თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2018, 08:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2352,
კომენტარები: 8
ბოატენგმა მოურინიოს დაურეკა
გერმანელმა მცველმა თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა.
ბოატენგმა მოურინიოს დაურეკა
მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ჯერომ ბოატენგმა პირადად დაურეკა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს და მის გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გააცნო.

პორტუგალიელი მწვრთნელი იმედს არ კარგავს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ტოპ-კლასის მცველს შეიძენს. წინა კვირას კი, როცა "იუნაიტედი" ამხანაგურ შეხვედრას მართავდა "ბაიერნთან", "წითლებმა" დრო იხელთეს და ბოატენგის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა სცადეს.

გერმანული გამოცემა Bild-ი კი იტყობინება უშუალოდ ფეხბურთელის მხრიდან დაფიქსირებულ პოზიციას, რაც მისი მწვრთნელის ზეგავლენითაა გამოწვეული. "ბაიერნის" თავკაცი ნიკო კოვაჩი ბოლო მომენტში ჩაიერია სიტუაციაში და 29 წლის მცველს კლუბის გამოცვლის შესახებ ფიქრიც კი დააცადა.

ამის შემდეგ კი სამშაბათს ბოატენგმა პირადად დაურეკა მოურინიოს და აუხსნა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა არ სურს.

"იუნაიტედს" ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია, კვლავ დაუბრუნდეს ჰარი მაგუაიერისა და ტობი ალდერვეირელდის შეძენის საკითხს.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
8 აგვისტო 2018 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
როგორც ჩანს ყველა გზა ტობიმდე მიდის ბოატენგმა არაო,მაგუაერს არ უშვებენ.
ტოტენჰემმა ფაქტიურად დახურა გრელიშის ტრანსფერი და უფრო არხეინად გაუშვებენ ტობის,თან გუშინ ვკითხულობდი ახალ კონტრაქზე საუბარიც კი აღარ იქნება მომავალ წელს უეჭველი 25 ად მოუწევთ გაშვებაო,სკამის პონტშიც აღარ აქვთ ამ სეზონში ტობის გაჩერების აუცილებლობა, გრელიში შეავსებს სკამს.თან კონკურენტიც არ გვყავს მხოლოდ იუნაიტედი ინტერესდება.ლევი თუ მართლა არ გა..... ტობის იყდიან დიდი ალბათობით
0
№2
ავტორი: LewisHamilton
8 აგვისტო 2018 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მარტო ბოლო 3 დღეა რო დაპანიკდნენ ტრანსფერებზე მაგიტომაც ბოლოს შეგვრჩება სამში გრძელი))
0
№3
ავტორი: ikeoni
8 აგვისტო 2018 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მაგარ შარში ვართ
0
№4
ავტორი: kobinio
8 აგვისტო 2018 09:45
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამაზე გული საერთოდ არ მწყდება რაღა დროს ბოატენგია?! მთელი სეზონი ტრავმა ქონდა და 29 წლის მცველს როდის რა ატკივდება ვინ იცის და პლიუს მაგას ეს ის ბოატენგი აღარაა წლების წინ რო იყო თორე მიუხენი არასოდეს უშვებს კაი იგროკებს.ტობი და ვილანი სრულად საკმარისია და პანიკაც ხელოვნურია
0
№5
ავტორი: LewisHamilton
8 აგვისტო 2018 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: kobinio
ამაზე გული საერთოდ არ მწყდება რაღა დროს ბოატენგია?! მთელი სეზონი ტრავმა ქონდა და 29 წლის მცველს როდის რა ატკივდება ვინ იცის და პლიუს მაგას ეს ის ბოატენგი აღარაა წლების წინ რო იყო თორე მიუხენი არასოდეს უშვებს კაი იგროკებს.ტობი და ვილანი სრულად საკმარისია და პანიკაც ხელოვნურია

სადაა ვილიანი თორე კი, ტობის კიდე იმედი მაქვს რო გაიფორმებენ თუმცა რაიცი ჯერ რახდება..
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
8 აგვისტო 2018 10:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აქტიურად უნდა ემუშავათ ტრანსფერებზე, ახლა დაიწყეს ფართხალი რო იხურება სატრანსფერო ფანჯარა
0
№7
ავტორი: levionok
8 აგვისტო 2018 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ბოატენგმა არ გარისკა თავისი კარიერა ეს ფაქტია! მე გული არ დამწყდა ეს და მინა სასტიკად არ მინდოდა რომ მოსულიყვნენ, ტობი და მაგუაიერი თუ მოვიდოდნენ სამი მცველიანი ტაქტიკითაც შეიძლებოდა თამაში საჭიროების შემთხვევაში
0
№8
ავტორი: stepno
8 აგვისტო 2018 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ea arc mindoda simartle ro vtqva
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top