თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2013, 07:36
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1652,
კომენტარები: 10
სერ ალექსი ფილ ჯონსზე და ჯონი ევანსზე საუბრობს
ფილ ჯონსმა შესაძლოა გამოტოვოს "მადრიდის რეალთან" მატჩი ტრავმის გამო, რომელიც მან "ევერტონის" წინააღმდეგ მიიღო...
სერ ალექსი ფილ ჯონსზე და ჯონი ევანსზე საუბრობს
კვირას გასამართ მატჩში ფილ ჯონსმა მცველების წინ ითამაშა და მარუან ფელაინის საშუალება არ მისცა, რომ რაიმე სახიფათო გაეკეთებინა. საბოლოოდ, პირველი ტაიმის დასასრულს მას რაღაც ატკივდა, რის შედეგადაც ის მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოცვალეს: "მან მტკივნეული დარტყმა მიიღო მუხლის არეში და ახლა მის გამოჯანმრთელებას უნდა დაველოდოთ." – განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა manutd.com–თან.

მეორე შეცვლა კი სერ ალექსის გუნდს 81–ე წუთზე დაჭირდა, როდესაც კრის სმოლინგმა ჯონი ევანსი შეცვალა: "ჯონი ცოტა არ იყოს გადაიღალა. ვფიქრობ, მას რამოდენიმე მატჩის ჩატარება ჭირდება, რომ ასეთ დატვირთვას ისევ შეეჩიოს. ამ კვირაში მან მხოლოდ 45 წუთი ითამაში ირლანდიის ნაკრების მაისურით. შევხედავთ, რა იქნება ხვალ."

ასევე სერ ალექსმა განაცხადა, რომ სულმოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის მატჩს: "მე მაოურინიო თამაშის წინ ვნახე. ჩვენ ორივე, სულმოუთმენლად ველით მატჩს, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. ეს უბრალოდ, საოცრება იქნება."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
11 თებერვალი 2013 07:37
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აჰაა დილის გამამხნევებელი.....წავედი და მერე მიმოხილვას დავწერ
0
№2
ავტორი: UTD-Rule
11 თებერვალი 2013 08:22
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აუუუ ეხლა როდის მოვა ოთხშაბათი რა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: GENIUS
11 თებერვალი 2013 08:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
საოცრება იქნება კი არა უნდა მოვიგოთ მართო ლამაზი ფეხბურთი არ კმარა ბაბუუუ
0
№4
ავტორი: buka oboladze
11 თებერვალი 2013 10:40
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
jonis surati ratodevs???
0
№5
ავტორი: love united
11 თებერვალი 2013 10:55
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რეალთან ევანსის დიდი პატივისცემის მიუხედავად რიო-ვიდას წყვილი მინდა დაცვაში...
0
№6
ავტორი: RVP (20)
11 თებერვალი 2013 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
Kaia avtor ) exla 13 dacelodebit
0
№7
ავტორი: dachi_mu
11 თებერვალი 2013 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
love united,
მე ევანსის უფრო მეიმედება მაგალითად.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
11 თებერვალი 2013 13:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინის ფეხი არ გაანძრევინა ჯონსმა 3d_2
0
№9
ავტორი: VaRdo
11 თებერვალი 2013 16:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ჯონსი საჭიროა რეალთან რა. პერსონალურად მიამაგრე ვისაც გინდა და ფეხს არ გაანძრევინებს. :( რადროს მუხლის ტკივილი იყო რა. იმედია 13_ში მაინც იქნება. დაცვაში კი რიო ვიდა რაფაელი ევრა იქნება და სხვა კანდიდატურა არც განიხილება!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Amanda Seyfried
11 თებერვალი 2013 19:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ცუდია,ჯონსი კარგად თამაშობს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top