ხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბრაიტონს” დაუპირისპირდება. მატჩი "ბრაიტონის" სტადიუმ “Falmer” ზე ჩატარდება. ეს შეხვედრა პრემიერლიგის მეორე ტური გახლავთ. შეგახსენებთ "წითელმა ეშმაკებმა" პირველი ტურში გამარჯვება შესძლო, ხოლო ბრაიტონმა კი პირველი ტურის შეხვედრა წააგო.
გუნდების წინა სამატჩო მდგომარეობა:
"მანჩესტერ იუნაიტედი"
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუნდს ლინგარდი ვალენსია და მატიჩი დაუბრუნდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არაა ითამაშებენ თუ არა ისინი ხვალ. ჟოზემ ასევე აღნიშნა, რომ მარსიალის თამაშს აპირებს.
დისკვალიფიკაცია: არ არის. ტრავმა : რომერო,დალო, ერერა, როხო. კითხვის ნიშნის ქვეშ:ვალენსია, ლინგარდი, მატიჩი.
"ბრაიტონი"
“ბრაიტონმა” სეზონი მარცხით დაიწყო. ისინი “ვატფორდის” წინაამღდეგ ანგარიშით 2-0 დამარცხდნენ. “ბრაიტონის” ბოსმა ქრის ჰიუგტონმა წინა სამატჩო პრე სეზონზე განაცხადა, რომ გუნდი კაპიტნის გარეშე იქნება. რაც ძალიან დიდი დანაკლისია ინგლისური კლუბისთვის.
დისკვალიფიკაცია: არ არის. ტრავმა: ანდონე, ისქუერდო, სალტორი, სტილი. კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის.
სავარაუდო შემადგენლობები
“მანჩესტერ იუნაიტედის” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დე ხეა, ლინდელოფი, ბაიი, შოუ, დარმიანი,ფრედი, პოგბა, პერეირა, მარსიალი, რაშფორდი და მატა.
საერთო ჯამში გუნდებს შორის 38 შეხვედრა ჩატარდა, საიდანაც "იუნაიტედმა" 25 მოიგო 6 ფრედ დაასრულა, ხოლო 7 კი წააგო. "ოლდ ტრაფორდზე" 19 მატჩი ჩატარდა და აქედან 15 გუნდმა მოიგო 2 ფრედ დაასრულა და 2 კი წააგო. ხოლო “Falmer” სტადიუმზე გუნდმა 7 შეხვედრა დათომა, 8 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4 მატჩის მოგება შესძლო.
გთავაზობთ წინა მატჩს ამ გუნდების შესრულებით:
მატჩის წინ
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.