თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2018, 10:43
ავტორი: redmann,
ნანახია: 1337,
კომენტარები: 6
კრისტოფ ტერიერი - " ტობის შეძენა მხოლოდ "იუნაიტედს" შეუძლია "
ყველაფერი ვუდვორდზეა დამოკიდებული.
კრისტოფ ტერიერი -
" თუ ალდერვაირელდი "ტოტენჰემს" დატოვებს ის მხოლოდ ერთ გუნდს - "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება. ამ მომენტისთვის მხოლოდ "წითელ ეშმაკებს" შეუძლიათ ლონდონელთათვის სასურველი თანხის გადახდა, ვინაიდან არც "რეალი", არც "ბარსელონა და არც "პსჟ" ამ ეტაპზე არ არიან დაინტერესებულნი ბელგიელი მცველის შეძენით. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, შემატყობინეს რომ ბოლო კვირებში ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა".

" დენიელ ლევი ყოველთვის გამოირჩეოდა სიმკაცრით მოლაპარაკებების დროს, ედ ვუდვორდს კი უყვარს ერთდროულად რამოდენიმე "ცხენზე" ფსონის დადება, რასაც ის ამ მომენტშიც აკეთებს რამოდენიმე ცნობილ სახელთან დაკავშირებით. თუ ედი საბოლოოდ ჩამოყალიბდება ალდერვაირელდთან დაკავშირებით , სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტობი "იუნაიტედის" წევრი გახდება".- განაცხადა ბელგიელმა ჟურნალისტმა "Sky Sports"-თან საუბრისას.

შეგახსენებთ რომ ბელგიელს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და შესაძლოა მან კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, ამიტომ საკმაოდ დიდი ალბათობით "იუნაიტედი" ცენტრალურ მცველს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს გაიფორმებს.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
8 აგვისტო 2018 10:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს გუნდს, ძალიან. ტობი რომც იყიდონ კოლოსალურ თანხას გადაიხდიან, იმის გათვალისწინებით რო კონტრაქტის ვადა ეწურება მომავალ წელს. გაბოროტებული გუნდი ვართ, რომელმაც ხეირიანი ტრანსფერები ვერ გააკეთა და ახლა ხავს ეჭიდება.
0
№2
ავტორი: LewisHamilton
8 აგვისტო 2018 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ეგრეა, თავიდანვე რომ არ დაიწყეს ტრანსფერებზე ზრუნვა.. ახლა კი უკვე არახელსაყრელ მდგომარეობაში ვართ. დრო გვეწურება და ნებისმიერ ფეხბურთელზე ნებისმიერი გუნდი თავისუფლად მოგვირტყამს კოლოსალურ თანხას. გადაიხდი და ჰო კაი, თუ არადა დარჩები ისე. ტრანსფერების განხორციელება მაინც არ ეშლებოდა არასოდეს გუნდს და აი წელს რა ეტაკათ ვერ ვიგებ..
0
№3
ავტორი: ikeoni
8 აგვისტო 2018 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ერთი ესეთი საშინელი ზაფხული იყო მოიესმა რო ფელაინი მოიყვანა მარტო და
მეორე ეს
1
№4
ავტორი: gaga1987
8 აგვისტო 2018 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
magrad armevaseba levi sazizgari adamianaia aramarto ro chven gvak shexeba.zogadad bindzuri tipis shtabechdilebas tovebs.
0
№5
ავტორი: stepno
8 აგვისტო 2018 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
saswrafod iyidet es da ikneb kide daavimatot vinmee
0
№6
ავტორი: PaLoMo
8 აგვისტო 2018 14:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ეს ჩაგდებული ბაზარი 1 რამეს კოასწავებს იმას,რომ თუ ჟოზემ ამ სზეონზე ვერაფერი მოიგო გაუშვებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top