თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2018, 16:01
ავტორი: MoiSa,
ნანახია: 1508,
კომენტარები: 7
სქოულზი: “იუნაიტედს” ლიდერები სჭირდება”
პაულ სქოულზმა “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
სქოულზი: “იუნაიტედს” ლიდერები სჭირდება”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა პაულ სქოულზი “იუნაიტედის” დამარცხებას გამოეხმაურა. მან Skysports-თან საუბარში აღნიშნა, რომ “იუნაიტედს” ლიდერი სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჰყავს.

გუნდში ბევრი კანდიდატია, რომელსაც გუნდისთვის ლიდერობის გაწევა შეუძლია, მაგრამ ამას არ აკეთებს, ერთერთი ასეთი ფეხბურთელი პოლ პოგბაა. პოგბა მსოფლიოზე გუნდის გამორჩეული ლიდერი იყო და თუ ნაკრებში შეძლო ლიდერობა გუნდშიც არ უნდა გაუჭირდეს.

ასევე ეს შეუძლია რომელუ ლუკაკუს. იგი გუნდის გამორჩეული ლიდერი უნდა გახდეს, რადგან მას გოლების ალღო აქვს. რათქმაუნდა ლიდერობის აღება თავისთავზე მარსიალსაც შეუძლია. იგი სწრაფია და ტექნიკური. წინა სეზონში მან ანახა, რომ გუნდის ლიდერობა შეუძლია.

ასევე გამოვარჩევდი მარკუს რაშფორდს. ინგლისელი ძალიან ახალგაზრდაა და ამიტომაც მას ლიდერობა გაუჭირდება, მაგრამ უნდა შეეცადოს. იმედი მაქვს, რომ ჟოზე მას სათამაშო დროს მისცემს, რადგან ინგლისელს საკმარისი სათამაშო დრო სჭირდება.” დაასრულა ბოლოს სქოულზმა

წყარო:Sky Sports
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 აგვისტო 2018 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
პოგბა უნდა იყოს ეგ კაციი პოგბააა..
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
20 აგვისტო 2018 16:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ისეთია მანჩეს თამაშები რო კომენტარის გაკეთებაც შეგეზარება კაცს რა.არა პროსტა რაღაც წნეხი მაინც ხო უნდა იგრძნო კაცმა და შეცვალო რამე.აბააა იმენა არც ცდილობს.შემდეგ თამაშებში ვითომ მონდომებულები გამოვლენ მაგრამ აქ სულ წერს ხუან მატა და ვეთანხმები ყოველთვის რომ საერთოდ სტილი და ხელწერა არ გვაქვს.არც ის სტილი არ გვაქვს რასაც ჟოზეს სტილი ქვია ეგაა უბედურება.იმენა შთაბეჭდილება დაგეჩება ყველა ახალწვეულია გუნდში და ერთმანეთს არ იცნობენთქო.მოკლედ ტრაკში ვართ ძაან თან
2
№3
ავტორი: LewisHamilton
20 აგვისტო 2018 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ჩემი მოკრძალებული აზრით, გუნდში ვინმემ ლიდერობა საკუთარ თავზე რომ აიღოს აპრიორი ნიშნავს მოურინიოსთან დაპირისპირებას. მე ვერ წარმომიდგენია პოგბამ ან ლუკაკუმ გუნდი შემოიკრიბოს, სამოტივაციო სიტყვა გაამზადოს და ამ სიტყვაში გუნდს იგივენაირად თამაში მოუწოდოს როგორც მოურინიო აკეთებს. გუნდში თუ ხარ ლიდერი ნიშნავს რომ გუნდს წინ წასვლისკენ და ბრძოლისკენ უნდა მოუწოდებდე (ნუ ყოველშემთხვევაში ფეხბურთში ლიდერობა მე მესმის ასე). არ შეიძლება მოკლედ ვარჯიშზე მწვრთნელი აბსოლუტურად სხვა რამეს გამუშავებინებდეს და მერე უცბად შემადგენლობაში ლიდერი აღმოცენდეს და ჰოპ ყველაფერი გადატრიალდეს. ამ ტაქტიკით მოთამაშე გუნდს რაში სჭირდება ლიდერი? რო რა მოვალეობა ითავოს? კოლექტიურად ბრაიტონის წინააღმდეგ ჩაფსმული დაცვის თამაში მოუწოდოს გუნდს გულანთებულმა? და რომელი ადამიანი დათანხმდება ეგეთ ლიდერობას რომლისაც თვითონაც არ სჯერა? მოურინიომ უკვე აი ძაან ღრმად დამარხა ის ფილოსოფია რასაც იუნაიტედი ატარებდა ათეულობით წლის განმავლობაში და ძაან მაღელვებს მე უკვე ეგ ამბავი...
0
№4
ავტორი: Lasha_9
20 აგვისტო 2018 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ისევ იქამდე მივდივართ რომ ნაყარ ნუყარი ფეხბურთელები გვყავს ლიდერობას ვინ ჩივის გადამწყვეტ მომენტში ჩამწოდებელი არავინაა გუნდში ვინმეს თავზე რო მაინც მოხვდეს და შევარდეს შეიძლება მარსიალი რაშფორდი და ასეთები მონაკოში ლიონში და თუნდაც არსენალში იფრინონ(თუმცა არ ვთვლი რომ მხითარიანი იქ დაფრინავს) მაგრამ ამ დონეზე ფაქტია ვერ ქაჩავენ...კი ფლანგზე რომ იქნება ბურთი ჟოზე ჩააწვვდის ან ცენტრიდან ჟოზე გააკეთებს მოკლე პასებს...იქ სანჩესი ტანსაცმლის სურათებს დებს იმავე დღეს რა უნდა ილაპარაკო და ეს ყველაფერი ჟოზეს ბრალია თურმე ...
1
№5
ავტორი: nika_nikusha
20 აგვისტო 2018 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მართალია პოგბას შეუძლია გახდეს ლიდერი და აქვს კიდევაც მაგის ამბიცია თუმცა ზუსტად მაგიტომ არის დაპირისპირებული ჩმოურინიოსთან, იყო გუნდის ლიდერი ნიშნავს იყო ლიდერი როგორც გასახდელში ასევე მოედანზე, მაგრამ ეს ყველაფერი გამორიცხულია მოხდეს მწვრთნელის პადეჟკის გარეშე, დაშლის ეს კაცი გუნდს ბოლომდე და წავა
0
№6
ავტორი: Svanchester
20 აგვისტო 2018 20:36
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
იუნაიტედს პირველ რიგში მწვრთნელი სჭირდება მწვრთნელი და მერე სხვა დანარჩენი.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
22 აგვისტო 2018 11:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ წუთისთვის გუნდს უამრავი პრობლემა აქვს, არა მარტო ლიდერებშია პრობლემა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top