თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2018, 22:54
ავტორი: MoiSa,
ნანახია: 1681,
კომენტარები: 5
“მანჩესტერ იუნაიტედი” - “ბრაიტონი” (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
“მანჩესტერ იუნაიტედი” - “ბრაიტონი” (პრევიუ)
"მანჩესტერ იუნაიტედი” - “ბრაიტონი"
ხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბრაიტონს” დაუპირისპირდება. მატჩი "ბრაიტონის" სტადიუმ “Falmer” ზე ჩატარდება. ეს შეხვედრა პრემიერლიგის მეორე ტური გახლავთ. შეგახსენებთ "წითელმა ეშმაკებმა" პირველი ტურში გამარჯვება შესძლო, ხოლო ბრაიტონმა კი პირველი ტურის შეხვედრა წააგო.

გუნდების წინა სამატჩო მდგომარეობა:

"მანჩესტერ იუნაიტედი"

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუნდს ლინგარდი ვალენსია და მატიჩი დაუბრუნდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არაა ითამაშებენ თუ არა ისინი ხვალ. ჟოზემ ასევე აღნიშნა, რომ მარსიალის თამაშს აპირებს.

დისკვალიფიკაცია: არ არის.
ტრავმა : რომერო,დალო, ერერა, როხო.
კითხვის ნიშნის ქვეშ:ვალენსია, ლინგარდი, მატიჩი.

"ბრაიტონი"

“ბრაიტონმა” სეზონი მარცხით დაიწყო. ისინი “ვატფორდის” წინაამღდეგ ანგარიშით 2-0 დამარცხდნენ. “ბრაიტონის” ბოსმა ქრის ჰიუგტონმა წინა სამატჩო პრე სეზონზე განაცხადა, რომ გუნდი კაპიტნის გარეშე იქნება. რაც ძალიან დიდი დანაკლისია ინგლისური კლუბისთვის.

დისკვალიფიკაცია: არ არის.
ტრავმა: ანდონე, ისქუერდო, სალტორი, სტილი.
კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის.

სავარაუდო შემადგენლობები

“მანჩესტერ იუნაიტედის” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დე ხეა, ლინდელოფი, ბაიი, შოუ, დარმიანი,ფრედი, პოგბა, პერეირა, მარსიალი, რაშფორდი და მატა.

"ბრაიტონის" სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: რაიანი, დუნკი, დუფი, ბონგი, ბერნარდო, მარჩი, პროპერი, სტეფჰენსი, ქნოქაერცი, ბისოუმა და მურაი

ურთიერთ შეხვედრები

საერთო ჯამში გუნდებს შორის 38 შეხვედრა ჩატარდა, საიდანაც "იუნაიტედმა" 25 მოიგო 6 ფრედ დაასრულა, ხოლო 7 კი წააგო. "ოლდ ტრაფორდზე" 19 მატჩი ჩატარდა და აქედან 15 გუნდმა მოიგო 2 ფრედ დაასრულა და 2 კი წააგო. ხოლო “Falmer” სტადიუმზე გუნდმა 7 შეხვედრა დათომა, 8 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4 მატჩის მოგება შესძლო.

გთავაზობთ წინა მატჩს ამ გუნდების შესრულებით:
მატჩის წინ
5 კომენტარი
№1
ავტორი: MoiSa
17 აგვისტო 2018 22:55
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 17
თამაში კვირასაა, მაგრამ ვიჩქარეთ დადება და იმედია მოგეწონებათ.
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Alex ferguson made his own epoch. Love u Legend <3
№2
ავტორი: ikeoni
17 აგვისტო 2018 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
დარწმუნებული ვარ ჟოზესი არ იყოს რო ძალიან მარტივად მოვიგებთ:)))
0
№3
ავტორი: stepno
18 აგვისტო 2018 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
rogor minda ro ar gauchirdet da lagat moigon raa 3:0 an 4:0 xo sheidzlebaaa :((((( arada guli migrdznobs cuds
0
№4
ავტორი: JuanMata
18 აგვისტო 2018 01:26
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგი შემადგენლობით ვხვდებით, უფრო მოძრავი და ტექნიკური ცენტრი გვეყოლბა. წესით საინტერესო თამაში გამოვა, მთავარია უკან არ ჩავჯდეთ, როგორც შარშანდელ თამაშში.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 აგვისტო 2018 11:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თუ ჯიუტად დაცვიდან არ ითამაშებენ თავისუფლად შეუძლიათ მოგება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top