თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2018, 01:22
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 1504,
კომენტარები: 8
ჟოზე მოურინიო: "პოგბასთან პრობლემა არ მაქვს."
ჟოზე მოურინიომ თავის ინტერვიუში პოგბაზე ისაუბრა.
ჟოზე მოურინიო:
ჟოზე მოურინიო "ბრაიტონთან" გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენიცაზე პოლ პოგბას საკითხსაც შეეხო.

"მე მასთან [პოლ პოგბა] ერთად უკვე 2 წელია ვმუშაობ, ამ დროის მანძილზე არასდროს ვყოფილვარ მისით ისეთი კმაყოფილი, როგორც ახლა ვარ. ეს სიმართლეა. მე მას მეტს ვერაფერს მოვთხოვ. ის ჩამოვიდა ორშაბათს, 3 დღე ივარჯიშა. ვთხოვე რომ ჩვენთვის საკმაოდ რთულ და მნიშვნელოვან მატჩში მიეღო მონაწილეობა, მან ეს გააკეთა და ითამაშა იმაზე მეტი, ვიდრე ველოდი. როცა ის ამბობს მე ეს გავაკეთე გუნდისა და გულშემატკივრების გულისთვის, ზუსტად ისაა, რაც მჭირდება.

ის რაც მან მატჩის შემდეგ თქვა, მე არ მეხება. ორი წელია ამ კლუბში ვარ და ამ დროის მანძილზე ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც დააჯარიმეს, ეს ანტონი მარსიალია. არც ისე ადვილია ამ კლუბში ჯარიმის მიღება. ასე რომ თვითონ მას ჰკითხეთ, რას გულისხმობდა. მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია.

მე მინდა რომ მან კარგად ითამაშოს და გააკეთოს ეს კლუბისა და გულშემატკირების გულისთვის. ის წარმოუდგენლად კარგია ვარჯიშებზე და მინდა მის დასაცავად ვთქვა: შეგიძლიათ დაწეროთ მის შესახებ, ან ჩემ შესახებ რაც გინდათ, მაგრამ ნუ ავრცელებთ სიცრუეს. ნუ აჩვენებთ ხალხს, თითქოს ის უზრდელი და გაუნათლებელია. ის ძალიან ინტელექტუალური და თავაზიანი ადამიანია, ჩვენ არასდროს გვიჩხუბია. არასდროს ერთმანეთის მიმართ არ გამოგვიყენებია უხეში სიტყვები, ყველაფერი თავაზიანობის ფარგლებში, მე მასთან პრობლემა არასდროს მქონია.

რაც შეეხება კაპიტანს, მომავალ მატჩში ის კვლავ პოლ პოგბა იქნება, სანამ მოედანზე ანტონიო ვალენსია არ დაბრუნდება.
" - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა.

წყარო: Carrick.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
18 აგვისტო 2018 06:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ებიჯო კაცი.გამოვიდა და გააიასნა ყველაფერი.ხოდა მიხედე ბიძია მოურინიო დაცვას ხვედელოძესავით (კინოფილმი "ფეოლა"),თორე ჩემოდნების ჩალაგებას ოქტომბეიდან დაგაწყებინებენ ვიცი მე.ეს სანჩესი ან მარჯვნივ ან 10იანზე დააყენე შენ ჯიუტო ვირი ხო შეიძლება არა და აკეთებინების რასაც ისედაც აკეთებს სულ ცენტრში რო შემორბის და დააყენე ხან რეში ხან მარსიალი მარცხნივ და დალაგდება ყველაფერი
1
№2
ავტორი: Lev
18 აგვისტო 2018 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ციტატა: Dato kutaisi

ამის ხასიათიდან და პოგბადან გამომდინარე დარწმუნებული ვარ კონფლიქტი აქვთ და თან სერიოზული. ეხლა ეს როგორც ლაპარაკობს ასე უნდა ილაპარაკოს მწვრთნელია ბოლოსდაბოლოს, აბა იმას ხომ არ იტყვის ფეხბურთელები მიჯანყდებიანო. ეს წინა და იმის წინა სეზონის დასაწყისშიც ასეთი კეთილი და ბუნჩულა იყო, ყველა უყვარდა და ყველას ეფერებოდა, მაგრამ...ჩემი აზრით პირველივე კრიტიკულ რთულ მომენტამდე...საკმარისია რამე თამაში უაზროდ წააგოს და მერე ვნახოთ ვინ როგორ ილაპარაკებს...ან თუ დააცდიან ლაპარაკს სეზონის ბოლომდე....ფაქტია რომ ჩასვრილი აქვს. ბიჭებს ტაქტიკა არ მოწონთ, გუნდს არ მოწონს,ხელმძღვანელობას არ მოწონს (სხვაგვარად ვერ აიხსნება მოულოდნელი გადაწყვეტილება სპორტული დირექტორის დანიშვნის შესახებ) ფანები შეტევას ყვირია..ეხლა ამან უნდა ბეწვის ხიდზე იაროს და თავის ზაიობებზე უარი თქვას...სხვა გზა არ აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: kobinio
18 აგვისტო 2018 09:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Sanam profesorobas da mkitxaobas daickebt am statiis mere gushindeli varjishi naxet.aranairo dadabuloba da aranairo boikoti.gundshi kai atmosperoa da am statiam kide damanaxa es.mairinio aravis emliqvneleba da araa gamorocxuli nabicvari raiolas kudebi ikos eskvelaperi.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 აგვისტო 2018 09:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარსიალზე კიდე ერთხელ მიანიშნა
0
№5
ავტორი: ikeoni
18 აგვისტო 2018 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
იგივე კომენტარს ეხლა უკვე პოგბასგან ველოდები:))
0
№6
ავტორი: Lev
18 აგვისტო 2018 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ციტატა: kobinio
Sanam profesorobas da mkitxaobas daickebt am statiis mere gushindeli varjishi naxet.aranairo dadabuloba da aranairo boikoti.gundshi kai atmosperoa da am statiam kide damanaxa es.mairinio aravis emliqvneleba da araa gamorocxuli nabicvari raiolas kudebi ikos eskvelaperi.

მკითხაობას ეძახი შენ იმას რომ მოურინიოს მძ///ნერი ხასიათი აქვს? მაინდამაინც პრესის დასანახად და ვარჯიშზე უნდა იჩხუბონ რო დაიჯეროს კაცმა?ყველანაირ კონფლიქტს მალავენ და სწორადაც იქცევიან. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები პოგბას ის სიტყვები რაც გაბედა ლესტერთან თამაშის მერე იმას ნიშნავს რომ ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერა აქვს და არ ეშინია მოურინიოსი და ამბობს რასაც უნდა. მე წელს ამ კაცის მოგებული ტიტულის არ მჯერა. ეგ რო დასაჯერებელი გახდეს მაშინ უნდა მთლიანად შეცვალოს მიდგომა და ტრ///კის თამაშს თავი დაანებოს და შემტევი ტაქტიკა დააყენოს და თავის ყ''''ურ პრინციპებზე უარი თქვას...მაურინიო ამას არ იზამს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: JuanMata
18 აგვისტო 2018 12:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
ებიჯო კაცი.გამოვიდა და გააიასნა ყველაფერი.ხოდა მიხედე ბიძია მოურინიო დაცვას ხვედელოძესავით (კინოფილმი "ფეოლა"),თორე ჩემოდნების ჩალაგებას ოქტომბეიდან დაგაწყებინებენ ვიცი მე.ეს სანჩესი ან მარჯვნივ ან 10იანზე დააყენე შენ ჯიუტო ვირი ხო შეიძლება არა და აკეთებინების რასაც ისედაც აკეთებს სულ ცენტრში რო შემორბის და დააყენე ხან რეში ხან მარსიალი მარცხნივ და დალაგდება ყველაფერი

სანჩესი მარცხნივ დგომა არის ზუსტად მარჯვენა ფლანგის დუბლირება. შეტევისთვის სივრცე აღარაა ყველა ცენტრიდან ეტენება, არც ფლანგის მცველები გვყავს ისეთი, რომ შეტევა ფლანგებზე გაწელონ ნორმალურად.
0
№8
ავტორი: kobinio
20 აგვისტო 2018 13:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Lev
ციტატა: kobinio
Sanam profesorobas da mkitxaobas daickebt am statiis mere gushindeli varjishi naxet.aranairo dadabuloba da aranairo boikoti.gundshi kai atmosperoa da am statiam kide damanaxa es.mairinio aravis emliqvneleba da araa gamorocxuli nabicvari raiolas kudebi ikos eskvelaperi.

მკითხაობას ეძახი შენ იმას რომ მოურინიოს მძ///ნერი ხასიათი აქვს? მაინდამაინც პრესის დასანახად და ვარჯიშზე უნდა იჩხუბონ რო დაიჯეროს კაცმა?ყველანაირ კონფლიქტს მალავენ და სწორადაც იქცევიან. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები პოგბას ის სიტყვები რაც გაბედა ლესტერთან თამაშის მერე იმას ნიშნავს რომ ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერა აქვს და არ ეშინია მოურინიოსი და ამბობს რასაც უნდა. მე წელს ამ კაცის მოგებული ტიტულის არ მჯერა. ეგ რო დასაჯერებელი გახდეს მაშინ უნდა მთლიანად შეცვალოს მიდგომა და ტრ///კის თამაშს თავი დაანებოს და შემტევი ტაქტიკა დააყენოს და თავის ყ''''ურ პრინციპებზე უარი თქვას...მაურინიო ამას არ იზამს

sheni varaudi ufro myaria tu is rom maurinios kontrakti gaugrdzeles?
gasashvebs gaushvebdnen sezonis bolos. plius kide es samtredia an kolxeti araa ese moundet da gaushvan mcvrtneli da ra mere kide 2 celi vigacam unda tknas tvini?!
am manchestershi ra sastavic exlaa 4 kacis meti gasashvebia kvela maqsimum zamenaze ramodenime. mcvrtneltan ertad fexburtelebis problemaa aq araa erti problema. strategia araaq gunds da mizani garda fulisa!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top