თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2018, 16:57
ავტორი: redmann,
ნანახია: 1738,
კომენტარები: 9
პოგბა: " არ შემიძლია ყველაფრის თქმა, რასაც ვფიქრობ "
ფრანგსა და კლუბს შორის კვლავ გაურკვევლობაა.
პოგბა:
როდესაც ყველას მოეჩვენა რომ პოგბასა და კლუბს შორის არსებული სიტუაცია დასტაბილურდა, "ლესტერთან" მატჩის შემდეგ ფრანგმა უცნაური კომენტარი გააკეთა.

"მელიებთან" წარმატებული თამაშის, გატანილი გოლის, კაპიტნის სამკლაურისა და მის მიერ წარმოთქმული სიტყვების - " მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო კლუბისა და გულშმატკივრებისთვის" - შემდეგ პოგბამ განაცხადა, რომ ვერ ამბობს ყველაფერს რასაც ფიქრობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი მას დააჯარიმებს.

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე - რას ნიშნავს იყო "ნამდვილი პოლ პოგბა" - ფრანგმა უპასუხა: "თქვენ უნდა გესმოდეთ ერთი რამ: როდესაც ფეხბურთელი ბედნიერია და მუდმივად თამაშობს ის თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს, ვიდრე მაშინ როდესაც არაა ბედნიერი. სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია".

"რა არის ჩემთვის ბედნიერება და კომფორტი ? თუ ბედნიერი არ ხარ შენს საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებ."

"ბედნიერი ვარ თუ არა ახლა ? არის რაღაცეები რასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კლუბი დამაჯარიმებს".

კითხვაზე - შეიცვალა თუ არა მასში რამე მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, პოგბამ უპასუხა:
" არა, მე ისევ ის ვარ. მე ისევ ის პოლ პოგბა ვარ. გასაგებია რომ ამჟამად სხვა გუნდში ვთამაშობ და არა ნაკრებში, მაგრამ მე ისევ ისე მიყვარს თამაში და ისევე ვცდილობ მივცე გუნდს ჩემი შესაძლებობის მაქსიმუმი. როგორც უკვე აღვნიშნე, როდესაც თავს კომფორტულად გრძნობ, როდესაც გრძნობ რომ გენდობიან, შენს თავში დარწმუნებული ხდები , ყველა ფიქრი რიგზე გაქვს და უფრო გიადვილდება შენი საქმის კეთება".

კაპიტნის სამკლაურზე საურისას პოგბამ თქვა: " მე ყოველთვის მიყვარდა ეს კლუბი, მე მისი აკადემიის აღზრდილი ვარ, მე აქ გავიზარდე და ახლა პირველ გუნდში ვთამაშობ. ჩემთვის ეს ოცნებაა რომელიც რეალობად იქცა".



ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
12 აგვისტო 2018 18:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
შეტევაში უნდა რო იყოს ჩართული და უფრო ლაღი ფეხბურთი უნდა ალბათ და არუნდა წამდაუწწუმ თავისი ჯანით რო ეჭიდაოს მარტო ართმევებზე ხალხს ცენტრსის სიღრმეში, აქვს დარტყმა აქვს დრიბლინგი აქვს ჯანი და იცის რო პოზიციის მოგება შეუძლია კაცის მოტყუება გათამაშება კომბინაციების გასწორება ბურთის და ლამაზი გოელების გატანა და ამ ფონზე მწვრთნელი რო ეუბნება რო თამაში 90 % ჩამშლელად იყავი და ღრმაც უკან ცენტრში ითამაშე ნებისმიერი ამბიციური და ტალანტი მოთამაშე დაიგრუზებოდა, ამდენი ხანია მოუს ვიცავდი მარა მართლა არ მეგონა ესე მკვდარ ფეხბურთს თუ აირჩევდა ამ გუნდში, რამხელა პოტენციალია წინ აი რამხელა და გუნდი საკუთარ მოედანზე ელოდება ლესტერი როდის სეუტევს რო კონტრშეტევა ითამაშოს სხვა რა უუნდა ვთქვა არვიცი ://// შედეგს შეიძლება მიაღწიოს მოუმ ამ ტაქტიკით მარა უღიმღამოთ მოგებული ტიტული არ არის ისეთი ტკბილი მაინც, და მეორეა კიდე რო ავანგაალის ნაყარნუყარი სემადგენლობა გყავს მაშინ ნებისმიერი ფეხბურთით შედეგი გამიხარდება მარა როცა გუნდში მყავს პოგბა,სანჩესი,ლუკაკუ,მატიჩი,მატა,მარსიალი,რაშფორდი, არ მინდა რა ვუყურო როგორ დგას გუნდი და როგორ დაარტყავს თამაშში 2 ჯერ ზუსტად რო 2 ჯერ გაიტანოს , კი ეგეთი თამაშები ფერგის დროსაც ყოფილა რო 1 ხელ დაგვირტყავს მარტო და გაგვიტანია და ისე მოგვიგია მარა მოუს ხელში ყველა თამაში ასეა და ძაან დამღლელია უკვე მანცესტერი კიარა რომელიღაცა იტალიური გუნდი მგონია ხოლმე როვუყურებ, და ეს დარმიანი საშინელებაა და წელსაც რო ვერ გაყიდეს ვაფშე გამოვშტერდი იმენა სად აქვთ თვალები ამ ხელმძღვანელობას არვიცი.
0
№2
ავტორი: temo-scholes
12 აგვისტო 2018 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
იტოკში რაც არ უნდა იყოს ჩემი აზრით ეს იმას გულისხმობს, რომ მოურინიო და მისი სტილი თუ აღარ იქნება აქო უფრო ბედნიერი ვიქნებიო... მაგრამ როგორ გინდა ეს ყველაფერი ხმამაღლა რომ თქვა...:)))
1
№3
ავტორი: JuanMata
12 აგვისტო 2018 19:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბევრი ფეხბურთელი იქნება უკმაყოფილო, უბრალოდ არ გამოხატავენ.
ფაქტია ბოლო წლებში მოუ სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს და არავის მოსწონს ასე თამაში.
არც ფეხბურთელების მიმართ აქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორც ადრე ჰქონდა.

რეალში და ჩელსიშიც იგივე პრობლემები გაჩნდა.
0
№4
ავტორი: saxa
12 აგვისტო 2018 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მაინტერესებს,ამ საიტზე ჩატი არის?ვერ ვპოულობ
0
№5
ავტორი: ikeoni
12 აგვისტო 2018 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რა მაგრად არ გამისწორდა ეს ბაზარი:(((
3
№6
ავტორი: Dato kutaisi
12 აგვისტო 2018 22:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აუ რა გითხრათ და ამას წასვლა უნდოდა მართლა უბრალოდ არ გაუშვეს და ეს სჭირსვახლა.რა პოზიციაზე ათამაშებს დეშამი და რა ფუნქციებს ავალებს რითია ის იმსგან განსხვავებული რასაც აქ აკეთებს?არაფრით უბრალოდ ძაან ავარდნილი აქვს თავში და ძაან აქანავებს ერთ ადგილს არადა ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ეს იუვეს გარდა მაქსიმუმ პსჟ-ში იყოს პროდუქტიული.ასი წელი არც ბარსას და არც რეალს დაჟე არც ბაიერნს ეგ არ უნდა და არ ჭირდება.ყველა ამ ჩამოთვლილ გუნდებს სწრაფი,საშუალო სიმაღლის ნახევრმცველები ყავს და მიტომაცაა რო მობილურია ცენტრი.100 გოლი რო გაიტანოს ჩემთვის მაინც საშუალო დონის გაპიარებული პიჟონი ფეხბურთელია რომელიც პროფესიონალიზმისგან ძაან შორსაა
5
№7
ავტორი: PaLoMo
12 აგვისტო 2018 23:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
აი პოგბას აზრიც და ალბად ვხვდებიტ რაშიც არის საქმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: The Special One
13 აგვისტო 2018 13:59
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
პირდაპირ ხო ვერ იტყვის მოურინიო გაუშვითო ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: SANDROGRIGA
13 აგვისტო 2018 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეთი კომენტარები ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია გუნდისთვის, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ,,დამნაშავე”
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top