"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ, საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს მხარადაჭერა გამოუცხადა, რომელიც ბოლოდროინდელი განცხადებებით, კლუბის ფეხბურთელების მიმართ კრიტიკას არ ერიდებოდა.
"საჭიოა ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ იმისთვის, რადგან გავიმარჯვოთ. როდესაც მარცხდები, ბრაზდები და არღვევ დუმილს. სწორედ ასე ხდება ჟოზე მოურინიოს შემთხვევაშიც. ის ისეთი ადამიანია რომელიც ამ ყველაფერს ჩვეულებრივ გამოხატავს - ეს ნორმალურია.
ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გვესმოდეს, ის არის მწვრთნელი რომელსაც გამარჯვების მიღწევა სურს. თუკი თქვენ ამ ყველაფერს ვერ იგებთ და გეუცნაურებათ, ნუ დაუსვამთ მას შეკითხვებს. მოურინიო გულწრფელია, არ ცდილობს იმუშაოს იმისთვის, რომ მხოლოდ დადებითი იმიჯი შეუქმნას საკუთარ თავს". - განაცხადა დასასრულს ლუკაკუმ.