თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2018, 19:09
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 1321,
კომენტარები: 4
მატას "ვალენსია" ეპატიჟება
ესპანურ გუნდ "ვალენსიას" ხუან მატას დაბრუნება სურს.
მატას
"მანჩესტერ იუნაიტედის" 8 ნომერს, ხუან მატას 2018/19 წლის სეზონის მიწურულს კონტრაქტის ვადა უსრულდება და სავარაუდოა, რომ ესპანელი ფეხბურთელი თავის ყოფილ გუნდში "ვალენსიაში" დაბრუნდეს.

ესპანელი პლეიმეიკერი "წითელ ეშმაკებს" 2014 წლის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. მანჩესტერულმა გუნდმა, ლონდონის "ჩელსის" ხუან მატას სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწია. ესპანელმა ფეხბურთელმა "იუნაიტედში" ყოფნის დროს ჯერ-ჯერობით 4 ტიტულის მოპოვება შეძლო: ევროპა ლიგა, ინგლისის სუპერ თასი, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის FA თასი.

ხუანის ამჟამანდელი სატრანსფერო ღირებულება 27 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა მისი ყოფილი კლუბი მატას დამატებას უფასოდ შეეცდება. მისი სავარაუდო ხელფასი კვირაში 140.000 ფუნტი იქნება, თუმცა აქ საქმე თანხას არანაირად არ ეხება. "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა კარგად იციან ხუან მატას პიროვნულობა, იგი ძალიან აფასებს მის ამჟამანდელ და ყოფილ კლუბებსაც, ასე რომ მას "ვალენსიასადმი" სიმპათია არაერთხელ გამოუხატავს რაც უფრო ზრდის მატას ესპანეთში დაბრუნების შანსს.

"წითელი ეშმაკებიდან" უცნობი წყარო იტყობინება: "რათქმაუნდა ცნობილია რომ "ვალენსიას" მატასადმი დიდი ინტერესი აქვს. ამ ორს ერთმანეთთან ძლიერი კავშირი აქვს.

ჩვენ ვიცნობთ მატას და ვიცით რომ ის თანხაზე არ ფიქრობს, ის უბრალოდ მის ემოციებს მიჰყვება".


ხუანმა "ვალენსიასთან" ერთად 129 მატჩში მიიღო მონაწილეობა და "ღამურებს" Copa del Rey-ის ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

წყარო: Football Facts
ახალი ამბები, ჭორები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 აგვისტო 2018 20:17
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
არამგონია წავიდეს იმ ფონზე, რომ სადღაც სეზონის ბოლოს, თუ ზამთარშივე არა, მოურინიოს გაუშვებენ და გუნდში ზიდანი ან ვინმე ტოპ კლასის მწვრთნელი მოვა.
0
№2
ავტორი: ikeoni
18 აგვისტო 2018 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ რატომღაც რო არსად არ წავა და ჟოზეც არაა რავის გამშვები ამ სიტვაციაში
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
19 აგვისტო 2018 09:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაა მატა გასაშვები
0
№4
ავტორი: David beckham7
19 აგვისტო 2018 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
თუ წავიდა ერთ 30 მილიონზე ნაკლებადარ გაუშშვებენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top