თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2018, 23:34
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1813,
კომენტარები: 5
პრემიერ ლიგა 2018/19 - ოქროს ბუცის მოგების 5 კანდიდატი
სიაში წარმოდგენილია პრემიერ ლიგის უძლიერესი ფორვარდები
პრემიერ ლიგა 2018/19 - ოქროს ბუცის მოგების 5 კანდიდატი
#5 რომელუ ლუკაკუ

პრემიერ ლიგა 2018/19 - ოქროს ბუცის მოგების 5 კანდიდატი
რომელუ ლუკაკუ 25 წლის ბელგიელი თავდამსხმელია, რომელიც "იუნაიტედს" "ევერტონიდან" შეუერთდა და პირველივე სეზონში 27 გოლი შეაგდო ყველა გათამაშებაზე. აქედან 17 პრემიერ ლიგის ეგიდით.

რომელუ მოედანზე სწრაფი და ფიზიკურად ძლიერია, სწრაფად აანალიზებს სიტუაციას, მისი უზარმაზარი ფიგურა გვახვედრებს რომ ფიზიკურ ორთაბრძოლებში ხშირად გამოდის გამარჯვებული.

მუნდიალზე გატანილმა ოთხმა გოლმა, ბელგიელს თავდაჯერება შემატა. გარდა ამისა რომელუს ჟოზე ძალიან ენდობა. ფეხბურთელმა გააუმჯობესა ერთი შეხებით დარტყმა, რაც საშუალებას მისცემს პრემიერ ლიგის სხვა შემტევებზე ბევრი გაიტანოს.

#4 სერხიო აგუერო

პრემიერ ლიგა 2018/19 - ოქროს ბუცის მოგების 5 კანდიდატი
სერხიო "სიტის" ყველა დროის საუკეთესო გამტანია. მისი საუკეთესო სათამაშო თვისება მომენტის დასრულებაა. არგენტინელს ასევე ყველა სიტუაციიდან შეუძლია ბურთის კარში გადაგზავნა. გარდა ამისა ჰაერშიც კარგად გამოიყურება.

გაბრიელ ჟესუსის გამოჩენის გამო, აგუეროს ზოგი სტეპტიკურად უყურებდა გასულ სეზონში. მაგრამ მან პრემიერ ლიგის 25 მატჩში 21 გოლი შეაგდო. სავარაუდოა, რომ თუ გუარდიოლა სათამაშო დროს არ მოაკლებს, სერხიო აუცილებლად იქნება ბომბარდირობისთვის დავაში

#3 პიერ-ემერიკ ობამეიანგი

პრემიერ ლიგა 2018/19 - ოქროს ბუცის მოგების 5 კანდიდატი
პიერი "არსენალში" იანვარში მოვიდა და ფანები მისგან ბევრ გოლს ელოდებიან. გაბონელი ჩამოყალიბებული ფორვარდია რომელსაც თავისი სისწრაფისა და ტექნიკის დემონსტრირებით ნებისმიერი მცველის გაცურება შეუძლია.

29 წლის შემტევი ძალიან იშვიათად აფუჭებს ასპროცენტიან შანსებს. ის იდეალურად მოერგო ინგლისის სათამაშო სტილს. საშინაო ლიგის 13 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომავალ სეზონში გაბონელს მესუთ ოზილი და ჰენრიკ მხითარიანი მოამარაგებენ, მისგან ბევრ გოლს უნდა ველოდოთ.

#2 მოჰამედ სალაჰი

პრემიერ ლიგა 2018/19 - ოქროს ბუცის მოგების 5 კანდიდატი
ეგვიპტელმა ფარაონმა არანორმალური სეზონი ჩაატარა და სანახევროდ სწორედ მან გაიყვანა "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სალაჰს გიჟური სისწრაფე და ბრწყინვალე დრიბლინგი ძალიან საშიშს ხდის.

ეგვიპტელმა ინგლისში მოსვლისთანავე მრავალი ასპექტი გააუმჯობესა. გახდა კარზე დაგეშილი და დაიწყო უამრავი მომენტის შექმნა. მიუხედავად იმისა რომ გამოკვეთილი ცენტრფორვარდი არაა, 32 გოლით მან ოქროს ბუცი მიიღო წინა სეზონში.

ნაბი კეიტას და ხერდან შაქირის მოსვლის შემდეგ "ლივერპულში", არ არსებობს იმის მიზეზი რომ სალაჰმა გასული სეზონის შედეგი ვერ გაიმეოროს.

#1 ჰარი კეინი

პრემიერ ლიგა 2018/19 - ოქროს ბუცის მოგების 5 კანდიდატი
ულაპარაკოდ ბოლო სეზონების საუკეთესო ფორვარდი. ჰარი ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს. არის კლასიკური ცხრიანი და საჯარიმოს გარედანაც არაერთი გოლი გააქვს.

კეინი არც სალაჰივით სწრაფია და არც დიეგო კოშტასავით დინამიური. კეინი კეინია და ფორვარდის საქმეს ათიანზე ასრულებს. გააქვს რა უამრავი გოლი. გამოირჩევა წარმოუდგენელი ძალით ბურთის ტარებისას, აქვს უნარი გაჩნდეს ზუსტ ადგილზე ზუსტ დროს.

კეინს შეუძლია მცველების ჰაერში დაჩაგვრა და თავით პასის მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. რთული სიტუაციიდან შეუძლია გამოძრომა და მენტალურადაც ძალიან ძლიერია. ჰარი უდავოდ ნომერ პირველი კანდიდატია ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში.
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
12 აგვისტო 2018 00:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლუკაკუმ მომენტების რეალიზაცია თუ არ დახვეწა გაუჭირდება ბომბარდირობა, გუნდი როგორ ითამაშებს ზოგადად მაგაზეცაა დამოკიდებული თავისთავად.
0
№2
ავტორი: David beckham7
12 აგვისტო 2018 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
წელს მგონია რომმ ობანეიანგი და კეინი იბრძოლებენ ამ ჯილდოსთვის
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
12 აგვისტო 2018 10:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მოურინიოს სტილიდან გამომდინარე, რთულია ლუკაკუს ბომბარდირობა იწინასწარმეტყველო. ჩემი აზრით ბომბარდირის ვინაობა კეინსა და სალაჰს შორის გაირკვევა
0
№4
ავტორი: ikeoni
12 აგვისტო 2018 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რატომაც არ უნდა მოიგოს ❤️
0
№5
ავტორი: The Special One
13 აგვისტო 2018 13:56
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ლინგარდი მოიგებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top