თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2018, 21:41
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 2141,
კომენტარები: 13
პოლ პოგბა: "იმედგაცრუებული ვარ ჩემი თავით."
პოლ პოგბა "ბრაიტონთან" მატჩის შემდეგ
პოლ პოგბა:
"იუნაიტედის" კაპიტანმა პოლ პოგბამ "ბრაიტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა . გუნდის სუსტ თამაშზე პასუხისმგებლობა ფრანგმა ნახევარმცველმა თავის თავზე აიღო:

"რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ამ თამაშში მოგება არ დაგვიმსახურებია. მე ყოველთვის ვეცდები მაქსიმუმი გავიღო და ბოლომდე დავიხარჯო, ასეთია ჩემი ბუნება. მაგრამ დღეს ეს არ მომხდარა. მე ყოველთვის ვეცდები გუნდს დავეხმარო. ეს იქნება ჩვენთვის ძალიან კარგი გაკვეთილი.

პირველ რიგში დამნაშავე მე ვარ, ჩემი დამოკიდებულება არ იყო სწორი, არ ვიყავი საკმარისად კარგი. მატჩის დასაწყისიდანვე არ ვიმსახურებდით მოგებას, ჩვენ ვითამაშეთ პატარა კლუბის წინააღმდეგ, მაგრამ მატჩის მიმართ მიდგომა არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა თამაშის მოსაგებად. პირველ რიგში ეს მე მეხება, ჩემი დამოკიდებულება არ იყო საკმარისად კარგი.

ჩვენ დავუშვით შეცდომები, რომელიც არ უნდა დაგევშვა. პირველ ტაიმში იმედაგცრუებულები ვიყავით. ჩვენ ვცდილობდით, მაგრამ პირადად მე ძალიან ბევრი ბურთი დავკარგე.

რა თქმა უნდა, სახლში და სტუმრად თამაში სხვადასხვა რამეა, განსხვავებული ტაქტიკაა. შეუძლებელია ყოველთვის ერთნაირად მიუდგე თამაშს. ჩვენ ვერ მოვახერხებთ ყოველთვის კარგად თამაშს, მაგრამ თამაშის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის სწორი უნდა იყოს.
" - განაცხადა პოლ პოგბამ.



წყარო: Daily Mail
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 აგვისტო 2018 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
სწორია იგძენით ცოტა პასუხისმგებლობა და ხშირად ფორმით ჩაიხედეთ სარკეში რა მაიკა გაცვიათ და რა სახელი აწერია...იმედია მართლა ჩკუის სასწავლებელი იქნება
3
№2
19 აგვისტო 2018 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
მაურინიო წადიი
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
19 აგვისტო 2018 22:26
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
გუნდი რომელიც ბრაიტონს მხოლოდ 2-ჯელ დაურტყამს კარში,იმ გუნდს და მის მწვრთნელს არანაირი ამბიცია არუნდა ქონდეს. ეს რო იყოს ცალკეული შემთხვევები კიდე გასაგებია,მარა როცა გუნდი 2 წელი ასეთ ფეხბურთს თამაშობს,იქ უკვე აშკაა მწვრთნელის შეცდომათა კასკადი. მოურინიოს არჩეული ტაქტიკა არის ნაგავი. როცა ვუყურებ სიტის და ლივერპულს,გული მწყდება ძალიან. ნუთუ რომელიმეს ჩვენზე მაგარი შემადგენლობა ყავს? 14-15-ჯერ ურტყავენ მინიმუმ და ბურთის ფლობაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ახევენ ბურთს თავზე. ყველამ კარგად დაიწყო სიტიმ,ჩელსიმ,ლივერპულმა,ჩვენ ისევ ისე. ლესტერთან რის ვაივაგლახით მოგებული თამაში,ბრაიტონთან კი ვნახეთ ერთად. ახლა ტოტენჰემი და ალბათ ფრეზე სათამაშოთ გაიყვანს გუნდს. მერე გასვლაზე ღმერთმა იცის რას ვიზავთ. მოკლედ ჯერ მწვრთნელია შესაცვლელი და მერე ვნახოთ. თუ ისევ ის სვარკა გაგრძელდა და მაშინ გაცხრილონ მთელი გუნდი და დაიწყონ უნაიტედის ახლიდან აწყობა. აბა სხვა გამოსავალს ვეტ ვხედავ. ისე გვეთამაშებიან,გეგონება უნაიტედს კი არა,ბოლტონს ეთამაშებიან.

სწორედ ამიტო უნდოდა მაგუერი,მინა.ალდევრეილდერი. იგივე სვარკას ითამაშებდა,პროსტა დაცვაში იქნებოდა იმედიანად რა. ისევ ფელაინზე და ლუკაკუზე ჩაგდებული ბურთები,შემთვევით გატანილი 1 გოლი და მერე გუნდის ჩაბეტონება. სწორედ ეს იყო მისი ჩანაფიქრი. ან ამხელა გამოცდილების მწვრთნელია,დავიჯერო ვერ ხვდება,რო ყველა გუნდი გვიტანს გოლს კი არა გოლებს. შე კაი კაცო თუ მაინც უშვებ,ხო შეილება ერთხელ ცადო და ადგე და პირველივე წუთებიდან შეუტიო რა. დააყენე ყველა თავის პოზიციაზე და დაავალე ითამაშინ შეტევაში და უკან ნუ ბრინდება მთელი გუნდი რა. დატოვე 2-3 სწარი კაცი კონტრშეტევისთვის. მართლა რა უბედურებაა ეს რა.
0
№4
ავტორი: PaLoMo
19 აგვისტო 2018 22:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
შემდეგი მატჩიც თუ ასე იტამაშა და ვერ მოიგო წესით უნდა გაუშვან(ჟოზე)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: kobinio
19 აგვისტო 2018 22:53
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Dgevandelma matchma is 1 % damikarga rac mqonda.aset gundebtan ro dakargav qulebs kvelam vicit ra shedegamde miva es.
C h i j v a srulma manchesterma taktikian gundian mcvrtmelian damkvrelebiana!!! Marazm
0
№6
ავტორი: Benny
19 აგვისტო 2018 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ზინედინ ზიდანი გვჭირდება
0
№7
ავტორი: Phil Jones
20 აგვისტო 2018 00:15
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: Benny
ზინედინ ზიდანი გვჭირდება

ტზიდანი კიარა მოურინიოს მგონი მოიესიც ჯობია, მაგრამ თუ მოურინიო გაუშვეს მე ზიდანს რომელიმე ყოფილ მანჩესტერელს ვანდობდი, ზიდანი იღBლიანი კაცია საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა ტორე ნამდვილად არ მგონია დიდი მწვრთნელი.
0
№8
ავტორი: WeAreUnited
20 აგვისტო 2018 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: Phil Jones
ციტატა: Benny
ზინედინ ზიდანი გვჭირდება

ტზიდანი კიარა მოურინიოს მგონი მოიესიც ჯობია, მაგრამ თუ მოურინიო გაუშვეს მე ზიდანს რომელიმე ყოფილ მანჩესტერელს ვანდობდი, ზიდანი იღBლიანი კაცია საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა ტორე ნამდვილად არ მგონია დიდი მწვრთნელი.

არაადეკვატური შეფასებაა რა შუაშია სწორ ადგილას სწორდ დროს 3 ზედიზედ მოგებული ლიგა კარგი რა გეხვეწები ძალიან მაგარი მწვრთნელია აი ძალიან ესე არ ხდება რა გავარდნა გვარდიოლაზეც მაგას ამბობდნენ სწორ ადგილას მოხვდა სწორ დროსო მაგრამ სიტის კი უყურებთ რა ფეხბურთს ათამაშებს :)
0
№9
ავტორი: GEORGE22
20 აგვისტო 2018 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
მოკლედ დავწერ,ასეთი თამაშები ქონია მანჩესტერს სეზონში ერთი ორი და არ ყოფილა სისტემური ხასიათის,მითუმეტეს მოურინიოს ხელში,სვარკავდა თუ ავტობუსს აყენებდა,გუნდი ხშირ შემთხვევაში აკონტროლებდა თამაშს,გუშინ ვინც უყურებდით არ ვიცი,მე პირადად რასაც ვუყურე პირველი წუთებიდან თითქოს მანჩესტერი ცდილობდა სათამაშო უპირატესობის ხელში აღებას,მაგრამ ძალიან შენელებულები და დაღლილები მეჩვენენ,იყო მომენტები როცა მოედნის ცენტრში სუფთა ვაკუუმი შეიქმნა და ბრაიტონმა რამდენიმე ისეთი კომბინაცია გაათამაშა პირი დავაღე,ნუ ფრედის,პერეირას და პოგბას ეს მხოლოდ მეორე თამაში იყო ერთად და ჩემი აზრით მგონი სეზონის დასაწყისში ასეთი უსახური თამაშის გამო არ უნდა გადაუარო იმ ფეხბურთელებს რომლებიც გუშინ დაბრუნდნენ მოედანზე,სხვა სტადიონებიდან,ჟოზეს სევილიასთან რომ ვაგინე შარშან მარტო ის ეყოფა,მაგრამ ეგ კაცი ისეთი უთავმოყვარეოც არ მგონია როგორადაც ბევრი სახავს,არც გუნდი არ არის ისეთი უკლასო და უინტელექტო როგორადაც ბევრი მიიჩნევს,სეზონის სტარტი კიდევ მძიმე რომ იქნებოდა მაგაში მე პირადად არ მეპარებოდა ეჭვი,იმიტომ რომ ნახევარი გუნდი მსოფლიოზე იყო,ფეხბურთელებიც ადამიანები არიან და მითუმეტეს როცა უხერხულ მეტოქესთან გაქვს თამაში და იცი რომ ამათთან გასვლაზე კერ მოგება არ გაქვს,მაინც არის რაღაც შიში და ფსიქოლოგიური მომენტი,ფერგის და მოურინიოს არ ვადარებ მაგრამ ფერგის დროს ფულემს ვერ ვუგებდით ხოლმე გასვლაზე მაგალითად სადაც შეგხვდებოდა ფულემი და დემიენ დაფი,გაგდებული ვყავდით პოლის ტილოსავით,ასე დადიოდნენ მაშინაც მანჩესტერის ფეხბურთელები დაზომბირებული,ახლა რომ ამბობთ და ახსენებთ გიგზს და სქოულზს,ნახეთ ჩანაწერები,ყველა დიდ გუნდს აქვს ეს სენი და ყველას ყავს ასეთი უხერხული მეტოქე,რომელსაც გასვლაზე ვერ უგებენ და თამაშობენ მონუსხულები,ასე რო ჩემი აზრით ჯერ ადრეა გუნდის უსახურობაზე,მწვრთნელის უსუსურობაზე და ვუდვორდის ჟმოტობაზე ლაპარაკი,ზამთრამდე თუ ასე გააგრძელებენ თამაშს მაშინ ამოსაღებია ნამდვილად ხმა და მისაბრძანებელია მოურინიო,მაგრამ როცა პრემიერლიგის სტარტია და კიდევ 36 თამაში გაქვს სათამაშო რა მწვრთნელის გაშვებაზე და გუნდის სტაბილურობაზეა ლაპარაკი საერთოდ,სიტის შარშანდელი სტარტი გაიხსენეთ,ჩელსის სტარტი გაიხსენეთ კონტეს დროს რა ვიცი,შეიძლება მე ვცდები რამეში,მაგრამ მგონი ჯერ ადრეა ლანძღვა გინება.
0
№10
ავტორი: Lasha_9
20 აგვისტო 2018 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
რა ზინედინ ზიდანი ხალხნო რა ზიდანი კაით რა თქვენ ხომ არ გგონიათ რომ რონალდო ანდ ბეილი გვყავს? ერთ ადგილ გასიებული მარსიალით და მიდტიულანდთან თამაშამდე რაც იყო ისვ იმ დონეზე დაბრუნებული რაშფორდით რა ზიდანი გვიშველის ნუ გამაგიჟეთ...რატო გგონიათ რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს რატომ? მარსიალის რამე დაუმტკიცებია? პოგბას? რა დაამტკიცა მსოფლიოზე? რომ კანტე და მატუიდთან ერთად ცენტრში ძლიერი ნაწილია, ახლა ბოდიში ამ ქართველ ფეხბურთელს არაფერს ვერჩი მაგრამ ჭიჭვეიშვილის დონის რომ არაა პოგბა ეგ მეც ვიცი მაგრამ სადაა ლიდერობა? სადაა ეს ლიდერის თვისებები? ლუკაკუ კიდე ორი მეტრიდან ვერ იტანს რამის ბურთებს რა ჟოზე ხალხნო, რონალდო გამაზავდა რაც ლუკაკუმ გამაზა? თუ ზიდანი დაუძახებდა სად უნდა დაერტყა, ადვილია თქმა მოდი მწვრთნელი გავუშვათ როცა გუნდის 25 ფეხბურთელიდან 20 გასაშვებია ვერ გავუშვებთ ხო? ხოდა ერთი 5 წელი არაფერი გვეშველება სანამ 10 სატრანსფერო ბაზარი არ გაივლის და არ გაიცხრილება გუნდი როგორც ბლინდის და სხვების სახით დაიწყო ახლა გინდა პესიმისტი მიწოდეთ მაგრამ ამ ფეხბურთელების მიდგომა და დონე ძალიან დაბალია თუ დონე დაბალი გყავს მიდგომით უნდა მოიგო როგორც ბრაიტონმა თუ მიდგომა და მოტივაცია არ გაქვს როგორც რეალი იყო ფინალში ფეხზე რო ეკიდა და ლივერპული ცხოვრების თამაშს ატარებდა მაშინ კლასი უნდა გადმოგდიდეს თავიდან რომ 10 მეტრზე ამხტარმა მაკრატელა გაიტანო და მოიგო აი როცა არც ეს შეგიძლია და არც ტრაკს ანძრევ ხდები ანტონი მარსიალი და გუნდი სადაც თამაშობ ყოველთვის დაბეჩავებული და დასაცინი იქნება და ერთადერთი ვინც ცოდო იქნება ეს გულშემატკივრები ანუ ჩვენ და ჟოზე მოურინიო იქნება...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top