თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2018, 12:33
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1410,
კომენტარები: 5
აგენტი: "დარმიანმა გადაწყვეტილება მიიღო"
იტალიელმა საკუთარი სამომავლო სურვილები გააცხდა.
აგენტი:
მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელი მარჯვენა მცველი მატეო დარმიანი აქტიურად განიხილებოდა წამსვლელ ფხბურთელთა სიაში.

თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მატეოს მომავალი ისევ "ოლდ ტრაფორდს" დაუკავშირდება. დარმიანმა ჟოზე მოურინიოს გუნდიდან წასვლა გადაიფიქრა და მინიმუმ ერთი სეზონი კვლავ დაიცავს "წითელი ეშმაკების" ღირსებას.

ძირითადი მოთამაშეების არყოლის გამო, ჟოზე მოურინიომ იტალიელი ფეხბურთელი პრე - სეზონის ყველა თამაშში ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

მატეომ, რომელიც არ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მას იტალიურ ჩემპიონატში სურდა დაბრუნება, ჟოზე მოურინიოს ეს ნაბიჯი შეაფასა ნდობის გამოცხადებად და სწორედ ამიტომ მან ჩემპიონატის გამოცვლა გადაიფიქრა, მოგეხსენებათ დარმიანს იტალიის ყველა წამყვანი კლუბი ეპატიჟებოდა.

დარმიანის აგენტმა შემდეგი განცხადებაც გააკეთა: "ნაკლებად სავარაუდოა ის ფაქტი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და ბატონი ჟოზე მოურინიო უარს იტყვიან მატეოსთან თანამშრომლობაზე. აქედან გამომდინარე იზრდება შანსები იმისა, რომ დარმიანმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტოს". - განაცხადა ტულიო ტინტიმ დასასრულს.


წყარო: manutd8.com
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
4 აგვისტო 2018 12:52
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ამ სატრანსფერო გაჭირვებაში სადაც ერთი ტოპ კლასის ფეხბურთელი ვერ დავიმატეთ, სადაც არათუ მარჯვენა ფლანგი, ცენტრალური მცველიც ვერ მოგვყავს რომელიც ასე გვესაჭიროება, დალოს ტრანსფერი ბოლო იყო ამ ფლანგისთვის. დარმიანი უეჭველად დარჩება.
0
№2
ავტორი: PaLoMo
4 აგვისტო 2018 13:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svani
ამ სატრანსფერო გაჭირვებაში სადაც ერთი ტოპ კლასის ფეხბურთელი ვერ დავიმატეთ, სადაც არათუ მარჯვენა ფლანგი, ცენტრალური მცველიც ვერ მოგვყავს რომელიც ასე გვესაჭიროება, დალოს ტრანსფერი ბოლო იყო ამ ფლანგისთვის. დარმიანი უეჭველად დარჩება.


მიხბე დაგვიბრუნდა❤️❤️❤️ შესაძლოა დარჩეს,მაგრამ თუ კარგ ფასს შემოგვთავაზებენ შეილება გავყიდოთ და ფოსუს დავუტმოთ ადგილი,მაგრამ ჟოზე როგორც სჩანს ამ უკანასკნელს ცენტრალურ მცველად ხედავს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
4 აგვისტო 2018 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძალიან კარგი
0
№4
ავტორი: Svanchester
4 აგვისტო 2018 14:55
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svani
ამ სატრანსფერო გაჭირვებაში სადაც ერთი ტოპ კლასის ფეხბურთელი ვერ დავიმატეთ, სადაც არათუ მარჯვენა ფლანგი, ცენტრალური მცველიც ვერ მოგვყავს რომელიც ასე გვესაჭიროება, დალოს ტრანსფერი ბოლო იყო ამ ფლანგისთვის. დარმიანი უეჭველად დარჩება.


მიხბე დაგვიბრუნდა❤️❤️❤️ შესაძლოა დარჩეს,მაგრამ თუ კარგ ფასს შემოგვთავაზებენ შეილება გავყიდოთ და ფოსუს დავუტმოთ ადგილი,მაგრამ ჟოზე როგორც სჩანს ამ უკანასკნელს ცენტრალურ მცველად ხედავს...

გაიხარე მუხბე fellow
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
5 აგვისტო 2018 22:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როგორც ჩანს დარჩება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top