ამჟამად უკვე ოფიციალურად, "მანჩესტერ იუნაიტედის" სათამაშო ნომერი 10, აღარ იუქმებს. აღნიშნული ციფრი "იუნაიტდში", ბოლოს დიდებულმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოირგო, მანამდე კი ეს ციფრი ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელი მაისურს ამშვენებდა როგორიც უეინ რუნია.
დღეს უკვე ოფიციალურად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ნომრით მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მარკუს რეშფორდი შეუტევს. აღნიშნულ თემაზე კომენტარი "წითელი ეშმაკების" პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა და რეშფორდის მხრიდნ ამ ქმედებას დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან.
"მას ყოველთვის სურდა 10 ნომერი. რეშფორდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილება. მას კარგად ესმის ის პასუხისმგებლობა გუნდში, რასაც უეინ რუნისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის სათამაშო ნომრის ტარება ჰქვია. მარკუსი მოთმინებით ელოდა თავის შანსს, იმედი მაქვს, რომ ეს მომენტი მისთვის კიდევ ახალი პროგრესის დასაწყისი იქნება". - ციტირებს Goal - პორტუგალიელის სიტყვებს.