ბელგიელი მცველის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.
არცთუ ისე მცირე ხნიანი სატრანსფერო საგა რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემ ჰოტსპურს" შორის ტობი ალდერვეირელდის გამო მიმდინარეობს, დასასრულს უახლოვდება.
უახლესი ცნობებით, რომელსაც ავტორიტეტული საინფორმაციო წყარო Sky Sports - ავრცელებს, მაურისიო პოჩეტინოს გუნდის მენეჯმენტი მზად არის, საკუთარი გუნდის სამ ფეხბურთელზე მოისმინოს შეთავაზებები. ესენია: ტობი ალდერვეირელდი, რომლის შეძენასაც ზემოხსენებული "წითელი ეშმაკები" აქტიურად გეგმავენ, მუსა დემბელე და დენი როუზი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ჟოზე მოურინიოს გუნდის რადარზე.
ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 7 დღე რჩება, ამ ხნის განმავლობაში ლონდონელები 2 ტრანსფერი განხორციელებას და გუნდის გაძლიერებას გეგმავენ. ერთ - ერთი მათი მთავარი სამიზნე, "ასტონ ვილას" ამომავალი ვარსკვლავი ჯეკ გრილიში იქნება, ხოლო მეორე ტრანსფერის განხორციელება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ განხორციელდება ალდერვეირელდის, დემბელესა და დენი როუზის ტრანსფერები.
შეგახსენებთ, "ოლდ ტრაფორდელებს" ტობის ყიდვა სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სურდათ, თუმცა მათი უკმაყოფილება "დეზების" მიერ ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილმა გაზრდილმა თანხამ გამოიწვია რის შედეგადაც ინტერესი გაქარწყლდა. "წითლების" აზრით თუ ტობი "უემბლიზე" დარჩა, მისი შეძენა მომავალ წელს 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გახდება შესაძლებელი.
გამომდინარე იქიდან, რომ პოჩეტინოს ახალი ფეხბურთელები სურს, მოსალოდნელია "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობის მხრიდან 29 - წლის უკანახაზელის გამო დათმობებზე წასვლა და ფასის შესაბამისად დაკლება.
წყარო:
manutd.ru