შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის შეძენას ცდილობს, კერძოდ კი პოლ პოგბას. კატალონიურმა გრანდმა 90 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, მაგრამ "წითელი ეშმაკები" მის გაყიდვას არ აპირებენ. ეპსანელებლმა ანდრეს ინიესტა დაკარგეს და მის შემცვლელად პოლ პოგბას მოისაზრებენ.
ამჯერას საქმე 90 მილიონ ევროს ეხება, რომლებიც კატალონიელები იხდიან. თვითონ პოგბამ წასვლის სურვილი არერთხელ გამოთქვა, მაგრამ ჟოზეს გეგმებში პოგბა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამიტომაც პორტუგალიელი ყველაფერს აკეთებს რომ პოგბა გუნდში დატოვოს.
25 წლის ნახევარმცველი "იუნაიტედში" 2016 წელს "იუვენტუსისთან" 110 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ეს სეზონი ფრანგისთვის განსაკუთრებული იყო, მან მუნდიალის მოგება შესძლო. მოურინიომ უკვე არაერთხელ დაბლოკა პოგბას ტრანსფერი, მაგრამ ესპანელები ისევ ჯიუტად ცდილობენ მის შეძენას.
სავარაუდოდ, ესპანელები "წითელ ეშმაკებს" თუ ისევ მიმართავს, ედ ვუდვორდი "ბარსელონას" ამ ყველაფერს ფიფას სასამართლოში უჩივლებს და შესაძლოა კატალონიელები მკაცრად დაისაჯონ.