თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2018, 11:56
ავტორი: redmann,
ნანახია: 1524,
კომენტარები: 4
გოდინმა "იუნაიტედს" უარი "პირადი მიზეზების" გამო უთხრა
ურუგვაელმა მადრიდში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა.
გოდინმა
მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალურმა მცველმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისგან"გამოჩენილი ინტერესი ახალი კონტრაქტის მისაღებად არ გამოუყენებია.

გოდინმა განაცხადა რომ "იუნაიტედს" უარი პირადი მიზეზების გამო უთხრა და მადრიდელებთან კონტრაქტი ჯერაც არ გაუხანგრძლივებია.

მიმდინარე სატრასფერო ფანჯრის მიწურულს "წითელი ეშმაკები" ურუგვაელის შეძენით დაინტერესედნენ და მის აგენტთან მოლაპარაკებებიც დაიწყეს, თუმცა გოდინმა მანჩესტერში გადასვლაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას სჯეროდა რომ მცველის მხრიდან "იუნაიტედის" ინტერესის განხილვის და შემდგომ უარის თქმის მთავარი მიზანი "ატლეტიკოსგან" ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტის მიღება იყო.

თუმცა ოთხშაბათს გასამართი სუპერ თასის საფინალო მატჩის წინ, ურუგვაელმა ზემოთხსენებული ფაქტი უარყო: " ამ ზაფხულს მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებისგან, მაგრამ პირადი მიზეზების გამო დარჩენა გადავწყვიტე და ახლა მხოლოდ ფინალზე ვფიქრობ. კონტრაქტი ჯერ არ გამიახლებია და არ ვიცი ეს ჭორები საიდან მოდის". - განაცხადა გოდინმა.

გოდინი "ატლეტიკოს" 2010 წელს შეუერთდა, მოიგო ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 აგვისტო 2018 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
პენსიონერები მილანში:))
1
№2
ავტორი: David beckham7
15 აგვისტო 2018 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
თუ არ უნდა სახვეწარი არაფერი გვჭირს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2018 14:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისედაც ნაკლებად სავარაუდო იოყო გოდინის გადმოსვლა
0
№4
ავტორი: The Special One
16 აგვისტო 2018 14:07
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ა რ გ ვ ჭ ი რ დ ე ბ ა მ ც ვ ე ლ ი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top