თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2018, 15:22
ავტორი: redmann,
ნანახია: 1373,
კომენტარები: 5
Daily Mail: უილსონი "აბერდინში" გადავა
ჯეიმსი კლუბს არენდით დატოვებს.
Daily Mail: უილსონი
Daily Mail იტყობინება , რომ "იუნაიტედის" 22 წლის ფორვარდმა - ჯეიმს უილსონმა ამ კვირას "აბერდინში" სამედიცინო შემოწმება გაიარა.

გამოცემის ინფორმაციით უილსონი სელ ალექსის ყოფილ კლუბში არენდით გადავა, მაგრამ "იუნაიტედი" მისი ხელფასის ნაწილს მაინც გადაიხდის, რომელიც კვირაში 30 000 ფუნტს შეადგენს.

ახალგაზრდა ფორვარდისთვის ეს უკვე მეოთხე არენდა იქნება- აქამდე ჯეიმსი 3 გუნდში: "ბრაიტონში", "დერბიში" და "შეფილდ იუნაიტედში" ასპარეზობდა.

უილსონს დებიუტი პირველ გუნდში რაიან გიგზის მწვრთნელობის დროს - 2014 წლის მაისში ჰქონდა "ჰალის" წინააღმდეგ, სადაც დუბლი შეასრულა. 2014-2015 წლის სეზონში მან 12 მატჩი ითამაშა და 2 ბურთიც შეაგდო, თუმცა შემდეგ არენდით დატოვა კლუბი. 2016 წელს უილსონმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის მთელი სეზონი გაუცდა.

2015 წელს უილსონმა "იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელსაც ვადა 2019 წლის ივნისში გასდის.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2018 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ვერ გაქაჩა ამ ბიჭმა
0
№2
ავტორი: stepno
13 აგვისტო 2018 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
თავიდან ქონდა რაღაც გამონათებები მაგრამ მალე ჩაქრაა :))
0
№3
ავტორი: The Special One
13 აგვისტო 2018 18:34
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეს ვაფშე ვისთანაა ;დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 აგვისტო 2018 20:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდია ასე რო წავიდა მისი კარიერა, ვნახოთ მომავალში რას იზამს
0
№5
ავტორი: JuanMata
13 აგვისტო 2018 21:25
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბარემ გაუშვან პირდაპირ, დაბერდა არენდებში და უელბეკის დონის თავდამსხმელიც ვერ დადგა ამ ბიჭისგან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top