თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2018, 19:08
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1507,
კომენტარები: 5
რიოს მიმართვა ვუდვორდს: "არცკი აფიქრებინოთ, რომ პოგბა მათ რიგებში გადადის"
ყოფილი "წითელი ეშმაკი" პოგბას ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს.
რიოს მიმართვა ვუდვორდს:
თითქოს, მცირე აჟიოტაჟი შეიქმნა "იუნაიტედის" ბანაკში გამომდინარე იქიდან, რომ პოგბამ მოურინიოს თხოვნა არ გაითვალისწინა და შვებულებიდან მწვრთნელის მიერ დანიშნულ დროს არ დაბრუნდა.

პრესამ ეს ყველაფერი ხელში აიტაცა და ფურცლებზე გამოჩნდა ინფორმაციები, რომ თითქოს ფრანგი "ბარსელონაში გადასვლას გეგმავდა.

აღნიშნულის შესახებ საკუთარი ტვიტერის გვერდზე მიმართვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა დაწერა, სადაც მან ედ ვუდვორდს მოუწოდა, რომ პოგბას შესახებ ჭორები მალევე შეეწყვიტათ და ამასთანავე ტობი ალდერვეირელდის გაფორმების რჩევაც მისცა"იუნაიტედის" ვიცე პრეზიდენტს.

"ედ ("მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე პრეზიდენტი - ედ ვუდვორდი) არცკი აფიქრებინოთ, რომ პოგბა მათთან გადადის! პოლ პოგბას სახლი - "მანჩესტერ იუნაიტედია". რაც შეიძლება მალე შეაჩერეთ ეს ჭორები და შეიძინეთ ტობი ალდერვეირელდი". - წერს ფერდინანდი.


წყარო: ukrainefootball.net
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2018 19:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მედიის გამოგონილი ჭორები იყო ისედაც ეტყობოდა, შვებულებიდან არ დაბრუნდა ერთია და წასვლა ქონდა თუ არა გადაწყვეტილი ეს მეორეა.
0
№2
ავტორი: LewisHamilton
7 აგვისტო 2018 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
რატო გაუტრაკეს ამ პოგბას შვებულებიდან არ დაბრუნების გამო ვერ გავიგე.. ეგ და ლინგარდი ერთდოულად გამოვიდნენ და ლუკაკუ მაგალიდათ ჯერ არც კი გამოჩენილა მაგრამ გუნდის "გაჭირვებაში" მიტოვებაში რატომღაც მარტო პოგბა დადანაშაულდა რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ითამაშა და ყველაზე მეტად საჭიროებდა დასვენებას.. ამას მოაყოლეს მერე რო აი მოურინიოს ვერ იტანს და მაგიტო არ ბრუნდებაო და კაროჩე რა.. ალოგიკური ხალხი რა.
0
№3
ავტორი: ikeoni
7 აგვისტო 2018 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ვის ჯეროდა რო პოგბას წასვლის
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
7 აგვისტო 2018 20:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: LewisHamilton
რატო გაუტრაკეს ამ პოგბას შვებულებიდან არ დაბრუნების გამო ვერ გავიგე.. ეგ და ლინგარდი ერთდოულად გამოვიდნენ და ლუკაკუ მაგალიდათ ჯერ არც კი გამოჩენილა მაგრამ გუნდის "გაჭირვებაში" მიტოვებაში რატომღაც მარტო პოგბა დადანაშაულდა რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ითამაშა და ყველაზე მეტად საჭიროებდა დასვენებას.. ამას მოაყოლეს მერე რო აი მოურინიოს ვერ იტანს და მაგიტო არ ბრუნდებაო და კაროჩე რა.. ალოგიკური ხალხი რა.

ჩვეულებრივი შეთითხნილი ჭორებია მაგრამ მე პირადად მაინც არ მჯერა არც პოგბას არც მარსიალის და ბარეორის პროფესიონალიზმისა და ჩვენი გუნდისადმი თავდადების და რა ვქნა.აი დიდი სიამოვნებით გავყრიდი მთელს გუნდს ერთი ორის გამოკლებით და ავიღებდი ტაიმ აუტს 2 წლიანს და ახალი გუნდის შენებას დავიწყებდი შეფების ადგილზე.პირველ რიგში გაყრას მოურინიოთი დავიწყებდი და ამ ტაიმ აუტს გამოვიყენებდი ზუსტად ახალი სამწვრთნელო შტაბის ჩამოსაყალიბებლადაც.უბრალოდ ამათ მარკეტინგი აინტერესებთ და ეს ორი წელი რო ჩავარდნენ რა ქნან არადა ერთი სეზონის მეტი არც დაჭირდება ამ გუნდს ფეხზე დასაყენებლად.მკაცრად გავწერდი სატრასფერო და სახელფასო პოლიტიკას და აქედან გამომდინარე გუნდში მხოლოდ გვეყოლებოდა არა ფულზე გადარეული და ამ გუნდის ნამდვილად ისტორიისა და გულშემატკივრების დამფასებელ შემადგენლობას რომელიც მთელი გულით ითამაშებდა.ეს ერთის მხრივ ახალი გუნდის შექმნასთან ერთად პრეცენდენტსაც შექმნიდა რომ ბაზარზე დარტყმა მიეყენებინა და ეჩვენებინა ყველასათვის რომ მაგრად გაურეკეს და ფეხბურთის ნაცვლად საფონდო ბირჟას დაამსგავსეს ეს ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა.
მოკლედ ეგაა იდეალისტის და პერფექციონიზმისკენ მიდრეკილი კაცის ნაბოდვარი რაც ახლა დავწერე მაგრამ გავა ეს ორი წელიც და აჩვენებს რომ ისევ ორი წელი გავიდა და დავკარგეთ ეს პერიოდი მაინც უშედეგოდ არადა ასეთი მიდგომით უკეთესი შედეგის დადება შეიძლებოდა.
0
№5
ავტორი: stepno
8 აგვისტო 2018 07:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გენაცვალე L*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top