"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას შესახებ გაკეთებული მსუყე წინადადება, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობამ დაბლოკა.
კატალონიელებს პოგბას შეძენა სურთ თუმცა "ოლდ ტრაფორდელები" ფეხბურთელის დათმობას არ აპირებენ.
ღიად იწერება იმ პრობლემების შესახებ რაც პოგბას "ოლდ ტრაფორდზე" აქვს. ESPN - ის მტკიცებით, პოგბას უკმაყოფილება მდგომარეობს იმაში, რომ მოურინიოს კრიტიკის ქარცეცხლში მას ხშირად უწევს ყოფნა. ის მიიჩნევს, რომ მთავარი მწვრთნელის ამგვარი დამოკიდებულება მის მიმართ არაგამართლებულია.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაციებიც, რომ მსოფლიო ჩემპიონ ფეხბურთელს უკმაყოფილება მოურინიოს სათამაშო სტილის მიმართაც ჰქონდა. ფრანგის აზრით გუნდს უფრო შემტევი ფეხბურთი უნდა ეთამაშა გასულ სეზონში.