თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2018, 11:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1299,
კომენტარები: 6
პოგბა: "მსოფლიო ჩემპიონატი უკვე წარსულია"
პოლის ახალი მიზნები.
პოგბა:
გუშინ, სტარტი აიღო ინგლისის პრემიერ ლიგის 2018/19 წლის სეზონის გათამაშებამ. პირველ მატჩს "ოცნებების თეატრმა" უმასპინძლა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" კლოდ პუელის "ლესტერს" გაუმკლავდა და ანგარიშით 2 - 1 სძლია. "წითელ ეშმაკებმა" პირველი სამი ქულა მოიპოვეს და ცხრილის სათავეში მოექცნენ.

შეხვედრაში, პირველი გოლი სტანდარტული მდგომარეობით გავიდა. შეხვედრის საწყის წუთებშივე მთავარმა მსაჯმა "მელიების" კარში თერთმეტმეტრიანი და ნიშნა, რომელიც გოლად ჟოზე მოურინიოს გუნდის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გარდასახა.

მოგვიანებით პოგბა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. გთავაზობთ პოგბას მიერ გაკეთებულ მატჩისშემდგომ მცირე კომენტარს.

"მსოფლიო ჩემპიონატი უკვე წარსულია. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც უყვარს ახალი გამოწვევები. მინდა კიდევ უფრო განვვითარდე. ჩვენ ეს მატჩი უკან უნდა დავტოვოთ და გავაგრძელოთ მუშაობა! მუშაობა! მუშაობა!. ახალი ტიტულების მოგება მსურს. არ მაქვს მოპოვებული პრემიერ ლიგის ტიტული, ჩემპიონთა ლიგის თასი, არსებობს საშუალებები ამის მისაღწევად". - ციტირებს Sky Sports - პოგბას სიტყვებს.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
11 აგვისტო 2018 11:20
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ყველანაირად მომეწონა პოგბას სტარტი: პირველ რიგში თამაშით, გოლით, დასერიოზულებულია, არ უქრის თავში მსოფლიო ჩემპიონობა, თითქოს ადრე უფრო ცანცარებდა ვიდრე ეხლა მსოფლიო ჩემპიონი როცაა. ესე თუ გააგრძელა შესანიშნავ უძლიერეს ცენტრს მივიღებთ ამის სახით.
0
№2
ავტორი: Mixito
11 აგვისტო 2018 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
პოგბუმმ am
0
№3
ავტორი: The Special One
11 აგვისტო 2018 12:11
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ძაან ჰაი კლასია,სულ სხვა ხასიათით იყო გუშინ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: ikeoni
11 აგვისტო 2018 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ძალიან დიდი გარდაქმნაა საღოლ პოლ ესე გააგძელე❤️
0
№5
ავტორი: David beckham7
11 აგვისტო 2018 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ლომო manutd
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 აგვისტო 2018 17:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია სტაბილურად კარგად ითამაშოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top