თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2018, 09:19
ავტორი: redmann,
ნანახია: 1233,
კომენტარები: 4
ფილ ჯონსი: "მწვრთნელმა მადლობა გადამიხადა"
ჯონსმა შვებულების ნაადრევად დასრულებაზე ისაუბრა
ფილ ჯონსი:
"მწვრთნელს მივწერე რომ შვებულებიდან ადრე დავბრუნდებოდი, ეს არის და ეს. ვიგრძენი რომ ეს მინდოდა და არ ღირს ამ ფაქტისთვის დამატებითი მნიშვნელობის მინიჭება. მან მადლობა გადამიხადა. პირადად ჩემთვის არანაირი დრამა და ეჭვი არ არის. პრესას ამ შემთხვევისგან სკანდალის გაბერვა სურს , მაგრამ ჩვენ- მოთამაშეებს ეს არ გვადარდებს. ჩვენ გვიხარია რომ დავბრუნდით, რათა დავეხმაროთ გუნდს და გავაკეთოთ ის რაც ჩვენი მოვალეობაა" - განაცხადა ინგლისელმა მცველმა.

შეგახსენებთ რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მასში მონაწილე "იუნაიტედის" მოთამაშეები შვებულებაში იმყოფებოდნენ და ამერიკული ტურნეს გამოტოვება მოუწიათ. ფილ ჯონსმა და მარკუს რეშფორდმა გადაწყვიტეს ნაადრევად შეეწყვიტათ შვებულება და გუნდში დაბრუნებულიყვნენ. ამ ფაქტმა მწვრთნელის მოწონება დაიმსახურა და მოუწოდა კიდეც სხვა ფეხბურთელებს რათა მიებაძათ თანაგუნდელების მაგალითისთვის და გასაჭირში მყოფ გუნდს დროზე ადრე დაბრუნებოდნენ.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 აგვისტო 2018 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ის ზედმეტი 2 დღე არავის არაფერს დააკლებდა..საღოლ ფილ
0
№2
ავტორი: gaga1987
7 აგვისტო 2018 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ესე იხარჯებოდეს ყველა რაღა უჭირს გუნდს
0
№3
ავტორი: stepno
7 აგვისტო 2018 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ერთი პერიოდი ძალიან სტაბილური იყოო და რა დაემართა მერე არ ვიცი :(
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2018 19:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აბა როდისღა უნდა დაბრუნებულიყვნენ ისედაც 3 დღეში იწყება პრემიერ ლიგა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top