თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2018, 11:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1346,
კომენტარები: 4
პოგბამ ვუდვორდს საკუთარი სურვილის შესახებ ამცნო
ფრანგ ფეხბურთელს კლუბის დატოვება ისევ სურს.
პოგბამ ვუდვორდს საკუთარი სურვილის შესახებ ამცნო
არცთუ ისე დიდი დრო ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. კონკრეტულად 24 საათში და უკვე ნაკლებშიც, ინგლისელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას დახურავენ.

Daily Mail - ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას კლუბის დატოვების სურვილი ჯერ კიდევ აქვს. მეტიც, საკუთარი სურვილების შესახებ, რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორმა ფეხბურთელმა, თანაკლუბელებსა და გუნდის ვიცე პრეზიდენტს ედ ვუდვორდსაც ესაუბრა. მას "ბარსელონაში" სურს გადასვლა.

არახალია ის ფაქტი, რომ პოგბას გუნდში დარჩენა, კლუბის თავკაცის ჟოზე მოურინიოს გამო არ სურს. როგორც ჩანს, სიტუაცია მათ შორის კვლავ დაძაბული და დაულაგებელია. ნახევარმცველს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა არ სურს და კატალონიური კლუბის შეთავაზება ერთხელ უკვე დაბლოკა.


წყარო: euro-football.ru
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 აგვისტო 2018 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
როგორ არ მინდა რო სიმართლე იყო
1
№2
ავტორი: gaga1987
8 აგვისტო 2018 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ukve tvini mo....a raaa.
0
№3
ავტორი: giorgi_mg
8 აგვისტო 2018 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმდენი იწერება რომ უკვე ეჭვიც აღარ მეპარება რომ მოუსთან მუშაობა არ უნდა. იმედია მომავალ წელს ზიზუ მოვა და ამასაც ადვილად შევინარჩუნებთ.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
8 აგვისტო 2018 22:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბას წასვლაღა აკლდა გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top