თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2018, 18:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1621,
კომენტარები: 7
პოგბა: "კაპიტნის სამკლაური დიდი პატივია ჩემთვის"
პოგბა კმაყოფილებას გამოხატავს.
პოგბა:
"ლესტერთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული პოლ პოგბა ჟურნალისტებთან, გატანილ პენალზე, კაპიტნის სამკლაურზე და სამ ნახევარმცველიანი ტაქტიკის შესახებ საუბრობს, რომლითაც გუშინ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის გახსნით მატჩში "ოცნებების თეატრში" იასპარეზა.

"კაპიტნის სამკლაური ყოველთვის ძალიან დიდი პატივია ჩემტვის, ვინაიდან ამ სამკლაურს კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები თავის დროზე ატარებდნენ. ეს რაღაც საოცარი გრძნობაა! დღეს წარმატების მიღწევა ამ შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პენალის გატანა შევძელი, მოხარული ვარ, მოხარული ვარ ასევე იმით, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ.

კაპიტნობა - ეს როლი არ არის, როლი რომელიც შენ უბრალოდ უნდა შეასრულო. ეს არ არის დამოკიდებული შენზე, არამედ ფეხბურთელებზე, შენ მეგობრებზე გუნდში, რის გამოც დიდი სიამაყით ატარებ ამ სამკლაურს. მაიკლ კერიკი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მას სურდა ეს სამკლაური გამეკეთებინა, ეს ისტორია არ არის ჩემზე, მაგრამ არის იმაზე თუ რას ვაძლევ კლუბს, ხალხს, გულშემატკივრებს, ახალგაზრდა ბიჭებს ჩვენი აკადემიიდან.

მოზარდები შემხედავენ და დაიჯერებენ იმას, რომ საკუთარი შანსისთვის უნდა იბრძოლონ, მათ შეუძლიათ მოიპოვონ ეს შანსი. მინდა ყვლას ვუპასუხო კარგი თამაშით, მთელი ჩემი ძალისხმევით შევეცდები ამის გაკეთებას ჩემი გულშემატკივრებისა და თანაგუნდელებისთვის.

პენალი? ბოლოს როცა პენალი მოვიპოვეთ, მე ის ალექსის სანჩესს დავუთმე. ეს იყო მისი პირველი თამაში პრემიერ ლიგაში როცა შანსი ქონდა გაეტანა, მისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოეყენებინა ის მომენტი. ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს დავუთმო პენალი ჩემ მეგობარს. როდესაც ჩვენ ვიტანთ და ვიგებთ, მე უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ ამით.

რაც შეეხება სამ ნახევარმცველიან ტაქტიკას? ანდრეასმა წინასასეზონო ტურნე კარგად ჩაატარა, მე ვუყურ ყველა იმ მატჩს, ფრედიც შესანიშნავად შეუერთდა გუნდს და მოახაერხა საკუთარი თავის წარმოჩენა.

ვნახე, რომ ისინი მზად იყვნენ ყველაფრისთვის და შემიძლია გითხრათ, რომ ისინი 2 შესანიშნავი ნახევარმცველები არიან! ანდრეასი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ პრემიერ ლიგაში თავისი სათქმელი დაამტკიცოს. ეს იყო მისი პირველი თამაში, მაგრამ როგორც წესი, მოთამაშეებს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო მაინც სჭირდებათ, ეს ადვილი არ არის. ანდრეასმა კარგად ითამაშა და დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში".
- განაცხადა დასასრულს პოლ პოგბამ.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
11 აგვისტო 2018 18:29
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ამას და სანჩეს შორის რაღაც მოხდა მატჩის დროს. გუნდში პენალტის დამრტყმელი ალექსია და რატო დაარტყა პოგბამ. კავანის და ნეიმარის ფაქტი მახსენდება
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: ikeoni
11 აგვისტო 2018 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგარი კაცი ხარ პოლ ბრაიტონს რო გაუტან გერბს აკოცე ყლარსელონას ფანებს რო ვანახო:))❤️
0
№3
ავტორი: PaLoMo
11 აგვისტო 2018 22:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
იმედია კიდე გაიყვანს გუნდს და ასე მოტივირებული იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: JuanMata
11 აგვისტო 2018 23:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: I L C
ამას და სანჩეს შორის რაღაც მოხდა მატჩის დროს. გუნდში პენალტის დამრტყმელი ალექსია და რატო დაარტყა პოგბამ. კავანის და ნეიმარის ფაქტი მახსენდება


პოგბა აშკარად უკეთ ურტყამს, შეიძლება გაფუჭებული პენალტის შემდეგ პოგბა გახდა პირველი დამრტყმელი.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
12 აგვისტო 2018 00:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სულ ასე მონდომებული უნდა იყოს
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
12 აგვისტო 2018 10:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ციტატა: I L C
ამას და სანჩეს შორის რაღაც მოხდა მატჩის დროს. გუნდში პენალტის დამრტყმელი ალექსია და რატო დაარტყა პოგბამ. კავანის და ნეიმარის ფაქტი მახსენდება

არმგონია რამე მომხდარიყო პოგბასა და ალექსისს შორის. ოდნავაც რო ყოფილიყო რამე, მედია ააჭრელებდა მის ფურცლებს უაზრო ჭორებით.

რაც შეეხება პოგბას სამკლაურს, ლიდერის ფუნქცია საფრანგეთის ნაკრებში კარგად ქონდა შეთავსებული, გუნდის ძალიან დიდი მოტივატორი იყო, ვნახოთ ჩვენთან როგორ იქნება.
0
№7
ავტორი: The Special One
13 აგვისტო 2018 13:55
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ყველაზე დონეა ვაფშე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top