თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2018, 12:16
ავტორი: redmann,
ნანახია: 2332,
კომენტარები: 10
კლუბი "საფეხბურთო დირექტორის" თანამდებობას შექმნის
"იუნაიტედში" ხელმძღვანელობის რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს.
კლუბი
Guardian იტყობინება რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ხელმძღვანელობის რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს. კლუბი აპირებს "წითელი ეშმაკების" ისტორიაში პირველი - "საფეხბურთო დირექტორის" დანიშვნას.

მოგეხსენებათ სერ ალექსის ეპოქის დასრულების შემდეგ სულ რაღაც 5 წელი გავიდა და "იუნაიტედს" უკვე მესამე მწვრთნელი ჰყავს. ახალი მწვრთნელი კი ნიშნავს - ახალ ხედვებს , ფეხბურთელებისადმი განსხვავებულ მიდგომასა თუ სათამაშო სტილს.მენეჯერების ასეთი სწრაფი ცვალებადობის პირობებში გუნდის ხელმძღვანელობას სურს, რომ კლუბმა ძირითადი პრინციპები და სათამაშო სტილი შეინარჩუნოს. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს "საფეხბურთო დირექტორი" , რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს მენეჯერსა და ხელმძღვანელობას შორის.

უცნობია თუ რა რეაქცია ექნება აღნიშნულ ფაქტზე მოურინიოს, მაგრამ პრეს-კონფერენციაზე ჟოზემ უკვე განაცხადა, რომ მისი გავლენა კლუბზე შესუსტდა და ამჟამად ის უფრო მწვრთნელია, ვიდრე მენეჯერი.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
12 აგვისტო 2018 13:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
კარგი იდეაა, არ უნდა იყოს ცუდი good2
0
№2
ავტორი: gaga1987
12 აგვისტო 2018 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
mtavaria shedegi gamoigos.
0
№3
ავტორი: dato123
12 აგვისტო 2018 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ხომ არ იცით რომელიმე კლუბს აქ მსგავსი პრინციპი დანერგილი ? ჩვენც რო შევადაროთ და მივხვდეთ უკეთ კონკრეტულად რისგამო ინერგება და რას გააუმჯობესებს ეს ?
0
№4
ავტორი: redmann
12 აგვისტო 2018 15:41
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 3
როდესაც გუნდის ფილოსოფია და მიზანია შემტევი და ლაღი ფეხბურთის თამაში, რაც არ უნდა დაცვითი ტიპის მწვრთნელი მოვიდეს არ მისცემენ უფლებას რო ავტობუსები დააყენოს და გუნდს მთლიანად სახე შუცვალოს. რეალში ადრე გაუშვეს რამოდენიმე მწვრთნელი, რომელთაც მოიგეს ტიტულები მაგრამ სანახაობრივად მიუღებელ ფეხბურთს აჩვენებდა გუნდი.
0
№5
ავტორი: temo-scholes
12 აგვისტო 2018 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ნამდვილად კარგი აზრია!!!
0
№6
ავტორი: ikeoni
12 აგვისტო 2018 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
რავიცი საინტერესო უნდა იყოს წესით ყოველ შემთხვევაში აზრი რა დევს გასაგებია
0
№7
ავტორი: saxa
12 აგვისტო 2018 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მაინტერესებს,ამ საიტზე ჩატი არის?ვერ ვპოულობ
0
№8
ავტორი: levionok
12 აგვისტო 2018 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
დასაწერია მაურინიოს წასვლა გუნდიდან
0
№9
ავტორი: The Special One
13 აგვისტო 2018 13:57
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: saxa
მაინტერესებს,ამ საიტზე ჩატი არის?ვერ ვპოულობ

არ არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№10
ავტორი: SANDROGRIGA
13 აგვისტო 2018 21:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მივესალმები ამ ნაბიჯს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top