თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2018, 08:49
ავტორი: redmann,
ნანახია: 1240,
კომენტარები: 8
Sky: "იუნაიტედმა" "ბარსელონას" შეთავაზება დაბლოკა
კატალონიელები პოგბას არ ეშვებიან
Sky:
როგორც Sky Sports გვატყობინებს, "იუნაიტედმა", "ბარსელონას" წინადადება პოლ პოგბას ტრასფერთან დაკავშირებით დაბლოკა.
კატალონიელებმა ფრანგის სანაცვლოდ "იუნაიტედს" 45 მილიონ ფუნტთან ერთად იერი მინა და ანდრე გომეშიც შესთავაზეს, თუმცა
ინგლისელებისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პოგბას აგენტი მინო რაიოლა მანჩესტერში "იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან
მოლაპარაკებების გასამართად ჩაფრინდა, თუმცა ამ მომენტისთვის მანჩესტერელებს არანაირი სურვილი აქვთ შეელიონ ფრანგ ნახევარმცველს.

მაშინაც კი თუ "იუნაიტედს" მოუნდება პოგბას გაყიდვა მიმდინარე სატრასფერო ბაზრის დროს, მათ დარჩებათ მხოლოდ ორიოდე დღე რათა მის შემცვლელად მაღალკვალიფიციური მოთამაშე მოიყვანონ. რთული წარმოსადგენია რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ სეზონის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე ასე მნიშვნელოვნად შეასუსტოს შემადგენლობა.

შეგახსენებთ რომ პოგბა "იუნაიტედს" 2016 წელს - იმ დროისათვის სარეკორდო თანხის - 93,25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.
ფრანგი არსებული კონტრაქტის მიხედვით გუნდის განკარგულებაში კიდევ 3 წლის მანძილზე იქნება.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 აგვისტო 2018 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
კაცი გაგიჟებულია ვერავის ვერ ვყიდულობო და პოგბას გაუშვებს უბრალოდ გამორიცხულია
0
№2
ავტორი: snatch77
7 აგვისტო 2018 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ჰოო , პოგბა გავცვალოთ ანდრე გომეშსა და მინაში და მარსიალი მუნირსა და ალენიაში derpgop ბართომეუ რაც იყო კი ვიცოდი მარა მთლად ასეთიც თუ იყო არ მეგონა
0
№3
ავტორი: LewisHamilton
7 აგვისტო 2018 09:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მოკლედ იქით იუვენტუსმა პიანიჩში გაგიცვლითო აქეთ ამათ ანდრე გომესშიო, ამათ მაგარი შიგ აქვთ მგონი და ვერ ხვდებიან.. ტიპებმა კოუტინიოში 145 მილიონი გადაიხადეს და პოგბას წაღება უნდათ 45 მილიონად? მინა და გომეში გინდა დაამატე მაგ ფულს გინდა არა..
0
№4
ავტორი: gaga1987
7 აგვისტო 2018 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ყველაზე მეტად აქ რაც მაინტერესებს არის პოგბა თუ იყო თანახმა ნეტა.ან პოგბას თუ წასვლა უნდა ეგ აქ მოტივაციიის სიმცირის გამო რამეს ითამაშებს?ყველაზე მაგრად ეგ მაინტერესებს პოგბა რას ფიქრობდა ამტრანსფერზე და იმედია იტყვის სათქმელს.
0
№5
ავტორი: PaLoMo
7 აგვისტო 2018 10:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: gaga1987
ყველაზე მეტად აქ რაც მაინტერესებს არის პოგბა თუ იყო თანახმა ნეტა.ან პოგბას თუ წასვლა უნდა ეგ აქ მოტივაციიის სიმცირის გამო რამეს ითამაშებს?ყველაზე მაგრად ეგ მაინტერესებს პოგბა რას ფიქრობდა ამტრანსფერზე და იმედია იტყვის სათქმელს.


შენი აზრით პოგბა იტყვის ამის მერე,რომ წასვლა მინდოდაო? გამოჩნდება ეგ თამაშებზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: levionok
7 აგვისტო 2018 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ბოდიში ცენზურისთვის მაგრამ ამათ შიგ ხო არ აქვთ ჰააა? 45 მილიონი და ორი ფეხბურთელი რომელიც მეორე გუნდისთვის ყავთ გამზადებული რა ანდრე გომეში და რა მინა თავბრუ დამეხვა ისე გავბრაზდი თავის ნეიმარს 222 მილიონი დაადეს ამ ბოზებმა და პოგბას წაყვანა მომინდომეს 45 მილიონად კაროჩე ჩემი აზრით მანჩესტერმა ბარსელონასთან და მადრიდის რეალთან საერთოდ უნდა შეწყვიტოს თანამშრომლობა და ყველამ უნდა იცოდეს რომ მანჩესტერიდან ამ ორ გუნდში ვერავინ გადავა და არც იქიდან გადმოვა!!!ზამენის ფეხბურთელებში გვთხოვენ 80 მილიონებს და პოგბა 45 მილიონიო :D :დ :დ :დ :D
0
№7
ავტორი: gaga1987
7 აგვისტო 2018 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ციტატა: PaLoMo
ციტატა: gaga1987
ყველაზე მეტად აქ რაც მაინტერესებს არის პოგბა თუ იყო თანახმა ნეტა.ან პოგბას თუ წასვლა უნდა ეგ აქ მოტივაციიის სიმცირის გამო რამეს ითამაშებს?ყველაზე მაგრად ეგ მაინტერესებს პოგბა რას ფიქრობდა ამტრანსფერზე და იმედია იტყვის სათქმელს.


შენი აზრით პოგბა იტყვის ამის მერე,რომ წასვლა მინდოდაო? გამოჩნდება ეგ თამაშებზე.

რასაც იტყვის იმის მიხედვით გამოვიტან დასკვნებს.და რათქმაუნდა რასაც ითამაშებს იმის მიხედვითაც.
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2018 19:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაგარი კი მოუფიარებია ბარსელონას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top