თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2018, 20:36
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 2113,
კომენტარები: 7
"მანჩესტერ იუნაიტედის" 5 პრობლემა
"მანჩესტერ იუნაიტედის" პრობლემების მოკლე მიმოხილვა
მოსაწყენი ფეხბურთი "იუნაიტედის" შესრულებით მეორეხარისხოვანი პრობლემაა. თუნდაც გვარდიოლა გახდეს "ეშმაკების" მწვრთნელი, რომელიც უბრალოდ მიწასთან ასწორებს ინგლისს, პრობლემა მაინც ბევრი დარჩება. გუნდს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელმაც თავისი კარიერის მანძილზე 25 ტიტული მოიგო. მაშინ რაშია პრობლემა? უზარმაზარი თანხები იხარჯება ტრანსფერებზე, გუნდს წვრთნის მაღალკვალიფიციური მწვრთნელი. მოსალოდნელი შედეგები კი არ არის.

1. სატრანსფერო პოლიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" 5 პრობლემა

2013 წლის 1 ივლისს ედ ვუდვორდი დაინიშნა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორად. მის კომპეტენციაში შევიდა კლუბის ყველა ასპექტი, მათ შორის სატრანსფერო პოლიტიკაც. სწორად აქედან იწყება კლუბის პრობლემები ფეხბურთელების შეძენა/გაყიდვასთან დაკავშირებით. ვუდვორდმა თავისი პირველი სატრანფსერო ფანჯარა აშკარად ჩააგდო, გაიფორმა რა მხოლოდ "ევერტონის" ნახევარმცველი მარუან ფელაინი, ამასთანავე ზედმეტი 4 მილიონიც გადაიხადა. მაშინდელი მწვრთნელის დევიდ მოიესის მთავარი სამიზნეების ანდერ ერერას, სესკ ფაბრეგასის და ლეიტონ ბეინსის შეძენა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფეხბურთელების დამატება საკმაოდ რეალური იყო.

ედ ვუდვროდი საკმაოდ წარმატებულია მარკეტინგში. მისმა საქმიანობამ კლუბს ასობით მილიონის მოგება მოუტანა. სწორედ ედმა მოახერხა "ადიდასთან" იმ დროისთვის რეკორდული 750 მილიონ ფუნტიანი კონტრაქტის გაფორმება. ამ მხრივ ვუდვორდს ვერაფერს დაუწუნებ, თუმცა ტრანსფერები მისი საქმე ნამდვილად არაა.

მისი პირველი განცხადება საკმაოდ სულელური იყო: ""მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია ნებისმიერი ფეხბურთელის გაფრომება, რომელიც მას დასჭირდება." - შეიძლება ამ განცხადებამ ვიღაცის თვალში მისი სტატუსი აამაღლა, მაგრამ რეალურად ეს არაპროფესიონალური და უადგილო განცხადება იყო, რომლემაც მხოლოდ მინუსები მოიტანა. ამ სიტყვების შემდეგ "ეშმაკებისთვის" ფეხბურთელს ფასს ყოველთვის უმატებენ. ასე მოხდა დი მარიას, დეპაის და ფელაინის შემთხვევაშიც.

5 წლის შემდეგაც კი ის უფრო მოყვარულს ჰგავს, ისე ხარჯავს ფულს თითქოს ის ჯორდან ბელფორტი იყოს, ხოლო დანარჩენი კლუბები - ღარიბი საჯარო მოხელეები.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას წარმატებულად ნამდვილად ვერ ჩავთვლით, ერთადერთი ღირებული ტრანსფერი - ფრედია, რომელმაც ნორმალურად ჩაატარა სადებიუტო გამოსვლა "ლესტერთან".

ჩვენ არ გვინახავს არც ცენტრალური მცველი, არც მარჯვენა ვინგერი, არც ფლანგის მცველების ხარისხიანი შემცვლელები (დალოტი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ბევრი აქვს დასამტკიცებელი.), არადა იანგისა და ვალენსიას ასაკი ერთად 66 წელია. "ტოტენჰემისა" და "სიტის" შემაგდნელობის, ასევე "ლივერპულისა" და "არსენალის" წარმატებული ტრანსფერების ფონზე, "მანჩესტერის" პერსპექტივები არც ისე დამაიმედებელია.
მოურინიოსთვის ეს რთული სეზონი იქნება. მას მოუწევს შიდა რესურსის გამონახვა, ახალი ტაქტიკის შემუშავება და ფეხბურთელებისთვის ახალი პოზიციების მოძიება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 5 პრობლემა

მარსელ დესაი "იუნაიტედის" ტრანსფერების შესახებ:

"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჟოზეს არ ჰყავს მისთვის სასურველი შემადგენლობა. ავიღოთ გვარდიოლა, მან ყველა ფეხბურთელი მიიღო, რომელიც სურდა, განსხვავებით მოურინიოსგან.
თუმცა ის მწყობრშია და დარწმუნებული ვარ მანჩესტერი ძველ დიდებას დაიბრუნებს. ეს ადვილი არ იქნება, ყოველ მატჩში მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც კლუბის უაზრმაზარი ისტორიის წნეხის ქვეშ ექცევიან.
"

ამ სიტყვებს ალბათ ბევრი შეეწინააღმდეგება, შარშანწინ, როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა, ვუდვორდმა მოიყვანა რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი, მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი რად ღირს, რომელიც კლუბმა უფასოდ გაიფორმა. თუმცა იმ სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება ედზე მეტად მოურინიოს ეფექტმა იქონია გავლენა. დროა გლეიზერებმა გაიაზრონ, რომ ვუდვორდი ამ საქმისთვის არ გამოდგება.

2. საჭიროა შემადგენლობის განახლების ახალი ტალღა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 5 პრობლემა

მეორე პუნქტი პირველიდან გამომდინარეობს. ლუი ვან გაალმა ერთხელ უკვე ჩაატარა წმენდა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ჰოლანდიელმა გაუშვა უამრავი უსარგებლო ფეხბურთელი გუნდიდან, თუმცა უკანაც უსარგებლო ფეხბურთელები მოიყვანა. მისი ტრანსფერებიდან მხოლოდ ანდერ ერერასა და ანტონი მარსიალის გამორჩევა შეიძლება, დანარჩენმა ფეხბურთელებმა გუნდში მხოლოდ დისბალანსი შემოიტანეს.

ჟოზეს მოსვლის შემდეგ ეს ფეხბურთელები გაიყიდა, თუმცა ჯერ კიდევ დარჩა ვან გაალის "მემკვიდრეობა". დიდად ვერც ჟოზეს სატრანსფერო ფანჯრებს დავარქმევთ წარმატებულს. იგივე ლინდელოფი და მხითარიანი, გაუგებარია სიტუაცია ალექსის სანჩესთან დაკავშირებითაც, მარცხენა ფლანგზე ისედაც ყველაზე ნაკლები პრობლემა ჰქონდა გუნდს, პროფილიანი მარჯვენა ვინგერი კი ჯერ კიდევ არ ჩანს.

გადავხედოთ გუნდის შემადგენლობას:
დაცვა: ვალენსია და იანგი საერთოდ არ არიან მცველები, ამას ემატება მათი ასაკი. ჯონსი და სმოლინგი, რომელთაც ფერდინანდი და ვიდიჩი უნდა შეეცვალათ, უფრო ხშირად ლაზარეთში არიან, ვიდრე მოედანზე. შოუ და დარმიანი არ არიან ამ კლუბის დონის (შოუს კიდევ აქვს შანსი განვითარების) და ლინდელოფი, რომელიც ჯერ ვერ გაიხსნა თუმცა პოტენციალი ნამდვილად აქვს. ბაიისთან შენიშვნები ყველაზე ნაკლებად გვაქვს.
ნახევარდაცვა: პოგბა, ერერა, ფრედი, პერეირა, არც ისე ახალგაზრდა მატიჩი და ფელაინი, აქ ყველაფერი რიგზეა.
შეტევა: აქ მარჯვენა ფლანგი ყველაზე პრობლემურია, ბევრმა ცადა ამ პოზიციაზე თამაში, თუმცა კარგი არაფერი გამოვიდა აქედან. ყველაზე კარგად მატა გამოიყურება, ოღონდ ვალესიასთან ერთად და არა დარმიანთან. ლუკაკუმ კარგად ჩაატარა სეზონი და მსოფლიო ჩემპიონატი. რეშფორდს ტყუილად არ მიუღია 10 ნომერი. ლინგარდს შეუძლია დაიკავოს როგორც ფლანგზე ადგილი, ასევე დადგეს თავდამსხმელის უკან, მშვენიერი გაძლიერება სკამიდან. მარსიალთან საქმე რთულადაა. სანჩესი აქტიურია, თუმცა მოურინიოს სისტემაში ჯერ კიდევ ვერ ჩაჯდა.

3. ახალგაზრდული სისტემა

"მანჩესტერ იუნაიტედის" 5 პრობლემა

ფერგიუსონს ყოველთვის ოქროს ახალგაზრდობა ჰყავდა. "კლას 92"-ის ყველა წარმომადგენელი ვარსკვლავი იყო, ახლა კი ლეგენდაა. ასე გრძელდებოდა დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.

დღეს "სიტის" აკადემია ითვლება საუკეთესოდ არამარტო ინგლისში, არამედ ევროპაშიც. ეს არაა გასაკვირი მათ თითქმის 200 მილიონი დახარჯეს ამისთვის.
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მხოლოდ ერთი მანჩესტერელია, "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელებს კი თავიანთი შვილები კონკურენტი გუნდების სკოლებში შეჰყავთ.

ჟურნალისტი ენდი მიტენი:
" საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალგაზრდა თაობასთან ძალიან ძველმოდური მიდგომა აქვს. აკადემიაში ჩაციკლულები არიან საფეხბურთო თეორიაზე, რაც ძალიან მალე ბეზრდებათ ახალგაზრდებს. ამის გამო ხშირად ტოვებენ სკოლას და მიდიან სხვა თანამედროვე სტანდარტების კლუბებში. "ევერტონსაც" კი უამრავი სკაუტი ჰყავს კარინგტონზე, თუმცა მე არ მინახავს რომ "იუნაიტედის" სკაუტები ასე მუშაობდნენ ლივერპულში.
კლუბმა სასწრაფოდ უნდა შეცვალოს აკადემიის სტრუქტურა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჟოზეს დიდად აღელვებდეს.
"

4 პიროვნების კულტი

"მანჩესტერ იუნაიტედის" 5 პრობლემა

უკვე 5 წელი გავიდა ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, თუმცა გულშემატკივრები დღემდე იხსენებენ, თუ რა კარგად თამაშობდა მაშინ კლუბი. არ ღირს ოქროს ხანის დავიწყება, მაგრამ დროა წინ წავიდეთ.
მოიესმა უბრალოდ ვერ გაუძლო ამ ზეწოლას, ასევე ვუდვორდიც დაემხარა წარუმატებელ სეზონში. შემდეგ იყო ფილოსოფოსი, ინგლისის თასი კი მოიგო, მაგრამ თამაში უსახური იყო, ტრანსფერები - საშინელი და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა გუნდი.

მოიესსაც და ვან გაალსაც მუდმივად სერ ალექსს ადარებდნენ, რაც კიდევ უფრო მეტ წნეხში აქცევდა მწვრთნელებს. ჟოზესთან საქმე სხვაგვარადაა, ყველამ იცის მისი თამაშის სტილის შესახებ. რაც უფრო მალე შეიგნებენ გულშემატკივრები, რომ ახალი მწვრთნელების საფეხბურთო ტიტანთან შედარებით საქმე უარესდება, მით უკეთესია გუნდისთვის.

5. პრემიერლიგის გუნდების დონე ყოველ წელს თანაბრდება

ამჟამად ინგლისში 20-დან 8 გუნდი პლანეტის უმდიდრეს კლუბებს შორისაა. ამას ემატება სატელევიზიო უფლებები. პრემიერლიგის ბოლო ადგილოსანი გუნდი 117 მილიონს იღებს. საოცარი თანხებია.

დღევანდელ დღეს პრემიერლიგის ნებისმიერ გუნდს თავისუფლად შეუძლია 20-30 მილიონის გადახდა ფეხბურთელში. ეს უზარმაზარი თანხაა, თუ შევადარებთ რამდენს ხარჯავენ ესპანეთისა და გერმანიის საშუალო დონის გუნდები ტრანსფერებზე.

6 კლუბი, რომელმაც ყველაზე მეტი დახარჯა ამ ზაფხულს:

"ლივერპული" – 164 მილიონი
"ფულჰემი" – 105 მილიონი
"ჩელსი" – 90 მილიონი
"ვესტ-ჰემი" – 88 მილიონი
"არსენალი" – 66 მილიონი
"ევერტონი" – 66 მილიონი

თუმცა ფული ყველაფერს არ წყვეტს ფეხბურთში, ძვირადღირებული ფეხბურთელების მოყვანა მნიშვნელოვანია, მაგრამ შემდეგ ბალანსის პოვნა გუნდში მწვრთნელის მოვალეობაა.



წყარო: sports.ru
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
14 აგვისტო 2018 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აღარვართ 70 იან წლებში,გიგზი რო დააყენო და აცადო 3 წელი,2-3 სეზონის ჩავარდნას არც ერთ მწვრთნელს არ აპატიებენ არცერთ თავმოყვარე კლუბში.
მსუბუქადაც რო განიხილო ეგ შესაძლებლობა ვინმე ახალგაზრდა მწვრთნელისთვის დროის მიცემა:
კაი ჩავარდა ერთი სეზონი მეორეს მოლოდინით, იქნება ძალიან დიდი უარყოფითი ტალღა როგორც ფანებიდან ისე მედიიდან,გაიზრდება წნეხი, ფეხბურთელის დამატება შუძლებელი გახდება და გარანტიაც იასნია არაა რო ის მეორე წელი იქნება უკეთესი,მარტივად რო ვთქვათ გრძელვადიანი პროექტი აბსურდია

აკადემიას რაც შეეხება იყო დრო როცა ყველა კლუბი განსაკუთრებულად უყურებდა აკადემიას მარა ეხლანდელი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია რეშიც იმ უთავბოლო კლუბის ნაყოფია გაალი რო წვრთნიდა. 18 წლის ბიჭს გრანდი მარტო პრესეზონზე თუ მიცემს შანსს თუ მბაპეს სისწრაფე და ტექნიკა არ აქ,მერე უბრალოდ ვერ მიცემენ დროს ტიტულზე დაგიშილი გრანდები.

არ ვიცი როგორ უყურებენ მომავალს ვუდვორდი თუ გლეიზერები რა არი მაგათი პრიორიტეტი,ერთი ტრანსფერებზე მიმაგრებული დირექტორი კი კარგი აზრია ვუდვორდსაც მეტი დრო ექნება კომერციისთვის და ბევრად უფრო კომპეტენტურ კადრს რო ჩააბარონ ტრანსფერები ჯობია.

აი ახალი ტრენერის პოვნა კი მართლა დიდი პრობლემა იქნება რეალს ქონდა წელს ეგ პრობლემა და ვინ შერჩათ ხელში კი ვნახეთ,თან ესეთ რეალზე უარის თქმა გაცილებით ძნელია ვიდრე ესეთ მანჩესტერზე,
პოჩეტინო კი მოწონს ბევრს მარა ეგენი ალდერვეირელდს არ უშვებენ რომელიც მკვდარ ზამენაზე გადაწიეს და პოჩეტინოს გაუშვებენ?თან ამ ზაფხულს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი:(
ლიოვი თუ წავიდა გერმანიიდან ბავარია მთავარი ფავორიტი იქნება.
და ძია სემი(ელერდაისი) ან ჰოჯსონი თუ უნდა ვინმეს არ ვიცი უკეთესი მწვრთნელი უბრალოდ არაა ხელმისაწვდომი(ემერის და სარის ისე ელერდაისის სიმაღლეზე ვაყენებ)
1
№2
ავტორი: Silver
15 აგვისტო 2018 03:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
JuanMata შენი სტატიები ყოველთვის კარგია good2
0
№3
ავტორი: PaLoMo
15 აგვისტო 2018 09:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ფერგის შემდეგ გუნდს არ უვარგა არაფერი.
ტრანსფერრბს რაც შეეხება ბევრი იძახდა 1სეზონიანი კეინი რად გვინდა გაუბარდაო,ახლა ყველა ვხედავთ,როგორი 1სეზონიანი ყოფილა.ასევე იძახდნენ ბამპეზეც,ჯერ ბაავია და მონაკოს ფონზე კარგად გამოჩნდა დაეგეც 1სეზონიანიო,მაგრამ თურე ბამპეშიც ცდებოდნენ.ასეთ ფეხბურთელებს,რომ არ ან ვერ ყიდულობს გუნდი მაგიტომაც არის პრობლემა.ყველას თვალში ვეცემით უკვე და ფეხბურთელის ფასებსაც ხელოვნურად მაღლა გვიწევენ გინდა გადაიხადე არაგინდა კარგად იყავიოო.აღარ გვაქ ის ავტორიტეტი რაც აქამდე გვქონდა და მაგაზე მწყდება გული :-/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: ikeoni
15 აგვისტო 2018 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
არადა ყველა რესურსი გვაქვს იმის რო ზეწარმატებული გუნდი გვყავდეს
0
№5
ავტორი: bachooo
15 აგვისტო 2018 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
მაურინიოა მთავარი მიზეზი,როცა გუნდი ვერ თამაშობს ავტობუსს აღარ უნდა ეჩალიჩო რომ აათამაშო
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2018 14:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველაფერი კარგადაა აღწერილი, ბევრი პრობლემიდან შეიძლება ითქვას მთავარი ამ სტატიაშია თავმოყრილი
0
№7
ავტორი: The Special One
16 აგვისტო 2018 11:07
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: bziki
აღარვართ 70 იან წლებში,გიგზი რო დააყენო და აცადო 3 წელი,2-3 სეზონის ჩავარდნას არც ერთ მწვრთნელს არ აპატიებენ არცერთ თავმოყვარე კლუბში.
მსუბუქადაც რო განიხილო ეგ შესაძლებლობა ვინმე ახალგაზრდა მწვრთნელისთვის დროის მიცემა:
კაი ჩავარდა ერთი სეზონი მეორეს მოლოდინით, იქნება ძალიან დიდი უარყოფითი ტალღა როგორც ფანებიდან ისე მედიიდან,გაიზრდება წნეხი, ფეხბურთელის დამატება შუძლებელი გახდება და გარანტიაც იასნია არაა რო ის მეორე წელი იქნება უკეთესი,მარტივად რო ვთქვათ გრძელვადიანი პროექტი აბსურდია

აკადემიას რაც შეეხება იყო დრო როცა ყველა კლუბი განსაკუთრებულად უყურებდა აკადემიას მარა ეხლანდელი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია რეშიც იმ უთავბოლო კლუბის ნაყოფია გაალი რო წვრთნიდა. 18 წლის ბიჭს გრანდი მარტო პრესეზონზე თუ მიცემს შანსს თუ მბაპეს სისწრაფე და ტექნიკა არ აქ,მერე უბრალოდ ვერ მიცემენ დროს ტიტულზე დაგიშილი გრანდები.

არ ვიცი როგორ უყურებენ მომავალს ვუდვორდი თუ გლეიზერები რა არი მაგათი პრიორიტეტი,ერთი ტრანსფერებზე მიმაგრებული დირექტორი კი კარგი აზრია ვუდვორდსაც მეტი დრო ექნება კომერციისთვის და ბევრად უფრო კომპეტენტურ კადრს რო ჩააბარონ ტრანსფერები ჯობია.

აი ახალი ტრენერის პოვნა კი მართლა დიდი პრობლემა იქნება რეალს ქონდა წელს ეგ პრობლემა და ვინ შერჩათ ხელში კი ვნახეთ,თან ესეთ რეალზე უარის თქმა გაცილებით ძნელია ვიდრე ესეთ მანჩესტერზე,
პოჩეტინო კი მოწონს ბევრს მარა ეგენი ალდერვეირელდს არ უშვებენ რომელიც მკვდარ ზამენაზე გადაწიეს და პოჩეტინოს გაუშვებენ?თან ამ ზაფხულს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი:(
ლიოვი თუ წავიდა გერმანიიდან ბავარია მთავარი ფავორიტი იქნება.
და ძია სემი(ელერდაისი) ან ჰოჯსონი თუ უნდა ვინმეს არ ვიცი უკეთესი მწვრთნელი უბრალოდ არაა ხელმისაწვდომი(ემერის და სარის ისე ელერდაისის სიმაღლეზე ვაყენებ)

ზიდანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top