თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2018, 22:34
ავტორი: MoiSa,
ნანახია: 1522,
კომენტარები: 5
პერერია: "მე შევიცვალე"
პერეირა ცვლილებების შესახებ საუბრობს.
პერერია:
22 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა სეზონი "ლესტერთან" გამარჯვებით დაიწყო. პერეირამ აღნიშნა, რომ იგი "იუნაიტედში" შეცვლილია. შეგახსენებთ, რომ ანდრეს პერეირა ჯერ განათხოვრებული ლა ლიგის გუნდში "გრანადაში" იყო, ხოლო შემდეგ კი "ვალენსიაში"

"მე ეხლა პროფესიონალი ვარ. ვიცი თუ რა სჭირდება ჩემ სხეულს ყოველდღიურად. ახლა უფრო პოზიტიურად გამოვიყურები, წინა წლებთან შედარებით და ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამსახურებაა. ვფიქრობ, რომ ამ ორ წელიწადში 100% - ით შევიცვალე, როგორც ფეხბურთელი და ასევე როგორც პიროვნება.

რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, იგი საუკეთესო მწვრთნელია მთელ მსოფილოში. ჟოზემ მითხრა, რომ "წითელ ეშმაკებში" დავრჩენილიყავი. იგი მეტ სათამაშო დროს შემპირდა და პირობას ჯერჯერობით ასრულებს.

განერვიულებული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი გუნდში დავრჩენილიყავი თუ წავსულიყავი. საბოლოოდ გუნდში დარჩენა გადავწყვიტე და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. "ვალენსიაში" წინა სეზონი ძალიან კარგი იყო. მე ესპანურ კლუბში უკეთესი მოთამაშე გავხდი."
- განაცხადა დასასრულს პერეირამ.

წყარო:Skysports.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: reddevil12
16 აგვისტო 2018 23:35
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
მშვენიერი გადაწყვეტილებაა ამის დატოვება! გუნდში ბევრი ნახევარმცველია, ვისთანაც კონკურენციის გაწევა მოუწევს, პლუს ამას სად გრანადაში და ვალენსიაში რო ვარჯიშობ და სად მანჩესტერში... მოკლედ წესით ამის განვითარების საქმე ცენზურასკენ არ უნდა წავიდეს და მომავალში გუნდს გამოადგეს.(სასურველია ყოველშემთხვევაში, რა თქმა უნდა)
0
№2
ავტორი: ikeoni
16 აგვისტო 2018 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგარი იმედი მაქვს ამ ბიჭის❤️
0
№3
ავტორი: WeAreUnited
17 აგვისტო 2018 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ეს ძალიან მაგარი ნახევარმცველი დადგება და ნახავთ ძალიან მაგარი პასი აქვს და მოედანს კარგად აკონტროლებს გვინდა ესეთი სტილი ძალიან გაუთავისუფლებს ზონებს პოგბასაც და კრაის მცველებსაც ამუშავებს ეს და შოუ დაიქოქონ კარგი იქნება და მარსიალი მოსვას ჯოზემ თავის ადგილზე ნუ გვაყურებინებ სვარკას კონტრ შეტევა დაალაგე მაინც როგორც პირველ წლებში ქონდა ჩელისში ძალიან მაგარი იყო

იმ დღეს ლივერას თამაშს ვუყურე და ტიპები ერთობიან სიამოვნებას იღებენ ლაღ ფეხბურთს თამაშობენ გული მტკივა :(
0
№4
ავტორი: The Special One
17 აგვისტო 2018 11:07
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მე თუ მკითხავთ ამ ბიჭის გუნდში დატოვება ერთ ტრანსფერს უდრის,ძალიან დონეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 აგვისტო 2018 12:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მინდა რო მიეცეს ბევრი სათამაშო დრო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top