თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2018, 12:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1456,
კომენტარები: 7
"ბაიერნი" სასურველ ფასს ასახელებს
გერმანელები ფეხბურთელის გაშვებაზე ფიქრობენ.
არახალია ის ფაქტი, რომ მოურინიოს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. მის სატრანსფერო სიაში, კოლუმბიელი იერი მინა, ბელგიელი ტობი ალდერვეირელდი და მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელი ჯერომი ბოატენგი არიან.

შესაბამისად, ფეხბურთელების სატრანსფერო ხელმისაწვდომობა შემდეგნაირია: იერი მინა შედარებით დაბალი ფასის მქონე მცველია რომელიც მოურინიოს და გუნდის ხელმძღვანელობას არ აბრკოლებს. ალდერვეირელდზე სხვა ვითარებაა, კლუბი მას სატრანსფერო ფასს უზრდის რაც "იუნაიტედს" არ მოსწონს, თუმცა ბოლოდროინდელი პრესის ფურცლებიდან გამომდინარე შესაძლოა "დეზები" კომპრომისზე წავიდნენ.

რაც შეეხება ჯერომი ბოატენგს, როგორც დღეს ირკვევა, მისი გაყიდვა გერმანული გრანდის მესვეურების დღის წესრიგში დადგა. მიუნხენელები მზად არიან მცველი პრემიერ ლიგაში 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, ბოატენგი ფრანგული "პსჟს" რადარზეც იმყოფება. როგორც ჩანს მოურინიოს ფრანგების დამარცხება სატრანსფერო ბაზარზეც მოუწევს.


წყარო: soccer.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
4 აგვისტო 2018 12:53
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კარგია, ტოტენჰემი მიხვდება რო ერთი ადგილის ქანაობა არუნდა დაიწყოს და იუნაიტედისთვის სხვა ალტერნატივაც არსებობს.
0
№2
ავტორი: bziki
4 აგვისტო 2018 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ბოატენგზე პსჟესთან სერიოზული ჭიდაობა მოუწევთ ისე ტაქტიკურად ბოატენგი უფრო გამართლებულია ტობი უფრო 3 მცველიან ტაქტიკასაა მიჩვეული მარჯვენა ცენტრ მცველად,4 მცველიანზე ბოა ჯობია კლასითაც და გამოცდილებითაც.თან ბოატენგს შუა მცელად დააყენებ 3 მცველიან ტაქტიკაში.ზუსტად შუა მცველი გვიჭირს ჭკვიანი,გამოცდილი,კარგი პასით.თან ლოვის,გვარდიოლას,ანჩელოტის სკოლა აქ გავლილი
1
№3
ავტორი: PaLoMo
4 აგვისტო 2018 13:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svani
კარგია, ტოტენჰემი მიხვდება რო ერთი ადგილის ქანაობა არუნდა დაიწყოს და იუნაიტედისთვის სხვა ალტერნატივაც არსებობს.

იდეალური ფასია ამისთვის და იმედია მოიყვანენ თუ მართლა აპირებენ გაყიდვას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: ikeoni
4 აგვისტო 2018 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ესეც კარგი ვარიანტია მოკლედ ასარჩევად გვაქვრავ საქმე:))მთავარია ვინმე ვიყიდოთ
0
№5
ავტორი: LewisHamilton
4 აგვისტო 2018 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
50 მილიონი ევრო დღევანდელი ფასებით არაფერია, მოკლედ არჩევანი არის და იმოქმედონ ახლა თორე დაგვტანჯეს უკვე..
0
№6
ავტორი: Lalana
4 აგვისტო 2018 14:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
პოგბაზე რეები იწერება წაიკითხეთ?

პოგბაზე რეები იწერება წაიკითხეთ?
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 აგვისტო 2018 22:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოატენგი ნაკლებად სავარაუდოა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top