თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2018, 11:36
ავტორი: redmann,
ნანახია: 1757,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" - ყველაზე "იღბლიანი" გუნდი
"ESPN"- მა "იღბლიანი და "უიღბლო" გუნდები გამოავლინა
ESPN-ის ,Intel- ისა და Bath-ის უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის გასულ სეზონში იყო ყველაზე იღბლიანი , ხოლო "ლივერპული" ყველაზე უიღბლო გუნდი. კვლევამ დაადგინა რომ გამართლების წყალობით "იუნაიტედმა" მოიპოვა დამატებითი 6 ქულა, ხოლო "ლივერპულმა" დაკარგა 12 ქულა, რითაც ეს უკნასკნელი ყველაზე "უიღბლო" გუნდად შეირაცხა.

კვლევის შედეგები ეფუძნებოდა პრემიერ ლიგის გასული სეზონის 157-მდე ინციდენტს: არასწორად გაუქმებულ გოლებს, შეცდომით დანიშნულ თერთმეტ-მეტრიანებსა და საეჭვო წითელ ბარათებს. კვლევის დასასრულს "ESPN"-მა გამოაქვეყნა განახლებული სატურნირო ცხრილი, რომელშიც იღბლის ფაქტორის დახმარებით დაგროვებული ქულები არ იყო გათვალისწინებული. აღნიშნულ ცხრილში საუკეთესო ოთხეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. "მან. სიტი"
2. "ლივერპული"
3. "ტოტენჰემი"
4. "მან. იუნაიტედი"

ბრიტანული გამოცემის აზრით, აღნიშნული კვლევა დაასრულებს "იუნაიტედის" დამრიგებლის ჟოზე მოურინიოს გაუთავებელ წუწუნს საკუთრი გუნდის უიღბლობის შესახებ.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
7 აგვისტო 2018 12:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
სიმართლე უნდა ითქვას რომ ლივერპულის უიღბლობები და დაკარგული ქულები სრულებით არ იყო უიღბლობა არამედ კლოპის ჩავარდნები.არასტაბილური მწვრთნელია შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს მაგრამ ასეა ეგ და ამ სეზონშიც დამტკიცდება ბევრჯერ
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 აგვისტო 2018 12:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ვალენსია და ფელაინი რო გყავს გუნდში, იღბლიანი კი არა დათარსული გუნდი ვართ
0
№3
ავტორი: LewisHamilton
7 აგვისტო 2018 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ლივერპულის იღბლის თუ უიღბლობის დედაც ვატირე მაგრამ ჩვენ რომ ერთი 10-12 ქულა მარტო დე ხეას არაამქვეყნიური გმირობებით გვაქვს გამოძრობილი ეგეც ფაქტია. აგერ კიდე თურმე 6 ქულა დამატებით რაღაც გამართლებებს მოუტანიაო და ეგაა ოთხეულიდანაც გამოვვარდებოდით რო არა ეს ყველაფერი. არადა ხო შეუძლია ამ გუნდს ისე თამაში რო ზედიზედ მეასე წელი დე ხეას არ ვლოცავდეთ სეზონის ბოლოს და მსაჯის სასტვენს არ ვნატრობდეთ ყოველ თამაშში.. ეჰ საყვარელი გუნდის თამაშის ყურება რო შეგზიზღდება აი ყველაზე საშინელებაა ეგ.
0
№4
ავტორი: ikeoni
7 აგვისტო 2018 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
არაა ცუდი როცა იღბალი გაქვს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2018 18:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ ამ სეზონში როგორ იღბლიანები იქნებიან
0
№6
ავტორი: stepno
7 აგვისტო 2018 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რას აღარ მოიგონებენ ხოლმეე რაა"DDDDDDDDDD
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top