თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2018, 09:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1185,
კომენტარები: 2
ვილიანმა გადაწყვეტილება მიიღო
ბრაზილიელის ირგვლივ ჭორები მალე დასრულდება.
ვილიანმა გადაწყვეტილება მიიღო
ჟოზე მოურინიო ღიად აცხადებს იმის შესახებ, რომ მის გუნდს გაძლიერება აუცილებლად სჭირდება. კლუბმა ფეხბურთელები უნდა დაიმატოს იმისთვის, რომ მომავალ სეზონში წარმატების მიღწევა სურს.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ 4 დღეა დარჩენილი, ხოლო პრესა "იუნაიტედისთვის" მხოლოდ ცენტრალურ მცველებზე მსჯელობს. დღეს გავრცელებული ცნობებით კი ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა შემტევმა ვილიანმა საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ეს გადაწყვეტილება "იუნაიტედის" სარგებლად შეიძლება, რომ ცაითვალოს.

Daily Mail - ის ცნობით, ვილიანს მისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. მისი შემდეგი გაჩერება კი სავარაუდოდ "ოლდ ტრაფორდი" იქნება. ფეხბურთელის შესაძენად ყველაზე აქტიურად სწორედ "წითელი ეშმაკები" მოქმედებენ. ვილიანის საკუთარ გუნდში ხილვა პირადად ჟოზე მოურინიოს ინიციატივა და სურვილია.

ბრაზილიელი გარემარბი ლონდონურ კლუბს 2013 წელს შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან კლუბთან ერთად 4 ტიტულის მოგება შეძლო.


წყარო: footballhd.ru
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
6 აგვისტო 2018 11:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არამგონია წელს ტობის გარდა ვინმე იყიდონ, ძაან ცენზურაეს წელს ტრანსფერებზე, მარო ლუკაკუ რეში და სანჩესი ვერაფერს იზამს მოურინიოს ნაირ სტილში და სქემაში, მარსიალის იმედიც არ მაქ ძაან უფერული და უღიმღამოა აქ, აი სხვა მწვრთნელი როიყოს ვინც შემტევს უბერავს, პოგბას მატას ლუკაკუს და სანჩესს ძაან მაგრად შეათამაშებდა და გამოიყენებდა მარა ამ გუნდის წინ ძაან ვარსკვლავები ჭირდება მოურინიოს ტაქტიკით რო რამე ქნას
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2018 23:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ იყო ეს გადმომსვლელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top