თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2018, 19:55
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 1795,
კომენტარები: 6
ჟოზე მოურინიო - მეტამორფოზა
როგორ შეიცვალა "განსაკუთრებული" კარიერის დასაწყისიდან დღემდე.
ჟოზე მოურინიო - მეტამორფოზა
2002 – 2010 და 2010-2018 წლების მოურინიო ორი სხვადასხვა მწვრთნელია. პირველი - პლანეტის საუკეთესო მწვრთნელი, თავხედური მაგრამ ეფექტური ინოვაციებით ტაქტიკასა და ფსიქოლოგიაში. მეორე - ნაკლებად ეფექტური შედეგების მხრივ, ის საერთოდ არ გავს თავის ძველ ვერსიას, მან უღალატა თავის პრინციპებს.

მოურინიოს დაცვითი მასტერ-კლასი

მთავარი მითი ჟოზეს შესახებ: ის ყოველთვის აყენებს ავტობუსს დაცვაში (მაშინაც კი როცა დაცვა ცუდად თამაშობს). ამიტომაც ხშირად მოურინიოს გუნდის მეორე ნომრად თამაშს დაცვით მასტერ-კლასს უწოდებენ ხოლმე, თუმცა ასე დაარქვა ჟოზეს დღევანდელ მატჩებს, უპატივცემულობა იქნება მისი ძველი სტილის მიმართ, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგის კონტროლი ავტობუსის გარეშეც შესაძლებელია.

მოურინიოს დღევანდელი ანალოგი შეიძლება ითქვას იურგენ კლოპია, ადრეული სტატისტიკური მაჩვენებლით მოურინიო კლოპთან (13,5 დარტყმა, 5,5 კარში, 51,5% ბურთის ფლობა) უფრო ახლოს დგას ვიდრე თავის თავთან. ეს არ არის შემთხვევითი, ჟოზე აშენებდა ბევრად უფრო აგრესიულ დაცვას და ბურთის ფლობა მისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო.

"მთავარი არა ბურთის ფლობის, ან ბურთის არ ფლობის ფაზაა, არამედ მესამე ფაზა - როდესაც ბურთი არავის ეკუთვნის, რაც უფრო სწრაფად მოძრაობს გუნდი ამ ფაზაში, მით მეტია შანსი, რომ ბურთის ფლობის საბოლოო მაჩვენებელი მის მხარეს იყოს. ამ უპირატესობის მოპოვების ინსტრუმენტია მაღალი პრესინგი, რაც შეიძლება მეტი ფეხბრუთელით. საუკეთესო დაცვა - ესაა ბურთის დაბრუნება მინიმალურ დროში. " (მოურინიოს ლექცია, 2010)

"ის ჩვენ გვაიძულებდა რაც შეიძლება ზევით შეგვევიწროვებინა მოწინააღმდეგე. მას სურდა რომ გუნდს მაქსიმალურად სწრაფად მოეხდინა რეაგირება ბურთის დაკარგვაზე, რათა დაგვებრუნებინა ის ნახევარდაცვისთვის. ჩვენი პრესინგი იყო მთელი გუნდით და არა 1 ან 2 ფეხბურთელით" (პორტუს ნახევარმცველი მანიშე).

მოურინიოს შეფასება 2004 წელი: "ჩელსი ძალიან ძლიერია დაცვის რგოლში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ დაცვითი გუნდი ვართ. ჩვენ ძლიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. ერთადერთი რის მომატებასაც ვისურვებდი, ეს ბურთის ფლობაა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა მატჩში ჩემი გუნდი ბურთს უფრო ხშირად ფლობდა ვიდრე მოწინააღმდეგე. ჩენ შეგვიძლია მოვუმატოთ ამ ასპექტში, მაგრამ ამას დრო სჭირდება."

მოურინიოს არ ჰქონია ფეტიში ბურთის ფლობაზე, თუმცა კარგად იცოდა რა მნიშნელოვანია კონტროლი.
მისი ძველი ფილოსოფია ძალიან განსხვავდება მის მიერ შექმნილი 7 წესისგან, რომელიც მან რეალში შეიმუშავა.

1. მატჩს იგებს გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშებს.
2. შედეგს აღწევს ის გუნდი, რომელიც მეტოქეს აიძულებს შეცდომის დაშვებას.
3. იმის მაგივრად რომ მოიპოვო ინიციატივა, უმობესია დაელოდო მეტოქის შეცდომას.
4. ის ვინც ბურთს ფლობს, მეტ შეცდომას უშვებს.
5. ის ვინც უარს ამბობს ბურთის ფლობაზე, თავს იზღვევს შეცდომებისგან.
6. შიში ეუფლება მას, ვინც ფლობს ბურთს.
7. შესაბამისად, ვინც არ ფლობს ბურთს, იღებს უპირატესობას.

თანდათან შეიცვალა, არამარტო ის დრო, რასაც მოურინიოს გუნდები უბურთოდ ატარებენ, არამედ დაცვის პრინციპებიც.

"ის ვინც ფიქრობს, რომ კრეატიული ფეხბურთელები განთავისუფლებული უნდა იყოს დაცვითი სამუშაოსგან, არაფერი გაეგებათ ფეხბურთში. ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს რა აკეთოს ბურთთან ერთად და რა უნდა აკეთოს მის გარეშე. ეს არ მოითხოვს ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმალური ენერგიის დახარჯვას. ჩემი ფეხბურთელები აღდგენას თამაშის დროსვე იწყებენ. როცა ფეხბურთელები სრულად აკონტროლებენ ბურთს, ისინი ფსიქოლოგიურად ისვენებენ და ასრულებენ მატჩს მენტალურად ძლიერები." - ხსნიდა პორტუგალიელი თავის ლექციაზე.

მადრიდში მან ამ პრინციპებს უღალატა, ფეხბურთელებს შეუზღუდა ბურთით დასვენების საშუალება და კრიშტიანუ გაათავისუფლა დაცვითი ფუნქციებისგან. მოგვიანებით იგივე გაიმეორა ედენ აზართანაც ჩელსიში, შესაძლოა ახლა ამ როლს ალექსის სანჩესს უმზადებს მანჩესტერ იუნაიტედში.

მოურინიოს ვარჯიშები

2000-იანების შუაში მოურინიოს ვარჯიშები ყველაზე ინოვაციური იყო მსოფლიოში. ის იყო საშინლად დეტალური და მაქსიმალურად მორგებული მომდევნო მატჩზე.

"როცა მოურინიო კარიერას იწყებდა, ასე არავინ ავარჯიშებდა თავის გუნდს" - იხსენებს სილაში, რომელიც ჟოზესთან ერთად მუშაობდა "ლეირიაში" - "მისი ვარჯიშები ფოკუსირებული იყო მატჩებიდან კონკრეტულ სიტუაციებზე, მხოლოდ კონკრეტიკა და დეტალები."

"ყოველი მისი ვარჯიში დაგეგმილი იყო თავიდან ბოლომდე. ის ორგანიზების არანორმალურ დონეს აჩვენებდა და ყოველი ფეხბურთელი ნათლად ხვდებოდა, რას მოითხოვდა მისგან მწვრთნელი" - იხსენებს ფრენკ ლემპარდი.

"ჩვენ დღეში მხოლოდ ერთი საათი ვვარჯიშბდით, მაგრამ ეს ერთი საათი ყველაზე ინტენსიური იყო ჩემს ცხოვრებაში" - ვიტორ ბაია.

მატჩის წინა ვარჯიში ყოველთვის იყო ამ მატჩის იმიტაცია. "მოურინიოს ვარჯიშები იყო ინტენსიური, ტექნიკური და ტაქტიკური, ჩენ ვკითხულობდით მის დოსიეს მოწინააღმდეგის შესახებ, ვუსმენდით მის ლექციებს და პარასკევ საღამოს უკვე მზად ვიყავით. გუნდში არ იყო არც ერთი ფეხბურთლი, რომელსაც არ ესმოდა მისი ტაქტიკური როლი და პოზიცია." - იხსნებეს ჯონ ტერი.

ჟოზე მოურინიო - მეტამორფოზა

ყველაფერი მადრიდში შეიცვალა. შესაძლოა ჟოზემ რადიკალურად შეცვალა მიდგომა, ან მისი მეთოდები აღარ მუშაობდა, რადგან უკვე ფართოდ გავრცელებული იყო მსოფლიოში.
"რეალის" ფეხბურთელები ხშირად უკმაყოფილები იყვნენ მოურინიოს ვარჯიშების უსარგებლობით. მოწინააღმდეგის მიუხედავად მოურინიო ერთსა და იმავე სცენარს ამუშავებდა - გუნდი აჩერებს მოწინააღმდეგეს, რომელიც ბურთს ფლობს და გადადის კონტრშეტევაზე. მატჩები, სადაც ეს სცენარი აღარ მოქმედებდა, ხდებოდა უფრო და უფრო მეტი.

ჩელსიში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავე გახდა.
"კონტესთან ერთად ჩვენ უფრო მეტად ტაქტიკაზე ვვარჯიშობთ, ზუსტად ვიცით კონკრეტულ ეპიზოდებში რა უნდა მოვიმოქმედოთ, როგორ უნდა იცვლებოდეს ჩემი პოზიცია, მეტოქის მცველის პოზიციის მიხედვით. ჟოზეს დროს ასეთი რამ არ ხდებოდა, ის ზოგადად გვიხსნიდა სისტემას, მაგრამ ღრმად და დეტალურად არ განვიხილავდით, ჩვენ ვხვდებოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ხანია ფეხბურთს ვთამაშობთ. "

მოურინიოს ტაქტიკა

მოურინიომ 2000-იანებში პოპულარულ სქემას 4-4-2 დაუპირისპირა 4-3-3, ან 4-4-2- რომბით ცენტრში. ამით ცენტრში შეიქმნა უპირატესობა, მისი ნახევარმცველები ორ ხაზზე იყვნენ განლაგებული. მეტოქეს ან უნდა დაერღვია თავისი სქემა და ორი ნახევარმცველიდან ერთ-ერთი წასულიყო წინ, საყრდენის შესაჩერებლად, რაც ცენტრში ქმნიდა სივრცეს და ჟოზეს ნახევარდაცვის უპირატესობას, ან უნდა დარჩენილიყვნენ თავიანთ პოზიციაზე და მიეცათ საყრდენისთის შეტევის თავისუფლად განვითარების საშუალება.
პრემიერლიგის გუნდები თანდათან გადავიდნენ 4-2-3-1 ტაქტიკაზე მოურინიოს 4-3-3 შესაჩერებლად.
მადრიდში მოურინიომ შეიცვალა ტაქტიკა და 4-2-3-1 სქემაზე გადავიდა. ეს იყო პასუხი ბარსელონას ტოტალურ ბურთის ფლობაზე. პოზიციური შეტევა და ჩამშლელი ნახევარმცველი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდებოდა ევროპაში. ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბურთებიდან 2005-06 წლბში 40% კონტრშეტევბზე მოდიოდა, 2016-17 წლებში ეს წილი 20%-მდე შემცირდა, ყველაზე მეტად ეს ტაქტიკური ცვლილება ჟოზეს გუნდს შეეხო.

მადრიდში მოურინიომ სქემასთან ერთად ახალი მითითება მისცა ფეხბურთელებს: "ისწავლეთ შეტევის რაციონალიზება, თუ ხედავთ რომ დაცვაში ჩამოსვლას ვერ მოასწრებთ, მაშინ შეტევაში ნუ ჩაერთვებით, დარჩით დაცვისთვის მოსახერხებელ პოზიციაზე." - ამ ყველაფერს შეტევა დაყავდა სტერილურ პასებამდე, გუნდს არ ჰქონდა სტრუქტურა პოზიციური შეტევის და არც ფეხბურთლების რაოდენობა შეტევაში ზონების დასატვირთად და იმპროვიზაციისთვის.

მსგავსი სიტუაციაა „მანჩესტერ იუნაიტედშიც“. ხშირად არის სიტუაცია, როდესაც იუნაიტედის რვა ფეხბურთელი განლაგებულია მეტოქის ნახევარდაცვის წინ, შეტევაში კი მხოლოდ ლუკაკუ და ერთი ვინგერია. იუნაიტედი უბრალოდ ვერ ქმნის საჭირო რაოდენობის ჰორიზონტალურ ხაზებს ბურთის გადასაადგილებლად, შემტევი ფეხბურთელები უკან იწევენ რაც იწვევს უამრავ არაფრისმომტან პასს. ჩანს რომ გუნდს არ აქვს სტრუქტურა და ფეხბურთელები თავისი ნებით გადაადგილდებიან, რაც ზიანს აყენებს პოზიციურ შეტევას. გუნდს რომ გააჩნდეს სტრუქტურა და ყველა ფეხბურთელმა იცოდეს თავისი პოზიცია, პარტნიორებს ყოველთვის ექნობოდათ შეტევის გაგრძელების ვარიანტი.

მოურინიოს ამ პრობლემის გადაწყვეტა რომ შეეძლოს, აქამდე გადაწყვეტდა. „იუნაიტედს“ სჭირდება დამატებითი მწვრთნელი შეტევის ტაქტიკის დასალაგებლად. ალექს ფერგიუსონი ყოველთვის იწვევდა ახალ ადამიანებს სამწვრთნელო შტაბში, რაც ეხმარებოდა საფეხბურთო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობაში. მოურინიო ვერ ეწევა თანამედროვე მწვრთნელებს და მიუხედავად გუნდში კარგი შემეტევები ყოფნისა, გუნდის შეტევა ისევ საშინლად გამოიყურება.

წყარო: sports.ru
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
13 აგვისტო 2018 20:01
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
აუ რუნი რა მხეცია ტო

https://www.crystalsport.ge/video/4670
0
№2
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2018 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ჟოზეს მოუძველდა ციტა ტაქტიკა და სქემები მაგრამ მაინც მჯერა რო წარმატებას მიახწევს
0
№3
ავტორი: LewisHamilton
13 აგვისტო 2018 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
აქ მოურინიოს როცა ვაკრიტიკებთ ბევრს რატომღაც ჰგონია რომ მას როგორც ზოგადად მწვრთნელს ვაკნინებთ. რათ უნდა ლაპარაკი იმას რომ მოურინიო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია საფეხბურთო ისტორიაში, მაგრამ კრიტიკა ზუსტად იმაზე მოდის რომ აგერ მესამე სეზონია უკვე დაიწყო, თითქოს წინა წლებთან შედარებით შედეგი გაუმჯობესდა, თუმცა ამდენი გულშემატკივარი უფრო და უფრო უკმაყოფილო ვართ მისი მოღვაწეობით. სწორად არის აღნიშნული სტატიაში, მგონი ვეღარ ეწევა მოუ ფეხბურთის თანამედროვე ტენდენციებს თუ არ ვიცი რა სჭირს მაგრამ ფაქტია რომ არ ერგება ეს ადამიანი ჩვენს გუნდს. მწვრთნელის როლიც ბევრს არასწორად ესმის აქ. ლაპარაკობენ რო აი ის ვერ თამაშობს კარგად, ეს ვერ თამაშობს, ის ბევრს ტლიკინებს, ეს არ ინდომებს და ა.შ. მწვრთნელის მოვალება მარტო დაფაზე სქემის დახაზვა რო იყოს ამ საიტზე რეგისტირებულთაგან 80% მაინც შეძლებდა უპრობლემოდ მწვრთნელობას, მაგრამ საქმე ზუსტად იმაშია რო მარტო სქემები კი არ უნდა ხაზო, საკუთარი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი უნდა ამოიღო, თამაში და ბრძოლის მოტივაცია ისე აუმაღლო რომ თუნდაც გუნდმა წააგოს, სათქმელი არავის ჰქონდეს რო გუნდმა თამაში დათმო და დანებდა. დღეს ჩვენი ტაქტიკა ზუსტად არის ეგ, ვთამაშობთ ნებისმიერ გუნდთან მეორე ნომრად და უბურთოდ, კლასის ხარჯზე რომ გავიტანთ გოლს მერე უბრალოდ ველით 90-ე წუთს და მსაჯის სასტვენს. მანჩესტერის ფანები ვართ ამის დედავატირე და რაარი საკვირველი რო ამ ყველაფერს ვერ ვეგუებით. არ აქვს მოუს ამ კლუბის სიყვარული და იდეოლოგიის პატივისცემა და არც იკლავს თავს მაგისთვის. ერთი ისევ იმის იმედზე ვართ რომ თავმოყვარეობა ექნება მაინც და პოტენციურად საკუთარ ბოლო სეზონში ჩვენთან თავს ისე არ გაიფუჭებს რომ ზამთარში გააგდონ (თუმცა კი ქნა ეგეც ჩელსიში ბოლოს). მოკლედ არ ვიცი რა იქნება და როგორ, პროგნოზისგან სრულად ვიკავებ თავს. რაც არ უნდა არ მომწონდეს მოურინიო მისი წარმატება უზომოდ გამეხარდება იმიტომ რომ მისი წარმატება ჩვენი კლუბის წარმატებაა და თავისთავად ბოლომდე წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ მოლოდინი რო არ მაქვს ამ წარმატების ეგაა ცუდი..
0
№4
ავტორი: mrnemso
13 აგვისტო 2018 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
კაი შაკალია ეს, ითამაშებს ერთი ორ სუსტ გუნდთან ასეთ თამაშს და მერე უცებ დაიწყებს შემტევ თამაშს...
1
№5
ავტორი: Svanchester
14 აგვისტო 2018 12:26
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: LewisHamilton
აქ მოურინიოს როცა ვაკრიტიკებთ ბევრს რატომღაც ჰგონია რომ მას როგორც ზოგადად მწვრთნელს ვაკნინებთ. რათ უნდა ლაპარაკი იმას რომ მოურინიო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია საფეხბურთო ისტორიაში, მაგრამ კრიტიკა ზუსტად იმაზე მოდის რომ აგერ მესამე სეზონია უკვე დაიწყო, თითქოს წინა წლებთან შედარებით შედეგი გაუმჯობესდა, თუმცა ამდენი გულშემატკივარი უფრო და უფრო უკმაყოფილო ვართ მისი მოღვაწეობით. სწორად არის აღნიშნული სტატიაში, მგონი ვეღარ ეწევა მოუ ფეხბურთის თანამედროვე ტენდენციებს თუ არ ვიცი რა სჭირს მაგრამ ფაქტია რომ არ ერგება ეს ადამიანი ჩვენს გუნდს. მწვრთნელის როლიც ბევრს არასწორად ესმის აქ. ლაპარაკობენ რო აი ის ვერ თამაშობს კარგად, ეს ვერ თამაშობს, ის ბევრს ტლიკინებს, ეს არ ინდომებს და ა.შ. მწვრთნელის მოვალება მარტო დაფაზე სქემის დახაზვა რო იყოს ამ საიტზე რეგისტირებულთაგან 80% მაინც შეძლებდა უპრობლემოდ მწვრთნელობას, მაგრამ საქმე ზუსტად იმაშია რო მარტო სქემები კი არ უნდა ხაზო, საკუთარი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი უნდა ამოიღო, თამაში და ბრძოლის მოტივაცია ისე აუმაღლო რომ თუნდაც გუნდმა წააგოს, სათქმელი არავის ჰქონდეს რო გუნდმა თამაში დათმო და დანებდა. დღეს ჩვენი ტაქტიკა ზუსტად არის ეგ, ვთამაშობთ ნებისმიერ გუნდთან მეორე ნომრად და უბურთოდ, კლასის ხარჯზე რომ გავიტანთ გოლს მერე უბრალოდ ველით 90-ე წუთს და მსაჯის სასტვენს. მანჩესტერის ფანები ვართ ამის დედავატირე და რაარი საკვირველი რო ამ ყველაფერს ვერ ვეგუებით. არ აქვს მოუს ამ კლუბის სიყვარული და იდეოლოგიის პატივისცემა და არც იკლავს თავს მაგისთვის. ერთი ისევ იმის იმედზე ვართ რომ თავმოყვარეობა ექნება მაინც და პოტენციურად საკუთარ ბოლო სეზონში ჩვენთან თავს ისე არ გაიფუჭებს რომ ზამთარში გააგდონ (თუმცა კი ქნა ეგეც ჩელსიში ბოლოს). მოკლედ არ ვიცი რა იქნება და როგორ, პროგნოზისგან სრულად ვიკავებ თავს. რაც არ უნდა არ მომწონდეს მოურინიო მისი წარმატება უზომოდ გამეხარდება იმიტომ რომ მისი წარმატება ჩვენი კლუბის წარმატებაა და თავისთავად ბოლომდე წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ მოლოდინი რო არ მაქვს ამ წარმატების ეგაა ცუდი..

100 %
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2018 16:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეა თუ ისე ჯერ-ჯერობით მაონც არაფერი არ შეიცვლება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top