"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი, მომავალ სეზონს იმედიანად ხვდება და საკუთარ მოლოდინებს ჟურნალისტებს უზიარებს.
მართალია სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, მოლოდინების მიუხედავად "წითელი ეშმაკები" ახალი გამოცდილი ფეხბურთელებით ვერ გაძლიერდნენ, თუმცა როგორც ჩანს ალექსისისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
"მინდა ამ კლუბისთვის ჩემი საუკეთსო თვისებები გამოვავლინო. სწორედ რომ უკვე დროა. გამარჯვებებისა და ტიტულების დრო დადგა. ჩვენი გუნდი საუკეთესო კონკურენციას გაუწევს ყველას.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი კლუბია. საჭიროა ყველა მატჩში დომინირება. თითოეულ მატჩში უნდა შევძლოთ და ვაჩვენოთ ყველას გამარჯვების სურვილი". - ციტირებს სანჩესის სიტყვებს "მანკუნიანელების" პრეს - სამსახური.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 2018/19 წლის სეზონი, დღეს თბილისის დროით 23:00 სთ - ზე აიღებს სტარტს. სწორედ სანჩესის "იუნაიტედი", ჯეიმი ვარდის "ლესტერს" დაუპირისპირდება.