თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2018, 12:53
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2390,
კომენტარები: 10
მოურინიოს ვერდიქტი: "პოგბა მონსტრია"
ჟოზეს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია ვრცლად.
მოურინიოს ვერდიქტი:
პირველი სამი ქულის მოპოვების შემდეგ, ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხრილის სათავეში მოექცა და დღეს უკვე სხვა გუნდების შედეგებს დაელოდება. მატჩის შემდეგ ტრადიციულად პორტუგალიელმა პრეს კონფერენცია გამართა რასაც სრულად შემოგთავაზებთ.

ჟოზე, დაგიტოვათ ამ შეხვედრამ პოზიტიური განწყობა?

დიახ, ვფიქრობ დაგვიტოვა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ეს იყო კარგი მატჩი, იმ გარემოებების გათვალისწინებით რაც ჩვენ გვქონდა წინასასეზონო ტურნეზე, მოთამაშეებს საჭირო იყო გამოევლინათ ის ხასიათი, რითაც მათ დღეს ამ შედეგს მიაღწიეს. რამოდენიმე მათგანმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, და რა თქმა უნდა ნათელი იყო იმ ფეხბურთელების მზაობა ვინც პრე - სეზონი თავიდან ბოლომდე გაიარეს, ვიდრე მათი ვინც ეს ვერ შეძლო. ლიუკ შოუ, ანდრეას პერეირა, ერიკ ბაიი, მატეო დარმიან - ამ ბიჭებმა უბრობლემოდ ითამაშეს მთელი 90 წუთი. რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, ეს იყო ხასიათის გამოვლინება - მარკუს რეშფორდს ჰქონდა გარკვეული პრობლემები მაგრამ მან მაინც შეძლო და ითამაშა, პოგბა - ის საერთოდ მონსტრია, ჩვენ ვფიქრობდით, რომ მას ეყოფოდა 60 წუთი მოედანზე, თუმცა მან 80 წუთი გაატარა. ლუკაკუ და ფელაინიც მზად იყვნენ დახმარებოდნენ გუნდს. ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს, და იყო მონაკვეთები როდესაც მათ კარგი ფეხბურთი აჩვენეს. იმ მომენტში როდესაც "ლესტერმა" გააძლიერა ზეწოლა, ჩვენ მათ ერთიანობა ვანახეთ. გამომდინარე აქედან ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგი გამარჯვება და კარგი სამი ქულა. ხვალ დილით ვარჯიში გვექნება, ხოლო კვირას ბიჭები ერთი დღით სრულიად დამსახურებულად დაისვენებენ.

რამდენად რთული იყო იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ პოლ პოგბა ძირითად შემადგენლობაში დაგეყენებინათ?

აქ რთული არაფერი არ იყო, ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული. მქონდა რამოდენიმე ვარიანტი - პერეირა "ვალენსიადან" დაბრუნდა, სადაც ის ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო მისი "ექვსიანის" პოზიციაზე დაყენება იყო გაბედული გადაწყვეტილება, თუმცა მან სრულიად გაართვა ამ ყველაფერს თავი და ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ფრედი მთელი 10 დღის განმავლობაში ვარჯიშობდა, ის უკრაინული ლიგიდან მოვიდა და საჭირო იყო ენახა ხალხით სავსე "ოლდ ტრაფორდი". ანდერ ერერა ტრავმირებული იყო, მქონდა - ორი ვარიანტი, პოლი და სკოტი, თუ მაკტომინის დაყენებას გადავწყვიტავდი, მოედნის ცენტრში მივიღებდი 2 ფეხბურთელს რომელთაგანაც ერთ ერთი ახალბედაა ხოლო მეორე მოზარდი ბიჭი. ამიტომ პოლს ვკითხე ითამაშებდა თუ არა ის, მან დაკისრებულ სამუშაოს თავი კარგად გაართვა.

შეიძლება თუ არა დარწმუნებით იმის თქმა, რომ ლიუკ შოუ, ამ მატჩის შემდეგ ბევრ შეხვედრას ჩაატარებს?

ის ძალიან მიზანდასახული თამაშობდა, მაშინაც კი თუ არ გავითვალისწინებთ მის გოლს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მთავარი იყო ის, რომ შოუ მიზანდასახულად თამაშობდა. მან მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა დაცვაში, ხოლო უნდა აღინიშნოს, რომ ლაინსმენმა მას კარგი სამსახური გაუწია როდესაც ამ ყველაფერს "ლესტერის" დაჯარიმება მოჰყვა, საბოლოო ჯამში ეს იყო ძალიან ძალიან მიზანდასახული თამაში ლიუკ შოუს მხრიდან. ახლა მთავარია მან გააგრძელოს წინ ყურება, ფსიქოლოგიურად ის მზად არის ამისთვის, ტაქტიკური დისციპლინის მაღალი დონეც აქვს, აქვს საკმარისი ძალა, რომ დაიცვას გუნდი და გაიტანოს მსგავსი მნიშვნელოვანი გოლები, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია მასზე. დღეს შოუმ ძალიან კარგი თამაში აჩვენა.

ჟოზე, მოთამაშეები რომლებმაც ვერ მოასწრეს ფიზიკური მზადყოფნა, მომავალ მატჩში თუ იქნებიან?

არა, ვფიქრობ, რომ მომდევნო მატჩშიც ფეხბურთელების ის სია მექნება რომელიც დღეს მქონდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ტრავმირებული ფეხბურთელი "ბრაიტონთან" მატჩში დაბრუნდეს. მაგრამ პოლ პოგბას ამ დროისთვის ვარჯიშის 9 დღე დაუგროვდება, მარკუს რეშფორდს - 11, ფელაინის ასევე 9 - დღე, აქედან გამომდინარე ისინი იქნებიან იმაზე უკეთეს ფორმაში ვიდრე ეხლა არიან.

მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, ჩემთვის ფეხბურთელების ცვლილებებზე ფიქრი ასეთი ძნელი არ ყოფილა. მსურდა მქონოდა შეცვლების 5 - 6 შესაძლებლობა, თუმცა მაქვს მხოლოდ 3. ვნახე, რომ რამოდენიმე მათგანი რთულად თამაშობდა, მე ამ ყველაფერზე სწორი რეაგირება უნდა მოვახდინო. მე ვერ შევძელი ტაქტიკური ცვლილების გაკეთბა, რადგან მეშინოდა, რომ რომელიმე მათგანი ვერ შეძლებდა მატჩის ამგვარად ბოლომდე დასრულებას. მსურდა მარსიალის ბოლო 30 - წუთი მოედანზე შემოყვანა, იმისთვის, რომ მას შეტევები გაეძლიერებინა, თუმცა მოვერიდე იმისდაგამო, რომ პოლს არ შეეძლო შეხვედრის ბოლომდე ჩამთავრება და ფრედი კი ჯერ კიდევ ვერ არის ფიზიკურ მზადყოფნაში ბოლომდე. ასე, რომ ეს ყველაფერი არ იყო ადვილი, თუმცა ჩემ ფეხბურთელებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი და კარგი მატჩი ჩაატარეს.

ზოგადად დღეს ყველა კარგი იყო - არბიტრმა კარგად იმსაჯა, ანდრე მარინერი როგორც ყოველთვის მაღალ დონეზეა, კლოდ პუიელი და მისი "ლესტერი" ასევე კარგები იყვნენ. მათ შესანიშნავი ინვესტიციები ჩადეს, ჰყავთ კარგი ფეხბურთელები, ვფიქრობ, რომ მათთვის კარგი სეზონი იქნება.

ჟოზე, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ პოგბას უნდა დაერტყა პენალი? რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ვფიქრობ, რომ ეს იყო კლასიკურად შესრულებული პენალი. პოგბა ჩვენი პირველი არჩევანი იქნება. რა თქმა უნდა ჩვენ გვყავს მეორე და მესამე შემსრულებელიც იმ შემთხვევაში, თუ ვინმე თავს ვერ იგრძნობს კარგად და დამაჯერებლად. პოგბა ამ ყველაფრისთვის მზად იყო, მან ასევე დიდი დრო დაუთმო სტანდარტებს მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, ასეთ ტურნირზე ამ ყვლაფერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პოლი სრულიად მზადყოფნაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ შმეიხელი პენლების მოგერიებაში ძალიან კარგია, პოგბამ მას შანსი არ დაუტოვა.

რას ფიქრობთ, პოლ პოგბას გამორბენაზე საპენალო დარტყმის წინ?

ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი - ხარისხი და დარტყმის ინტენსივობაა. გარდა ამისა ბურთის ტრაექტორიაშმეიხელისთვის მიუწვდომელი იყო. ის დარტყმის მიმართულებას მიხვდა, მარჯვენა კუთხეში წავიდა თუმცა ბურთის აღება მას მხოლოდ მაშინ შეეძლო თუ ფრთებს გამოიყენებდა. ყველა ვარიანტში ეს შესანიშნავად შესრულებული პენალი იყო.


წყარო: manutd.ru


თქვენი აზრით, ვინ იყო "ლესტერთან" მატჩის საუკეთესო?

პოლ პოგბა
ანდრეას პერეირა
ლიუკ შოუ
ერიკ ბაიი

პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 აგვისტო 2018 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ისე ალბათ ყველა შეამჩნევდით როგორ დამტკბარია პოგბას მიმართ:))❤️
0
№2
ავტორი: David beckham7
11 აგვისტო 2018 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ციტატა: ikeoni
ისე ალბათ ყველა შეამჩნევდით როგორ დამტკბარია პოგბას მიმართ:))❤️

ხოო უკვე უძვრება რომ არ წავიდეს
0
№3
ავტორი: JuanMata
11 აგვისტო 2018 13:21
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რეშფორდს მგონი ცოტა დასვენება ჭირდება, ჯობია შემდეგი მატჩი მარსიალით დაიწყოს, ან ლუკაკუთი და მერე გამოიყვანოს მარსიალი.

პოგბა მშვენიერ ფორმაშია და რაც მთავარია რაღაც უფრო კონცენტრირებული იყო მოედანზე, მოუხდა ნაკრებში თამაში, ჰქონდა მაინც თავისთვის დამახასიათებელი მომენტები შიგადაშიგ.
ფრედი და პერეირაც კარგები იყვნენ, მოკლედ გვყავს ახლა იმდენი ფეხბურთელი, რომ ცენტრში და თავდასხმაში როტაციას მიმართოს.
იმედია მატიჩს და ლუკაკუს არ ამოხდის სულს და ყველა მატჩში 90 წუთი არ არბენინებს.

ცუდი გუნდი ნამდვილად არ გვყავს, ერთი კარგი მწვრთნელიც რომ გვყავდეს, ნორმალურ ფეხბურთსაც ითამაშებდნენ, მაგრამ სანამ შედეგი იქნება, ამ ფეხბურთითაც კმაყოფილები იქნებიან გლეიზერები და ვუდვორდი.
0
№4
ავტორი: Lev
11 აგვისტო 2018 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ციტატა: David beckham7
ციტატა: ikeoni
ისე ალბათ ყველა შეამჩნევდით როგორ დამტკბარია პოგბას მიმართ:))❤️

ხოო უკვე უძვრება რომ არ წავიდეს


სხვა რა გზა აქვს ეხლა ყველას უნდა შეუძვრეს თორემ იმას კარგად ხვდება რომ გუნდი შეიძლება აუბუნტდეს , კიდევ ერთ კონფლიქტს და ფეხბურთელების უაზრო კრიტიკას და გადაბრალებას აღარ მოუთმენს ხელმძღვანელობა. აშკარად ფეხბურთელების მხარეს დაიჭერენ. ხოდა უთხრეს ალბათ შენ ბიძია ვინც გყავს იმათთვის ვერ გამოგინახია საერთო ენა და ახალი ფეხბურთელები სულ არ გჭირდებაო ხოდა ეხლა ამას თუ ტვინი აქვს უნდა მოზადნოს, იმიტომ რომ კიდევ ერთი კონფლიქტი და ამის სახელი ამოისვრება ტალახში და არა ჩვენი ფეხბურთელების, ისედაც გატეხილი აქვს უკვე სახელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: LASHQARA
11 აგვისტო 2018 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
https://www.premierleague.com/matchweek/3260/blog აქ fantasy-ს აღარ თამაშობთ რო ჩავერთო??.. love am
0
№6
ავტორი: nika_nikusha
11 აგვისტო 2018 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
რეალისტი ვიქნები და ვიტყვი რომ არაფერი მოსაწონი გუშინდელ თამაშში არ იყო (ჩემთვის ყოველშემთვევაში), რათქმაუნდა ვიღაცამ უკეთ ითამაშა ვიღაცამ ნაკლებად მაგრამ მთლიანობაში მიანც იგივე სვარკა იყო რაც მთელი წინა სეზონი არ მოგვკლებია. ამ თამაშით სიტისთან არ გამოვცხადდეთ ჯობია, ამ სეზონშიც არაფრის იმედი არ მაქვს. ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია რათქმაუნდა
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 აგვისტო 2018 17:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან გავდა გასული სეზონის თამაშებს, მოსამატებელი აქვს გუნდს, ბურთიანად და უბურთოთაც უფრო აქტიურად უნდა ითამაშონ
0
№8
ავტორი: I L C
11 აგვისტო 2018 18:18
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
როგორც ჩანს მოურინიო იგივე ტაქტიკით აპირებს თამაშს რაც დაგვღუპავს. მანჩესტერი ყოველთვის შემტევი გუნდი იყო
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: PaLoMo
12 აგვისტო 2018 06:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: nika_nikusha
რეალისტი ვიქნები და ვიტყვი რომ არაფერი მოსაწონი გუშინდელ თამაშში არ იყო (ჩემთვის ყოველშემთვევაში), რათქმაუნდა ვიღაცამ უკეთ ითამაშა ვიღაცამ ნაკლებად მაგრამ მთლიანობაში მიანც იგივე სვარკა იყო რაც მთელი წინა სეზონი არ მოგვკლებია. ამ თამაშით სიტისთან არ გამოვცხადდეთ ჯობია, ამ სეზონშიც არაფრის იმედი არ მაქვს. ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია რათქმაუნდა

სეზონის პირველი მატჩი იყო ძამი,რა დროს სიტია. სულ იკმაყოფილოები რატო ხართ აქ მყოფთა უმეტესობა ვერ გამიგია?
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: The Special One
13 აგვისტო 2018 13:55
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
წელს პრემიერ ლიგას მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top