თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2018, 18:14
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 4138,
კომენტარები: 4
ვინ არის სპორტული დირექტორი
ცნობილი სპორტული დირექტორები.
ვინ არის სპორტული დირექტორი
თანამედროვე ფეხბურთში სპორტული დირექტორის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ასრულებს მედიატორის როლს კლუბის მფლობელებსა (პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი) და გუნდს (ფეხბურთელები, მწვრთნელი) შორის. მის მოვალეობაში შედის არა მარტო ახალგაზრდა ტალანტების ძებნა და ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა, არამედ ის პასუხს აგებს ასევე კლუბის იდეოლოგიასა და განვითარების სტრატეგიაზე. მისი ამოცანაა თავიდან აიცილოს ის პრობლემები, რაც მწვრთნელისა და შემადგენლობის შეცვლას მოყვება. ეს ცვლილებები კი ყოველთვის გარდაუვალია.

სპორტული დირექტორი, ისევე როგორც პრეზიდენტი, კლუბის სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს. მწვრთნელები და ფეხბურთელები მიდიან, მაგრამ საყვარელი კლუბი რჩება. ამ თანამდებობაზე ირჩევენ პოპულარულ ადამიანებს, რომელთაც კარგი რეპუტაცია აქვთ. კარგ სპეციალისტს შეუძლია აუტსაიდერი კლუბი ფავორიტად აქციოს, ამის კარგი მაგალითია "სევილიას" ყოფილი სპორტული დირექტორი - მონჩი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" აპირებს ამ თანამდებობის შექმნას კლუბში.
კლუბის გულშემატკივრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი ამ სიახლის მიმართ და იმედოვნებენ, რომ გუნდის არასტაბილური გამოსვლები და პრობლემები სოპრტული დირექტორის მოსვლასთან ერთად წარსულს ჩაბარდება.

გთავაზობთ ცნობილი სპორტული დირექტორების მუშაობის მოკლე მიმოხილვას.

მიხაელ ცორკი

ვინ არის სპორტული დირექტორი

ცორკი 1978 წლიდან დორტმუნდის "ბორუსიაშია", ის იყო გუნდის კაპიტანი, ხოლო 1999 წლიდან სპორტული დირექტორი. მისი პროექტის ცენტრში ყოველთვის ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები იყვნენ, რასაც თვითონაც აღიარებდა. მან კლუბში შემოიღო ეკონომიკური ეფექტურობის მოდელი. ის ატარებს შედარებით იაფ, მაგრამ ეფექტურ სატრანსფერო პოლიტიკას. მან შეიძინა მატს ჰუმელსი, ილკაი გიუნდოგანი, რობერტ ლევანდოვსკი, რომლებიც ცოტა ხანში ტოპ ვარკსვლავები გახდნენ.
ბოლო დროს მისი წარმატებული ტრანსფერები იყო, ემრე მორი, უსმან დემბელე, კრისტიან პულიშიჩი.

სტივ უოლში

ვინ არის სპორტული დირექტორი

უოლშის მთავარი მიღწევა ალბათ "ლესტერის" ჩემპიონობაა, სწორედ მან მოიყვანა ყველა ის ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ამ გუნდმა 2016 წელს პრემიერლიგის ოქროს მედლები მოიპოვა . მანამდე ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა "ჩელსიში" სკაუტად და რამდენიმე კარგი ფეხბურთლიც აღმოაჩინა კლუბისთვის, მათ შორის დიდიე დროგბა.

2016 წელს "არსენალმა" გადაიბირა ლესტერის სკაუტი ბენ რიგლსუორტი, რაზეც გარი ნევილმა განაცხადა, რომ "მეთოფეები" შეცდნენ და არასწორი ადამიანი აიყვანეს სამუშაოდ. მისი აზრით სწორედ სტივ უოლში იყო "ლესტერის" წარმატების მთავარი მიზეზი.
ამჟამად ის "ევერტონის" სპორტული დირექტორია, მიუხედავად კლუბის წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკისა, მათ გასულ სეზონში დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

ფაბიო პარატიჩი

ვინ არის სპორტული დირექტორი

ჯუზეპე მაროტამ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა "იუვენტუსში" და განახორციელი რიგი წარმატებული ტრანფერებისა, თუმცა ადამიანზე, რომელმაც ეს ფეხბურთელები იპოვა და ტრასნფერები დაამტკიცა, ძალიან ცოტაა ცნობილი.

პარატიჩი მაროტასთან ერთად "სამპდორიაში" მუშაობდა, მათ შეიძინეს ფეხბურთელები კამპანიარო, პაცინი, ანტონიო კასანო და პირველად კლუბის ისტორიაში შეძლეს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.
2010 წელს როცა მაროტა "იუვენტუსში" მიიწვიეს, პარატიჩიც თან წაიყვანა. მაროტა მსოფლიოში საუკეთესოა, როცა საქმე მოლაპარაკებებს ეხება. ამ წყვილმა მოახერხა "იუვენტუსთან" ერთად იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ 5-ჯერ მოგება, ასევე შეიძინეს ისეთი ფეხბურთელები როგორიცაა კარლოს ტევესი, პატრის ევრა, ანდრეა ბარძალი, არტურო ვიდალი, კრიშტიანუ რონალდუ. გარდა ამისა მათ უფასოდ გადაიბირეს: პოლ პოგბა, ანდრეა პირლო, სამი ხედირა.

ჩიკი ბეგირისტაინი

ვინ არის სპორტული დირექტორი

ჩიკის კარგი ინტუიცია აქვს მწვრთნელების არჩევაში. 2007 წელს პეპ გვარდიოლა მოიყვანა "ბარსელონა ბ-ს" მთავარ მწვრთნელად, ერთ წელიწადში ის უკვე "ბარსელონას" ძირითად გუნდს წვრთნიდა, ამ ყველაფერს რაც მოჰყვა შემდეგ, ყველამ კარგად ვიცით. ფრანკ რაიკარდი, რომელმაც 2006 წელს მოაგებინა კლუბს ჩემპიონთა ლიგა, ასევე ჩიკის კანდიდატურა იყო.

ამჟამად ის "სიტის" სორტული დირექტორია და მთავარი მიზეზი იმისა, რომ გვარდიოლა ახლა მის კლუბს წვრთნის. "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩიკი აქ იყო, მან დამარწმუნა რომ ეს ზუსტად ისაა, რასაც ვეძებდი. სწორედ ამიტომ მოვედი ამ კლუბში" - განაცხადა გვარდიოლამ. როგორც ჩანს ეს წყვილი ძალიან წარმატებულად მუშაობს ერთად. სრულიად შეცვალეს გუნდის ფილოსოფია, დაიმატეს რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი და პრემიერლიგის ისტორიაში პირველად 100 ქულის მოგროვებაც შეძლეს.

რამონ როდრიგეს ვერდეხო, იგივე მონჩი

ვინ არის სპორტული დირექტორი

პირველ რიგში მონჩი ცნობილია, იმით რომ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზარდა - სერხიო რამოსი, ალბერტო მორენო, ხესუს ნავასი, ხოსე ანტონიო რეიესი და სხვ. სწორედ მონჩის ახალგაზრდულ სისტემაზე შეიქმნა "სევილიას" გუნდი. მან კლუბი კრიზისის დროს ჩაიბარა და მოახერხა 5-ჯერ ევროპის ლიგის თასის, 4-ჯერ ევროპის სუპერთასისა და 2-ჯერ ესპანეთის თასის მოგება.
მან მოახერხა ჩამქრალი ვარსკვლავების ევერ ბანეგას, ლუიშ ფაბიანოს და ფრედერიკ კანუტეს "რეანიმირება", ასევე შეიძინა ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც შემდეგ უკვე კლუბი ვარკსვლავების რანგში დატოვეს: დანი ალვეში, გჟეგოჟ კრიხოვიაკი, ივან რაკიტიჩი, კარლოს ბაკა, კევინ გამეირო და სხვ.

სევილიას დღევანდელ მიღწევებს თავისუფლად შეგვიძლია დავარქვათ „მონჩის ეპოქა“.
ამჟამად ის რომას სპორტული დირექტორია.

წყარო: sports.ru, the sun, wikipedia
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
15 აგვისტო 2018 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აქედან ადვილია რამის თქმა ან ეს ან ის, საფეხბურთო სამყაროში ვის რა წონა აქვს ეგეც მნიშვნელოვანია, ფაქტი ერთია ჩვენ გვჭირდება #1 ამ სფეროში.
0
№2
ავტორი: bziki
15 აგვისტო 2018 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აქედან უოლშის გარდა ვერავის გადმოიბირებენ.
პარატიჩი ამ დროს იუვეს არ დატოვებს შანსი არაა მაგარი შეკრულად მუშაობენ ანიელების კლანი, მაროტა,პარატიჩი,ალეგრი თუ წავლენ ერთად წავლენ როცა დაღმასვლა დაეწყებათ.
მონჩიც ეხლა გადავიდა რომაში პირველი წელია ეგრე ვერ დატოვებს რომას შანსი არაა.
ცორკის კიდე ბორისია თუ არ გააგდებს თვითონ მანდ მოკვდება:D
თავისუფლად შეიძლება ახალ საახებზე მუშაობა ძალიან ბევრი ახალგზრდა ნიჭიერი კანდიდატები იქნებიან.
მანჩესტერის სახეებიდან მარტო ბექემს თუ ჩააბარებენ თავისი ავტორიტეტიდან გამომდინარე,მარა ფერგის გამო ბექემს დიდად დღემდეც არ წყალობენ მანჩესტერში,თან კაცმა არ იცის როგორი მენეჯერია თუ დიპლომატი:D
კანტონას,ნევილს,როი კინს და მსგავს ლეგენდებს რო არც განიხილავენ მარტივი არითმეტიკაა
0
№3
ავტორი: picxela
16 აგვისტო 2018 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ცორკის მონცჰის და პარტაიჩის შორის
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
17 აგვისტო 2018 12:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ან აქამდე რატო არ იყო ეს თანამდებობა გასაკვირია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top