თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2018, 01:20
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1656,
კომენტარები: 4
"მანჩესტერ უნაიტედი" - "ლესტერი" (ფეხბურთელთა შეფასებები)
"წითელმა ეშმაკებმა" მოგებით დაიწყეს.
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგა მოგებით დაიწყეს, განსაკუთრებულის შეგერდიბმა, კლოდ პუელის "მელიებს" სძლიეს და პირველი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

გუნდი მოედანზე პოგბამ გამოიყვანა, ასევე პრემიერ ლიგის ეგიდით, პირველად მოირგო მაისური "მანჩესტერ უნაიტედის" ახალწვეულმა ფრედმა, რომელიც ჯერ კიდევ ადაპტაციას განიცდის. უნდა გამოვარჩიოთ, ასევე ახალგაზრდა პერეირა, რომელმაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და საკმაოდ ბევრი შავი სამუშაოს შესრულება მოუწია. პირველი მატჩი, პირველი მოგება, პირველი ემოციები. "ოცნების თეატრს" წინ არაერთი სანახაობა ელის.


გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს mirror -ის ვერსიით:

ცნობილმა გამოცემამ მატჩის საუკეთესოდ პოლ პოგბა დაასახელა. "წითელი ეშმაკების" კაპიტანს 8 ქულა ერგო.

დე ხეა (7)

მედისონის დარტყმულის შემდგომ შესანიშნავი სეივით გამოირჩა. მთელი მატჩის განმავლობაში , საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა , თუ არ ჩავთვლით გოლის ეპიზოდს.

დარმიანი (4)

ის კიდევ "უნაიტედშია" ?! სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე ჟოზეს სხვა ვარიანტი არ გააჩნდა.

ბაიი (7)

ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა , ის არის ნამდვილი მაგალითი სიძლიერის და თავდაჯერებულობის. საუკეთესო მცველი "იუნაიტედის" რიგებში.

ლინდელოფი (6)

სტარტისთვის არაუშავს , ჯერ არ აქვს აღდგენილი ბოლომდე ფიზიკური კონდიციები და იმედია მოუმატებს მთელი სეზონის მანძილზე. რამდენიმე შეცდომას თუ არ ჩავთვლით , მანაც კარგი მატჩი ჩაატარა.

ლუკ შოუ (7)

იმ უმძიმესი ტრავმის ფონზე , შესანიშნავ ფორმაში გამოიუყურება. ძალიან აქტიური იყო შეტევებში და საკმაოდ დამაჯერებელი თამაშითაც გამოირჩა.

პოგბა (8)

მატჩის გარდამტეხი ეპიზოდის გმირი , რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

პერეირა (7)

უამრავი შავი სამუშაოს შესრულება მოუწია, ძალიან თავდაჯერებული იყო ბურთთან და პასებითაც კარგად ამარაგებდა თანაგუნდელებს.

ფრედი (7)

ენერგიული დებიუტი , ბურთის კარგი კონტროლი , ასევე ზუსტი შორეული გადაცემები.

მატა (6)

შესანიშნავი ტექნიკის დემოსტრირება და მოედნის ხედვა , "იუნაიტედმა" უნდა გამოიყენოს მატას ეს რესურსი.

სანჩესი (7)

დაიწყო მარცხნიდან, მაგრამ ეს მისი საყვარელი პოზიცია არაა , თუმცა გუნდს მოუპოვა თერთმეტმეტრიანის უფლება.

რეშფოდი (5)

აშკარად იგრძნობოდა მსოფლიო ჩემპიონატის გავლენა.

წყარო : mirror.co.uk
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 აგვისტო 2018 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მჯერა რო მოიხოდებიან ბიჭები წელს და იბძოლებენ ჩემპიონობისთვის მითუმეტეს რო ყველა რესურსი გვაქვს მაგის love პოგბა ძაან დადინჯებული და გასერიოზულებულია wink love
0
№2
ავტორი: David beckham7
11 აგვისტო 2018 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ფრედი მართლაც ძაან კარგი ბიჭია მჯერა რომ ძაან გამოგვადგება
0
№3
ავტორი: temo-scholes
11 აგვისტო 2018 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
პერეირა, შოუ, ბაიი და რათქმაუნდა პოგბა ამათ გამოვყოფდი მე!!!
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
11 აგვისტო 2018 17:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბა, შოუ, პერეირა და ბაიი გამორჩეულები იყვნენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top