თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:40
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2665,
კომენტარები: 0
ბრაიან რობსონი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: ბრაიან რობსონი
ბრაიან რობსონი
დაიბადა 1957 წლის 11 იანვარს ინგლისის ქალაქ ჩესტერსტრიტში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ბრაიან რობსონი ერთი გამორჩეული რეკორდით შევიდა: მასზე დიდხანს ოლდტრაფორდული კლუბის კაპიტანი არავინ ყოფილა. ის 1982-1994 წლებში კაპიტნობდა კლუბს, სადაც ოთხასზე მეტი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში ბრაიან რობსონი 1981 წლის 1 ოქტომბერს გადაბარგდა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან". მის სანაცვლოდ მანჩესტერელებმა 1,5 მილიონი გირვანქა გადაიხადეს - ამ გარიგებით ბრაიან რობსონი 1987 წლამდე ინარჩუნებდა ბრიტანეთის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის წოდებას. 1981 წლის 7 ოქტომბერს, ლიგის თასზე ლონდონში "ტოტენჰემ ჰოთსფურთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაში პირველად ითამაშა ახალ კლუბში, 7 ნოემბერს, ჩემპიონატში "როკერ პარკზე" "სანდერლენდთან" 5:1 მოგებულ მატჩში კი პირველი გოლიც გაიტანა. 1983 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასოციაციის თასის ფინალში "ბრაიტონთან" განმეორებით შეხვედრაში 4:0 გაიმარჯვა. ბრაიან რობსონმა დუბლი შეასრულა და თასი კაპიტნის რანგში ჩაიბარა. მოგვიანებით, 1985 და 1990 წლებში მან კიდევ ორჯერ აღმართა თასი და გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი კაპიტანი, რომელმაც სამჯერ ჩაიბარა ეს პრესტიჯული ჯილდო. 1984-85 წლების სეზონის დაწყების წინ ბრაიან რობსონის გადაბირება ტურინის "იუვენტუსმა" მოიწადინა, თუმცა იტალიელებს მანჩესტერელთა ფასმა გაუქრო მადა - ოლდტრაფორდელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მილიონი გირვანქა მოისურვეს... ბრაიან რობსონმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 1993-94 წლების სეზონის შემდეგ, პრემიერლიგის ჩემპიონის და ასოციაციის თასის მფლობელის რანგში დატოვა. 1980-1991 წლებში ტანმაღალი ნახევარმცველი ინგლისის ნაკრებშიც თამაშობდა: 90 მატჩში 26 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ფრანგებთან გატანილი ბურთი 20 წლის მანძილზე უდიდესი საფეხბურთო ტურნირების რეკორდი იყო: რობსონმა მე-20 წამზე დალაშქრა მეტოქის კარი! 2002 წელს ეს მიღწევა თურქმა ჰაქან შუქურმა გააუმჯობესა... ბრაიან რობსონმა 65-ჯერ უკაპიტნა ინგლისის ნაკრებს. ამ შედეგით ის მხოლოდ ბობი მურს და ბილი რაიტს ჩამორჩება. ცნობისათვის: ინგლისის პირველ, მეორე და ახალგაზრდულ ნაკრებებში ბრაიან რობსონმა საერთო ჯამში 100-ჯერ იასპარეზა.

ბრაიან რობსონი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1993, 1994
ინგლისის თასი - 1983, 1985, 1990, 1994
ინგლისის ლიგის თასი - 1992
ინგლისის სუპერთასი - 1983, 1990, 1993
თასების მფლობელთა თასი - 1991
ევროპის სუპერთასი - 1991
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top