თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2018, 11:47
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1505,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს აქტიურობას გეგმავს
"წითელი ეშმაკები" პარიზულ გრანდთან შეთანხმების მიღწევას დღეს ეცდებიან.
ფრანგული "პსჟ" - ეს მარცხენა მცველი ლევინ კურჟავა, შესაძლოა დღეს ინგლისურ გრანდში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდეს. როგორც ჩანს სატრანსფერო ფანჯრის დედლაინზე "წითელი ეშმაკები" აქტიურობას გეგმავენ.

L’Equipe - ის ცნობით, "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია ტრანსფერის რეალურობაში. შესაბამისი შეთავაზებები პარიზულ გუნდს დღეს საბოლოოდ გაუკეთდება.

თავის მხრივ ტრანსფერის ლოგიკურობა მარტივია. კურჟავა პარიზელების შემადგენლობის სათადარიგო წევრადაა ქცეული.

პრესაში იყო ინფორმაციებიც, რომ ფეხბურთელს ეს დიდად არ სიამვოენებს და შესაფერის წინადადებებს განიხილავდა, როგორც ირკვევა "იუნაიტედი" მისთვის ხელსაყრელი გუნდია. სატრანსფერო ფასი აღნიშნული წყაროსთვის ამ ეტაპზე უცნობია.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
9 აგვისტო 2018 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
დღეს იმდენი რამ დაიწერება ალბათ ჭკუიდან გადავალთ ყველა მაგრამ საბოლოოდ მინა შეგვრჩება)) კურზავას კი ვისურვებდი მე გუნდში, ძალიან კი მიყვარდა შოუ მაგრამ რაღაც ვეღარ ვენდობი უკვე. იანგი დაბერდა და თან მცველიც კი არაა ნომინალურად.
1
№2
ავტორი: PaLoMo
9 აგვისტო 2018 11:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
არაა ცუდი მცველი შოუს და იანგს კი აჯობებს
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: temo-scholes
9 აგვისტო 2018 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ჩემთვის საოცნებო მარცხენა მცველია დღეს-დღეისობით კურზავა და იმედია გადმოვა...!!! ძაან კლასნია და შეტევებშიც მაგრად ერთვება...
2
№4
ავტორი: ikeoni
9 აგვისტო 2018 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
საღამომდე გავაფრენ ალბათ
0
№5
ავტორი: levionok
9 აგვისტო 2018 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: ikeoni
საღამომდე გავაფრენ ალბათ

საღამომდე კიდე იმედიანად ვაიყავი მაგრამ რა ვქნათ ახლა 45 წუთი როა დარჩენილი და არაფრის ნიშანწყალი რომ არ ისმის? :) პიზდეეეეეცია
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 აგვისტო 2018 12:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს კურზავა საიდანღა მოიგონეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top