თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2018, 14:24
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1212,
კომენტარები: 9
ვილიანი რჩება
ბრაზილიელს ლონდონში დარჩენა უნდა
ვილიანი რჩება
წინა კვირების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა მოურინიოს ინტერესზე 30 წლის ბრაზილიელის მიმართ, "ბარსელონაც" ასევე დაინტერესებული იყო მისი სამსახურით. დღეს კი ვილიანმა
დაადასტურა, რომ საკუთარ მომავალს "ჩელსის" უკავშირებს.

"მე ყოველთვის ნათელს ვხდიდი, რომ ლონდონურ გრანდში თამაში სიამოვნებას მგვრიდა. არასდროს მითქვამს რომ წასვლა მინდოდა.
გუნდში ახალი ერა დაიწყო, მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. იმედი მაქვს ერთად ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ".

"ჯერ მხოლოდ ვიწყებთ, მხოლოდ სამ ვარჯიშზე ვიყავი, გვაქვს ახალი ფილოსოფია, ყველასთვის ყველაფერი ახალია. "ჩელსის" ფეხბურთელებს ყველა ასპექტში შეუძლიათ განვითარება"
.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
6 აგვისტო 2018 14:19
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მოკლედ როგორც ჩანს ნომინალური მარჯვენა ვინგერი ისევ არ გვეყოლება.ასეთი ცუდი სატრანსფერო ფანჯარა როდის გვქონდა აღარც კი მახსოვს.
0
№2
ავტორი: shotkin
6 აგვისტო 2018 14:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Lalana
მოკლედ როგორც ჩანს ნომინალური მარჯვენა ვინგერი ისევ არ გვეყოლება.ასეთი ცუდი სატრანსფერო ფანჯარა როდის გვქონდა აღარც კი მახსოვს.

ხო და ყველაფერი იმის ფონზე რო გუნდს წლებია არ ყავს ნომრალური მარკვენა ვინგერი აი რამდენი ხანია თან, ყველაფერთან ერთად ისიც არ მსიამოვნებს რომ ფელაინებსროხოებს დარმიანებს, კიდე უნდა ვუყურო რეალურად წმენდაც ვერ ჩატარდა გუნდში ამ დრომდე
0
№3
ავტორი: Svanchester
6 აგვისტო 2018 14:23
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: Lalana
მოკლედ როგორც ჩანს ნომინალური მარჯვენა ვინგერი ისევ არ გვეყოლება.ასეთი ცუდი სატრანსფერო ფანჯარა როდის გვქონდა აღარც კი მახსოვს.

არუნდა არავის სვარკის მოთამაშე მოურინიოსთან მოსვლა.
0
№4
ავტორი: giorgi_mg
6 აგვისტო 2018 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოურინიოსთან ერთად ამ გუნდს არც პერსპექტივა აქვს და არც მომავალი, შესაბამისად ტრანსფერებზეც აისახება ეს ყველაფერი.
0
№5
ავტორი: Lalana
6 აგვისტო 2018 14:34
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: shotkin
ციტატა: Lalana
მოკლედ როგორც ჩანს ნომინალური მარჯვენა ვინგერი ისევ არ გვეყოლება.ასეთი ცუდი სატრანსფერო ფანჯარა როდის გვქონდა აღარც კი მახსოვს.

ხო და ყველაფერი იმის ფონზე რო გუნდს წლებია არ ყავს ნომრალური მარკვენა ვინგერი აი რამდენი ხანია თან, ყველაფერთან ერთად ისიც არ მსიამოვნებს რომ ფელაინებსროხოებს დარმიანებს, კიდე უნდა ვუყურო რეალურად წმენდაც ვერ ჩატარდა გუნდში ამ დრომდე

მე მეგონა ამ წელს მაინც დაიცლებოდა გუნდი უვარგისი ფეხბურთელებისგან მაგრამ როგორც ჩანს არც არავის სურს ვინმეს ყიდვა აქედან.ადრე რომ რიგი გვედგა თითოეულ ფეხბურთელზე ახლა თითქმის არავის არ უნდა აქედან ფეხბურთელის წაყვანა.ყველაზე მეტად კი ის მიკვირს რომ წლებია უკვე მარჯვენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს,პირველ რიგში აქედან უნდა იწყებდნენ ტრანსფერის გაკეთებას,მაგრამ ბოლოს ისევ ისე ვრჩებით.არ ვიცი,წელს არაფერი იმედი არ მაქვს და იმედია ზამთარში გაუშვებენ მოურინიოსაც და მოიყვანენ ისეთ მწვრთნელს როგორიც შეეფერება მანჩესტერს.

ციტატა: Svani
ციტატა: Lalana
მოკლედ როგორც ჩანს ნომინალური მარჯვენა ვინგერი ისევ არ გვეყოლება.ასეთი ცუდი სატრანსფერო ფანჯარა როდის გვქონდა აღარც კი მახსოვს.

არუნდა არავის სვარკის მოთამაშე მოურინიოსთან მოსვლა.

არცაა გამორიცხული მასე იყოს.იქით გარბის ხალხი და აქეთ ვინ მოვა.ვფიქრობ ვინ შეიძლება მოვიდეს მოურინიოს შემცვლელად,რომელიც თავისუფალია მაგრამ მაინც ვერ ავარჩიე წესიერი.ნუ ზიდანზე იყო საუბარი მაგრამ არ ვიცი როგორ გაამართლებს.ისე ვენგერიც თავისუფალია და ცოტა ხნით რომ მოეყვანათ არაფერი უჭირდა.ბოლოს და ბოლოს ფეხბურთს მაინც ვუყურებთ.აღარც ტიტული მინდადა აღარც არაფერი.ფეხბურთის თამაშის ყურება მომენატრა.
0
№6
ავტორი: Svanchester
6 აგვისტო 2018 14:42
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: Lalana
მოკლედ როგორც ჩანს ნომინალური მარჯვენა ვინგერი ისევ არ გვეყოლება.ასეთი ცუდი სატრანსფერო ფანჯარა როდის გვქონდა აღარც კი მახსოვს.

სწორედ ასეთი განცდა მაქვს მეც. იუნაიტედი როდესაც მოედანზე გამოდის ველოდები რომ უნდა ვიტამაშოთ ბენევენტოს სტილი ჩავიკეტოთ დაცვაში და მივცეთ ბურთი მოწინააღმდეგეს. თუ ვინმეს გაუვარდა თავური, ან გაუვარდა რამე არარეალური დარტყმა ამაზე ვართ დამოკიდებული. გული მწყდება მანჩესტერს ამ ფეხბურთს როგორ ათამაშებს. ვნატრობ, რომ იუნაიტედმა პრემიერ ლიგის პირველი წრე მაგრად ჩაისვაროს იმიტომ, რომ მოურინიო ზამთარშივე გააძევონ აქიდან. შემაზიზღა ფეხბურთის ყურება მაგ ანტიფეხბურთის მთამაშებელმა მწვრთნელმა. გეთანხმები ვენგერი მაინც მოიყვანონ, ლღი და ლამაზი სანახაობრივი ფეხბურთი მაინც გვექნება. ის ფეხბურთი რითაც ფერგიმ შეგვაყავარა სრულიად საფეხბურთო სამყაროს იუნაიტედი. ყველას ის აკერია დღეს პირზე, იუნაიტედი თავისი ისტორიით ოდითგანვე შემტევი სტილის გუნდი დღეს ამ ყ...მ სათამაშო სტილი წაართვა და არბენინებს უაროდ მოედანზე ფეხბურთელებს. ბოლოს გმოდის და იძახის ბრილიანტები მყავსო გუნდში. ვერც გუნდი გაწმინდა, ვერც ტრანსფერები ვერ დადო ნუ ამ დრომდე და რომელი გუნდის ამშენებელი ესაა? რომელი გუნდი უნდა ააშენოს ამან როდესაც ფეხბურთელები აქედან გაქცევაზე არიან.
0
№7
ავტორი: Lalana
6 აგვისტო 2018 15:02
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
Svani
[ პასუხი ]

დიდხანს ვიცავდი ამ კაცს,რადგან მჯეროდა მისი.თუ მის წარსულს გადავავლებთ თვალს ყოვეთლვის აწყობდა კარგ გუნდს და ამის მოლოდინი მქონდა,მაგრამ ფაქტია ეს აღარ გამოსდის.არ ვიცი რა დაემართა მაგრამ აღარ გამოსდის.შესანიშნავი კონტრშეტევებიც ჰქონდა მაგრამ აღარც ეგ ააქვს და ამიტომაც აღარ ველი მისგან რაიმე სასწაულს.ერთი მხრივ მეც მინდა ეს პირველი ნახევარი ჩააგდოს და გაუშვან მაგრამ არც ის მინდა ამ ტინკივინკი გუნდებმა ჩვენზე წინ დაასრულონ ჩემპიონატი და ისევ ველოდო ჩემპიონთა ლიგის საგზურს სხვა მწვრთნელის ხელში.ვუდვორდის ადგილას რომ ვყოფილიყავი გავუშვებდი ამ ზაფხულს და მოვიყვანდი სხვა მწვრთნელს.ახლ აუკვე დაგვიანებულია,მაგრამ მართლაც ისეთი გრძნობა მაქვს რომ არ წავა კარგად ჩვენი საქმე და ნამდვიად არ მინდა შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა ვიყოთ.არ ვიცი ამ შემთხვევაში რა უნდა მინდოდეს.უბრალოდ მომენატრა მანჩესტერი რომელიც ფეხბურთს თამაშობდა.ერთი მხრივ კიდევ ვუდვორდიც დამნაშავეა.თუ ამ კაცის მიმართ ნდობა აღარ აქვს და ამიტომაც აღარ აკეთებს იმ ტრანსფერებს რაც მოურინიოს სურს მაშინ აქამდე უკვე უნდა გაეშვა,მაგრამ ალბათ აქამდე იმიტომ არ გაშვა რადგან მისთვისაც საკმაო თანხა ექნებათ მისაცემი როგორც ვან გაალისთვის.
0
№8
ავტორი: Methadon
6 აგვისტო 2018 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
შემადგენლობა ვილიანის გარეშეც კარგი გვყავს. ან რათ გვინდა კიდე ერთი შემტევი, თუ მაინც დაცვაში უნდა დააყენოს. ისევ მცველებზე იზრუნონ ჯობია. აი ბოატენგი ძალიან დააბალანსებდა დაცვის ხაზს და ერთი მარცხენა მცველის დამატება არ იქნებოდა ურიგო.
რეალურად ძალიან ბევრი შემტევის ყოლა არ არის გუნდში ყოველთვის კარგი. ჩვენ ამას აქედან როგორც კონკურენციას ისე ვაფასებთ. კონკურენცია კარგია, მაგრამ ამას მეორე უარყოფითი მხარეც აქვს. ხშირად ფეხბურთელი სასტარტო შემადგელობაში მოხვედრას არა თავისი ფიზიკური ძალების დახარჯვის გზით , არამედ გუნდში არეულობის შემოტანით ცდილობს, ან სხვა გუნდებთან მოლაპაკებებით და ჟურნალისტებთან ზურგსუუკან წუწუნით, რაც ძალიან ცუდად აისახება გუნდისა და მწვრთნელის იმიჯზე.
დიდი არჩევანი გუნდის ჩამოყალიბების და ფორმირების პროცესს ხშირად უბრალოდ ანელებს.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2018 23:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბაკლები შანსი იყო თავიდანვე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top