თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2018, 09:40
ავტორი: redmann,
ნანახია: 1519,
კომენტარები: 4
"იუანიტედი" - საწყისი ტურების მეფე
"წითელი ეშმაკების" ბრწყინვალე სტატისტიკა.
პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ "იუნაიტედის" გამარჯვებამ "ლესტერზე" გაამყარა კლუბის რეკორდული მანჩვენებელი. "წითელმა ეშმაკებმა" გამართული 27 გახსნითი მატჩიდან 18-ში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ეს მატჩი გახდა ასევე ზედიზედ მე-10 წაუგებელი გახსნითი მატჩი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

გასულ პარასკევს ანგარიშით 2-1 მიღწეული გამარჯვება, გახდა ზედიზედ მეოთხე პრემიერ ლიგის სასტარტო ტურში და კლუბის საშუალო სტატისტიკურმა მოაცემმა- პრემიერ ლიგის საწყის ტურებში მოპოვებული ქულების მიხედვით - შეადგინა 2,15, რაც ინგლისში საუკეთესო მაჩვენებელია.

ჟოზე მოურინიომ მთელი კარიერის განმავლობაში პრემიერ ლიგაში ჩაატარა 10 გახსნითი მატჩი, საიდანაც 9 მოიგო. ამ მაჩვენებლით ის თვით სერ ალექსს უსწრებს, თუმცა "იუნაიტედის" ლეგენდარულ მწვრთნელს პორტუგალიელზე გაცილებით მეტი სასტარტო მატჩი აქვს ჩატარებული.
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
15 აგვისტო 2018 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მეფეზე გამახსენდა, სპორტულ დირექტორად კანტონაც არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი.
0
№2
ავტორი: ikeoni
15 აგვისტო 2018 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
კარგი მაჩვენებელია
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2018 14:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია როგორი გაგრძელება აქვს ამ ყველაფერს
0
№4
ავტორი: JuanMata
15 აგვისტო 2018 14:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დასაწყისი შარშან ისეთი გვქონდა, მეგონა აეწყო გუნდი და ეგაა-მეთქი, მაგრამ მერე ისევ სვარკა და ავტობუსები დაიწყო.
სხვათაშორის ჟოზეს პირველი სეზონი ყველაზე აქტიური იყო, ტოტალურად არ გვიმართლებდა 30 დარტყმიდან 1-ს რომ ვერ გაიტან. ის უაზრო 15 ფრე რომ არ ყოფილიყო და 4-ეულში შეგვეღწია, ეგება აღარ შეეცვალა თამაშის ის სტილი და ამასობაში დავამუღამებდით პოზიციურ შეტევასაც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top