თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2018, 17:21
ავტორი: MoiSa,
ნანახია: 1672,
კომენტარები: 9
მერსონი:”სალაჰი ხალხს უყვარს, ხოლო პოგბა არა”
ექსპერტმა, მიზეზი დაასახელა თუ რატომაა სალაჰი პოგბაზე უკეთესი ფეხბურთელი.
მერსონი:”სალაჰი ხალხს უყვარს, ხოლო პოგბა არა”
ცნობილმა ექპსერტმა პოლ მერსონმა სალაჰი და პოგბა ერთმანეთს შეადარა. მან აღნიშნა, რომ სალაჰი ყველას უყვარს, ხოლო პოლ პოგბა კი არა.

სალაჰი მწვრთენლსაც უყვარს და ფანებსაც, ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ როდესაც ეგვიპტელი ანერვიულებულია იგი მაინც თამაშობს და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ეხმარება. ამ ყველაფერს ვერ ვიტყვი პოლ პოგბაზე. ფრანგი ფეხბურთელი უკვე რამოდენიმე თვეა “მანჩესტერ იუნაიტედს” და მათ გულშემატკივრებს ნერვებს უშლის.

როდესაც მწვრთნელი გუნდის აწყობას შენს გარშემო ცდილობს, ისე არ უნდა მოიქცე, როგორც ახლა პოგბა იქცევა, გარდა ამისა იგი საეჭვო კომენტარების კეთებას და “წითელი ეშმაკების” ფანების გაღიზიანებას არ ერიდება.

როდესაც, ფრანგი ნახევარმცველი “იუვენტუსიდან” “იუნაიტედში” გადმოვიდა (შეგახსენებთ, პოგბა “წითლებში” 2016 წელს გადმობარგდა) ბევრი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ მან მოლოდინი ვერ გაამართლა. პოგბა იმის ნახევარსაც ვერ თამაშობს, რასაც “იუვენტუსში” თამაშობდა.

ამ კომენტარით ექსპერტმა პოლ პოგბა გააკრიტიკა და მას მაიანიშნა, რომ ლაპარაკის ნაცვლად სჯობს გუნდს დაეხმაროს და თავისი შესაძლებლობლები ხალხს დაანახოს.

წყარო:SkySports.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 აგვისტო 2018 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სალაჰის დედას ცენზურა მაგრამ პოგბას იმ კომენტარმა ყველა ძალიან გააღიზიანა
0
№2
ავტორი: Svanchester
17 აგვისტო 2018 17:49
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ნუ რახან მერსონმა თქვა ))
0
№3
ავტორი: JuanMata
17 აგვისტო 2018 17:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
იცი, რა მაინტერესებს?
პოგბამ გააკეთა კომენტარი: "ყველაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კლუბი დამაჯარიმებს" - ნუ რაღაც დაახლოებით მსგავსი.

ყველა ჟურნალისტი ისე დარწმუნებული წერს, თითქოს პოგბას თავში სხედან და იციან რა იგულისხმა.
შეიძლება მოურინიოს გაკრიტიკება უნდოდა, შეიძლება ვუდვორდის, რომელმაც აშკარად ჩააგდო ეს სატრანფსფერო ფანჯარა და ვერ გააძლიერა ვერც დაცვის ფლანგები, ვერც შეტევის მარჯვენა მხარე.

იქნებ, პირიქით ზუსტად იმას გულისხმობდა, რაზეც მოურინიო ტირის დიდი ხანია, შეიძლება სულაც პოგბა და მოურინიო ძალიან ჩახუტებულები არიან. მეეჭვება მწვრთნელმა, რომელსაც ფეხბურთელი პირდაპირ პრესკონფერენციაზე აკრიტიკებს, დააყენოს მერე ეს ფეხბურთელი ძირითადში, კაპიტნის სამკლაურით. თამაშის მერე პოგბას ქებაზე აღარაფერს ვიტყვი.

სანამ პოგბა, მოუ არ ვიცი კიდევ ვინ, არ გამოვა და პირდაპირ არ იტყვიან რისი თქმაც უნდათ, მანამდე არც პოლ მერსონმა, არც დეილი მეილმა და არც ვანგამ არ იცის, რა ხდება გუნდში, პოგბას და ჟოზეს შორის.

მაურინიომ მატჩის წინა [ლესტერთან] პრესკონფერენციაზე თქვა: ჟურნალისტები იგონებთ ტყუილებს და ეს ტყუილი არსად ქრება, არ მაქვს პრობლემა ფეხბურთელებთან, მაგრამ თქვენ მაინც ყოველ ჯერზე ახალ-ახალ ტყუილებს წერთ.

ვარჯიშის ფოტოები დავათვალიერე და მარსიალიც კი ისეთი გახარებული და ხალისიანია, არც ვიცოდი ასე თუ შეეძლო სიცილი.
0
№4
ავტორი: Svanchester
17 აგვისტო 2018 18:02
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: JuanMata

პოგბას კომენტარს გამართლება არ აქვს ჩემო მეგობარო. არ შეიძლება გუნდში არსებულ სიტუაციაზე რაიმე თუნდაც მინიშნებით ისაუბრო. ჟურნალისტებს არუნდა მისცე საბაბი იმისა, რომ შენს შიდა სამზარეულოში რაღაც ხდება. ეს იუნაიტედია, აქ კონფიდენციალურობა უნდა დაიცვას ყველამ. შეიძლებაზე ვერ იტყვი რა იგულისხმა და რა არა. არ შეიძლება ლაქალაქი ყბადაღებულ ჟურნალისტებთან. სიჩუმე და მოკრძალება უნდა დაიცვა როცა ამ გუნდის ღირსებას იცავ.
0
№5
ავტორი: stepno
18 აგვისტო 2018 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
agizianebs aba ra shveba chveulebrivi pijonia amaze gundi rogor unda aawyoo?? roca audgeba mashin tamashobs kargad. me ro mkitxoo es umda gaushvan da milinkovic savichi moiyvanon ra saswrafid
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
18 აგვისტო 2018 00:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სალაჰი სულ სხვა ტიპაჟია, მერსონმა ცოტა გადააჭარბა ისედაც

№7
ავტორი: Macklemore
18 აგვისტო 2018 01:06
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საერთოდ სხვა რამე წერია ორიგინალ სტატიაში და სხვა აქცენტებს აკეთებს მერსონი, აქ კიდე რაღაც აბდა-უბდაა ნათარგმნი თუ შეთხზული. ავტორს მივმართავ, თუ რამეს აკეთებ, ხარისხიანად მაინც გააკეთე, ასე რაღაც დაჩხაპნილ სისულელეს რა აზრი აქვს?
2
№8
ავტორი: JuanMata
18 აგვისტო 2018 01:31
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Svani

პოგბას კომენტარს გამართლება არ აქვს ჩემო მეგობარო. არ შეიძლება გუნდში არსებულ სიტუაციაზე რაიმე თუნდაც მინიშნებით ისაუბრო. ჟურნალისტებს არუნდა მისცე საბაბი იმისა, რომ შენს შიდა სამზარეულოში რაღაც ხდება. ეს იუნაიტედია, აქ კონფიდენციალურობა უნდა დაიცვას ყველამ. შეიძლებაზე ვერ იტყვი რა იგულისხმა და რა არა. არ შეიძლება ლაქალაქი ყბადაღებულ ჟურნალისტებთან. სიჩუმე და მოკრძალება უნდა დაიცვა როცა ამ გუნდის ღირსებას იცავ.

კი ბატონო მაგაში გეთანხმები, სულელურად მოიქცა პოგბა. მაგრამ ჟურნალისტებიც რომ ძაან ცუდად იქცევიან ფაქტია, ისედაც ამღვრეულ წყალში კიდევ ქვებს ისვრიან.
0
№9
ავტორი: Svanchester
18 აგვისტო 2018 01:55

ჟურნალისტების თემა ხო ცალკე ტალახია კიდე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top