თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2018, 15:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1191,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" მატას და ერერას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"წითელი ეშმაკები" ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ორ ფეხბურთელს, კერძოდ ანდერ ერერასა და ხუან მატას გუნდთან ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში ეწურებათ რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი კონტრაქტის გაუფორმებლობის შემთხვევაში, გუნდს მათი გაშვება მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევს.

ვუდვორდის ბანაკში კი ესპანელების გაშვება არ სურთ და მათ ახალ კონტრაქტებს შესთავაზებენ. Daily Star - ის ცნობით, მატასა და ერერას კონტრაქტებში არსებული პუნქტები გააქტიურდება და ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა მოქმედებაში იქნება ფეხბურთელების თანხმობის შემთხვევაში.

ამავე დროს ხუან მატას და ანდერ ერერას სურთ, რომ ხელმძღვანელობას და გუნდის სამწვრთნელო შტაბს დაუმტკიცონ, რომ მათ არათუ მოკლევადიანი არამედ გრძელვადიანი ხელშეკრულებები სურთ.

ხუან მატა ინგლისურმა გრანდმა 2014 წელს ლონდონის "ჩელსი" - დან შეიძინა, ხოლო რაც შეეხება ბასკ ფეხბურთელს ანდერ ერერას ის კლუბში ასევე 2014 წელს ჩაირიცხა ესპანური ბილბაოს "ატლეტიკი" - დან.


წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
13 აგვისტო 2018 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ერერა ყველაფერს დებს მთელ სულს და გულს რო თამაშობს მაგრამ ვაღიაროთ რომ დიდი მონაცემებით არ გამოირჩევა და აი მატაა ძალიან კლასნიაა ძალიან
0
№2
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2018 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ძალიან კარგი
0
№3
ავტორი: The Special One
13 აგვისტო 2018 18:35
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: stepno
ერერა ყველაფერს დებს მთელ სულს და გულს რო თამაშობს მაგრამ ვაღიაროთ რომ დიდი მონაცემებით არ გამოირჩევა და აი მატაა ძალიან კლასნიაა ძალიან

არც ერერაა ცუდი,ძალიან მაგარი პასი აქ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 აგვისტო 2018 20:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მშვენიერია
0
№5
ავტორი: JuanMata
13 აგვისტო 2018 21:22
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პრინციპში თავის დროზე სადაც იყვნენ, ორივე თავისი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, უბრალოდ მანჩესტერში ბოლომდე ვერ გამოავლინეს თავისი შესაძლებლობები.
ერერა შემტევიდან საყრედნად გადაიქცა, მატა 10-იანიდან მარჯვენა ვინგერად.
მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ორივე ნებისმიერ პოზიციაზე ბოლომდე იხარჯება და ბევრ სამუშაოს ასრულებს.

არ ვიცი ჟოზეს მერე ვინ მოვა, მაგრამ მგონია, რომ მწვრთნელი, რომელიც პოზიციურ შეტევებზე იმუშავებს, ორივეს იდეალურად გამოიყენებს.
0
№6
ავტორი: The Special One
16 აგვისტო 2018 14:13
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ორივე საჭიროა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top