ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის”, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ჯეიმი რედნაპმა, ჟოზე მოურინიოსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
რედნაპის თქმით, კლუბის ფეხბურთელები უბრალოდ დაიღალნენ იმ ფეხბურთის თამაშით რასაც მათ პორტუგალიელი სპეციალისტი სთავაზობს და მისი აზრით ჟოზე რისკავს, რადგან შესაძლოა მან მოთამაშეებზე კონტროლი დაკარგოს.
"თითქოს "იუნაიტედის" ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებზე მეტად არ რეაგირებენ. მათგან უმეტესობა ფიქრობს, თუ რატომ არ შეუძლიათ ითამაშონ ისეთი ლამაზი ფეხბურთი, როგორსაც თანაქალაქელ კლუბს, ხოსეპ გვარდიოლა ათამაშებს.
უკვე იგრძნობა, რომ ფეხბურთლები დაიღალნენ არამხოლოდ საკუთარი მწვრთნელის საფხბურთო სტილით, არამედ მოურინიოს აღშფოთებებითაც". - განაცხადა დასასრულს ყოფილმა ფეხბურთელმა.