვრთნელი ავიყვანოთ მაშინ სასწრაფოს უნდა მოხდეს ეს ცვლილება,მაგრამ მეეჭვება იანვრამდე რამე ქნან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: gaga1987
20 აგვისტო 2018 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1290
mgoni ukve droa rom wavides.magram albat chaamtavrebineben sezons.imedia gaushveben.kaia xma ro amoiges.
0
№8
ავტორი: kobinio
20 აგვისტო 2018 22:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Svani
ციტატა: ikeoni
ამ მომენტში ყველაზე უაზრობა და სისულელე იქნება ჟოზეს გაშვება

ყველაზე უაზრობა და სისულელე არის ის რა ფეხბურთსაც ამ დრომდე ვთამაშობთ.

fexburti araa is sportis saxeoba mcvrtneli shecvalo da ariqa ashenda gundi. zidani ki ara koperfildi ver ushvelis am uazro fexburtelebis grovas. gasakidia naxevari gundi. zidans vinc apelirebs erti ram avickdeba rom zidanma top klasis fexburtelebi chaibara da es unitedi imis naxevaric araa. sanam es gundi daxarisxdeba da sastavi dayendeba kide ori celia sachiro da amasobashi davberdi amis dedac!
0
№9
ავტორი: Svani
20 აგვისტო 2018 23:05
  • სიახლეები: 1398
  • კომენტარები: 2791
ციტატა: kobinio
ციტატა: Svani
ციტატა: ikeoni
ამ მომენტში ყველაზე უაზრობა და სისულელე იქნება ჟოზეს გაშვება

ყველაზე უაზრობა და სისულელე არის ის რა ფეხბურთსაც ამ დრომდე ვთამაშობთ.

fexburti araa is sportis saxeoba mcvrtneli shecvalo da ariqa ashenda gundi. zidani ki ara koperfildi ver ushvelis am uazro fexburtelebis grovas. gasakidia naxevari gundi. zidans vinc apelirebs erti ram avickdeba rom zidanma top klasis fexburtelebi chaibara da es unitedi imis naxevaric araa. sanam es gundi daxarisxdeba da sastavi dayendeba kide ori celia sachiro da amasobashi davberdi amis dedac!

გეთანხმები, ნამდვილად არ არის ის სპორტი რომ მწვრთნელის შეცვლით ყველაფერი მოგვარდება, რა თქმა უნდა ფეხბურთელების დონეც მნიშვნელოვანია, მაგრამ უცებ გავიხსენოთ ფერგიუსონი, როგორი ფეხბურთელებით დებდა შედეგებს, ჩემი აზრით მშვენიერი ბიჭები გვყავს, უბრალოდ მუხტის მიმცემი, ბრძოლისუნარიანობის ჩამბერი, შემტევ აგრესიულ ტაქტიკებზე მცხოვრები მწვრთნელი არ გვყავს, ბევრ ვარსკვლავურ გუნდს აჩოქებდა ფერგი მიუხედავად იმისა რომ არ ყავდა ვარსკვლავური შემადგენლობა, საჭიროა უბრალოდ ერთი რამ კლუბის ისტორიის და ფილოსოფიის შესაფერისი მწვრთნელი. არ ავშენდებით ჟოზეს შეცვლით მაგრამ ავშენდებით იმიტომ რომ ამ გუნდისთვის შეურაცმყოფელ ტაქტიკებს და სათამაშო სტილს მოვშორდებით. აი მერე კი შეიძლება ფიქრი იმაზე თუ ვინ სჭირდება კლუბს. გამოჩნდება შეტევით რესურსში რა გვაქვს. ფაქტიურად თამაშები ისე მიდის რომ ფეხბურთელები აგრესიას ვერ ავლენენ შეტევებში ვერ დომინირებენ.
0
№10
ავტორი: ikeoni
21 აგვისტო 2018 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7861
ციტატა: Svani
ციტატა: ikeoni
ამ მომენტში ყველაზე უაზრობა და სისულელე იქნება ჟოზეს გაშვება

ყველაზე უაზრობა და სისულელე არის ის რა ფეხბურთსაც ამ დრომდე ვთამაშობთ.

შენ რა გონია დღეს რო გაუშვან ჟოზე ეგრევე გამოსწორდება ყველაფერი??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

12 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი
ალკმაარი
ევროპა ლიგა
14 დეკემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ევერტონი
პრემიერ ლიგა
21 დეკემბერი 2019, 19:00
უოტფორდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ალკმაარი12 დეკემბერი
ევერტონი14 დეკემბერი
უოტფორდი21 დეკემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

7 დეკემბერი 2019, 21:30
სიტი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
4 დეკემბერი 2019, 23:30
იუნაიტედი2
ტოტენჰემი1
პრემიერ ლიგა
1 დეკემბერი 2019, 20:30
იუნაიტედი2
ასტონ ვილა2
პრემიერ ლიგა
სიტი7 დეკემბერი
ტოტენჰემი4 დეკემბერი
ასტონ ვილა1 დეკემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top