თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2018, 19:31
ავტორი: redmann,
ნანახია: 1672,
კომენტარები: 7
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერი" (პრევიუ)
გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა, სტატისტიკა.
"მანჩსტერ იუნაიტედი" - "ლესტერი"

დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე "ოლდ ტრაფორდი" პრემიერ ლიგის 2018-2019 წლების სეზონის გახსნით მატჩს უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერს" დაუპირისპირდება.

გუნდების წინასამტჩო მდგომარეობა:

"მანჩსტერ იუნაიტედი"

ჟოზე მოურინიომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაში გუნდს 6 მოთამაშე ვერ დაეხმარება: რომერო,დალო, ვალენსია, ერერა,მატიჩი და როხო. გუნდის სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით მწვრთნელი გადაწყვეტილებას უშუალოდ ბოლო ვარჯიშის შემდეგ მიიღებს.

დისკვალიფიკაცია: არ არის.
ტრავმა : რომერო,დალო, ვალენსია, ერერა,მატიჩი, როხო.
კითხვის ნიშნის ქვეშ: ერიკ ბაიი.

"ლესტერი"

წინასამტჩო პრეს-კონფერენციაზე კლოდ პიუელმა განაცხადა, რომ ჯეიმს მედისონი შეძლებს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას, მიუხედავად იმისა რომ უკანასკნელ მატჩში "ლიონის" წინააღმდეგ ნაადრევად შეცვალეს. რაც შეეხება გუნდის ახალწვეულს და "იუნაიტედის" ყოფილ მოთმაშეს - ჯონი ევანსს - მასთან დაკავშირებით მწვრთნელი გადაწყვეტილებას უშუალოდ მატჩის წინ მიიღებს.

დისკვალიფიკაცია : არ არის.
ტრავმა: ჯეიმს, მენდი, გრეი.
კითხვის ნიშნის ქვეშ: ვარდი, მაგგუაიერი, ევანსი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო 5 მატჩში ყველა ტურნირზე: ფ-ფ-წ-მ-წ
"ლესტერი": მ-ფ-წ-ფ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 26 ჩატარებული გახსნითი მატჩიდან 17 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.

ურთიერთ შეხვედრები:

გუნდები ყველა ტურნირზე ერთმანეთს 126- ჯერ შეხვდნენ: აქედან "იუნაიტედმა" მოიგო 64 მატჩი, "ლესტერმა" - 33, 29 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ანდრე მარინერი განსჯის.
მატჩის წინ
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 აგვისტო 2018 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
3-0 მოვიგებთ
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 აგვისტო 2018 20:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი განაყობით თუ გავა გუნდი და მაქსიმალურად დაიხარჯება წესით უნდა მოიგონ
0
№3
ავტორი: David beckham7
10 აგვისტო 2018 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
იმედია მოვიგებთ,წელს როგორმე უნდა ვაჯობთ სიტი ლივერპულს და მოვიგოთ პრემიერ ლიგა
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
10 აგვისტო 2018 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
4-2
0
№5
ავტორი: unitedrules
10 აგვისტო 2018 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
გილოცავთ
0
№6
ავტორი: saxa
10 აგვისტო 2018 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: David beckham7
იმედია მოვიგებთ,წელს როგორმე უნდა ვაჯობთ სიტი ლივერპულს და მოვიგოთ პრემიერ ლიგა

ლივერპულს ვაჯობოთო?რასაც ამბობ იმისი შენ თუ გჯერა 1% იტაც კი;D
0
№7
ავტორი: ana maniu
10 აგვისტო 2018 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
ჯერ ჯერობით ვიგებთ დაუმსახურებლად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top