თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2018, 18:47
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 1952,
კომენტარები: 5
ხუან მატას ბლოგი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
ხუან მატას ბლოგი
უკვე მერამდენე წელია ყოველ ორშაბათს ბლოგზე ახალ ჩანაწერს ვაკეთებ, რათა გაგიზიაროთ ჩემი გრძნობები და აზრები მატჩების შემდეგ, მოგიყვეთ რაიმე ახლისა და საინტერესოს შესახებ ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან. უნდა ვაღიარო ხანდახან ამის გაკეთბა არაა ადვილი (განსაკუთრებით ცუდი მატჩების შემდეგ). მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ თქვენი უამრავი შეტყობინების შემდეგ, გადავწყვიტე განვაახლო ჩვეული გრაფიკი და ყოველ ორშაბათს ახალი ჩანაწერი შემოგთავაზოთ.

პარასკევს დაიწყო პრემიერლიგა, ეს ჩემი მერვე სეზონია ინგლისში. ყველაზე მეტი მატჩი სწორედ ამ ქვეყანაში ჩავატარე, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა კლუბებს, მთლიანად დივიზიონს და ასევე გულშემატკივრებს. მომწონს პრემიერლიგაში თამაში, აქაური თამაშის სტილი, ორგანიზაცია და ასევე სტადიონის ატოსფერო. არასოდეს დავიღლები იმ შეუდარებელ მხარდაჭერაზე საუბრით, რომელსაც იღებენ ფეხბურთელები. მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის გავატარო ასეთი შესანიშნავი კარიერა. ბოლოს და ბოლოს ფეხბურთი თქვენს გარეშე არაფერია, არ იქნებოდა მასში ემოციები და ის ყველაფერი, რის გამოც მიყვარს სპორტის ეს სახოება.

ამ სეზონში პრემიერლიგაში ოცდაათი ესპანელი ითამაშებს, მშვენიერი შედეგია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აქ გვაფასებენ. ძალიან კარგია, რომ შეგვიძლია განვვითარდეთ პრემიერლიგაში თამაშით. როცა ახალი გადმოსული ვიყავი ამ ლიგაში, მაშინ ეს რიცხვი ბევრად ნაკლები იყო. ის რომ ინგლისში უფრო და უფრო მეტი ჩემი თანამემამულე მოდის, კარგის ნიშანია. უფრო მეტ ფეხბურთელს უჩნდება ინგლისში თავისი ძალების მოსინჯვის სურვილი. საკუთარი ქვეყნის დატოვება და გადმოსვლა ლიგაში, რომელშიც სრულიად განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობენ, შეუცვლელი გამოცდილებაა. ყველას გირჩევთ ცადოთ თქვენი თავი პრემიერლიგაში.

ახლა კი მივუბრუნდეთ პარასკევის მატჩს. პრემიერლიგის ახალი სეზონის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის სასიამოვნოა, მნიშვნელოვანია სატურნირო ცხრილის თვალსაზრისითა და თავდაჯერებულობის შესაძენად. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ჩავატარეთ წინასასეზონო ტურნე, ახლა მთავარი ჩემპიონატია, ეს უნდა გვახსოვდეს. ჯერ მხოლოდ აგვისტოა და არის რაღაცები, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა ჩვენს თამაშში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ ყველა ფეხბურთელი არ დაბრუნებულა. უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება და გამძლეობა. უნდა მოვემზადოთ ჩვენი პირველი გასვლითი მატჩისთვის - "ბრაიტონთან".

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, შვებულების შემდეგ დიდი ხანი გავიდა. სანამ თავისუფალი დრო მქონდა, უამრავი საქმის გაკეთება მოვასწარი. მოვინახულე ჩემი მეგობრები და ახლობლები, ვიმოგზაურე კოლუმბიის წარმოუდგენელ ადგილებში და გავიცანი საინტერესო ადამიანები. ასევე გავეცანი "Tiempo de juego" ("თამაში დრო" ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს ჩვენს "საერთო მიზანთან") ბოგოტისა და სხვა ქალების ბავშვებთან მუშაობას. იმედი მაქვს თქვენც ასევე კარგად დაისვენეთ, ან ჯერ კიდევ ტკბებით შვებულებით.

დღეისათვის სულ ეს იყო. ბლოგის პირველი ჩანაწერის ბოლოს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ და იმედი მაქვს ეს კამპანია ბევრ სიხარულს მოგვიტანს.

წყარო: ხუან მატას ბლოგი
მატას ბლოგი
5 კომენტარი
№1
ავტორი: Paulscholes1
14 აგვისტო 2018 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Zalian magari fexburteli da adamiani.respect
0
№2
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2018 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
მაგრად მიყვარს ეს ადამიანი❤️
0
№3
ავტორი: JuanMata
14 აგვისტო 2018 20:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვერ ვიტყვი რომ ყოველ კვირას ვკითხულობ ამ ადამიანის ბლოგს, მაგრამ როცა ვკითხულობ ყოველთვის დადებითი ემოციებით ვიმუხტები და იმედიანად ვუყურებ მერე ყველაფერს.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2018 14:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მატა კარგ ფეხბურთელობასთან ერთად კარგი ადამიანიცაა
0
№5
ავტორი: The Special One
16 აგვისტო 2018 14:12
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
კლასნი კაცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top