ფრანგმა სუპერვარსკვლავმა გუშინდელ მატჩზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ეს მარცხი გუნდმა მალე უნდა მოიშუშოს და შემდეგ მატჩზე უნდა გააკეთოს ორიენტირება. მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა, გუშინდელი შეხვედრა ძალიან ცუდად ჩაატარა, მან მხოლოდ პენალტის გოლად გარდასახვა შეძლო.
პოგბამ თქვა: "გუშინდელი მატჩი საშინლად ჩავატარეთ. ახლა გუნდს ფოკუზირება სჭირდება. გუნდმა ეს მარცხი მალევე უნდა დაივიწყოს, რადგან "წითელ ეშმაკებს" ამ მარცხზე ფიქრს, წინ არ წაწევს. "ბრაიტონმა" შესანიშნავი სტილი აირჩია და ღირსეულადაც დაგვჯაბნა. შემდეგი მატჩი "ტოტეჰემთანაა" და ამ მატჩში აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას და გულშემატკივრებს გულს გავუხარებთ. ჩვენ ტიტულების მოგება გვსურს და ამიტომაც ეს მატჩი აუცილებლად მოსაგებია.
რაც შეეხება, ჟოზეს იგი ძალიან კარგი ტრენერია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის გუნდში უნდა დარჩეს. ეს მარცხი მოურინიოს ბრალი არ არის, ეს მარცხი მთელი გუნდის ბრალია. შემდეგ ორშაბათს, თქვენ დაინახავთ თუ როგორი კარგი სპეციალისტია პორტუგალიელი" - დაასრულა ბოლოს პოგბამ.
წყარო:manutd.com
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.