თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2018, 17:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1497,
კომენტარები: 9
მარსიალი დაჯარიმდა
ფრანგი ფეხბურთელის მდგომარეობა რთულდება.
მარსიალი დაჯარიმდა
როგორც უკვე ვიცით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი თავდამსხმელი ენტონი მარსიალი, შვილის შეძენის შემდეგ გუნდში დაბრუნებას არ ჩქარობს და მეტიც მან დათქმულ დროსაც კი გადააჭარბა.

კლუბმა რეაქცია არ დააყოვნა და ენტონი დაჯარიმებულ იქნა. კერძოდ, მან პრე - სეზონის შეხვედრები გამოტოვა და მერვე დღის გაცდენის შემდეგ, კლუბის ხაზინაში 200 000 ევროს შეტანა მოუწევს.

გასულ კვირას, როგორც ზემოხსენებულ იქნა მარსიალს შვილი შეეძინა, რის შემდეგაც ის დროებით ამერიკის შეერტებულ შტატებში მიმდინარე წინასასეზონო ტურნედან განთავისუფლებულ იქნა.

თუმცა როგორც ჩანს ფეხბურთელი კლუბში დაბრუნების სურვილით დიდად შეპყრობილი არ არის, მოურინიო კი მას ელოდება, ელოდება დღემდე, რის შემდეგაც გუნდის ხელმძღვანელობამ, მას ორ კვირიანი ხელფასი ჯარიმის სახით დაუქვითა.


წყარო: euro-football.ru
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
1 აგვისტო 2018 18:19
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
სიტუაციას შევხედოთ და რას ვიღებთ სახეზე. მოდიოდა მოურინიო რომელსაც გუნდი უნდა აეწყო, უნდა დაელაგებინა და საჩმპიონო შემადგენლობა შეეკრა. სახეზე ვირებთ რას, პოგბას რომელიც უკმაყოფილებას აშკარად გამოხატავს და ჯდება სათადარიგო სკამზე, ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება გუნდის შეკვრისთვის შესაბამისი ატმოსფერო, გუნდში იდეალურად უნდა გქონდეს ყველაფერი, როდესაც ისეთი საკვანძო ფიგურა როგორიც პოგბაა ხმას იმაღლებს შენს მიმართ მგონია რომ შენს სამწვრთნელო საქმიანობაში იმ გუნდში სადაც ხარ ცოტა ისე ვერ არის. შევეშვათ პოგბას. მოვიდა სანჩესი, გაჩნდა მარსიალის უკმაყოფილების მიზეზები, მეც გამიჩნდებოდა როდესაც შემიძლია გუნდს დავეხმარო შეტევაში მაქვს ტალანტი და მსვამენ სკამზე, რეშფორდი ცალკე თემაა, ტიპი დაიტანჯა, ვერ მოერგო და ვერ მოეწყო გუნდში, რისთვის მოვიდა ეს კაცი მწვრთნელად უნდა დაგვალაგოს თუ? თუ მარსიალი ვერ მოყავს შვებულებიდან, რაშია საქმე, მაგას უნდა ვაშენებინოთ გუნდი? რომელი ერთი ხედავთ აშენებულ იუნაიტედს? ფული არ გვიჭირს, საქმე ისაა, რო მოურინიოს სვარკა იუნაიტედში მოსვლა პროსტა ბეილს რატო უნდა უნდოდეს? რატო უნდა უნდოდეს ვილიანს აქ მოსვლა როდესაც ჩელსის სარი გაწვრთნის და სარი ხო რა ფეხბურთის მთამაშებელია კი ვხედავთ ყველა, ვინ უნდა მოვიდეს? პერიშიჩი? სად მარცხენა ფლანგზე? და მარჯვნივ რა ვქნათ? ბებერმა ვალენსიამ ირბინოს? თუ ლინგარმა ცხენივით ყველგან და მეტი არაფერი. მე "მშენებელი" ჟოზე ჯერ ვერ დავინახე. მით უმეტეს რო მაგ კაცს ახალგაზრრდებთან მუშაობა არ უყვარს, ჩელსი ავიღოთ, არ უყვარდა ლუკაკუ, გაუშვა, რა და ვინ გახდა ევერტონში ვნახეთ, დე ბრუინი გაუშვა და ეგ ხო საერთოდ, სალაჰი ავიღოთ, ეხლა მარსიალი, ვერ გავიგე სანჩესი გვინდა მხოლოდ? 29 წლის? და მარსიალი გავუშვათ მომავლის ფეხბურთელი? უკვე ყელშია ყველაფერი, წელს თუ ტიტული არ დადო მაგან სერიოზული კრახი და ტალახი არ აცდება. მაგას ხო მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ ბაბუს მერე რო ესე ვიტანჯებით და ვწვალობთ ამ გუნდის შემყურე.
3
№2
ავტორი: Lalana
1 აგვისტო 2018 18:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
დიდი ხნის განმავლობაში ვიცავდი ამ კაცს მაგრამ უკვე მეც კი გადამეწურა იმედები,ვერ აღვიქვამ ამ გუნდს ჩემპიონატის მებრძოლ გუნდათ.არ ვიცი ამ დაძაბულობის ფონზე გუნდი როგორ განვითარდება და წავა წინ.შეუძლებელია.ყვეაფერში მთავარ ფაქტორს ფსიქოლოჰია თამაშობს და თუ განწყობა ვერ შეუქმენი ფებურელს ის ვერც განვითარდება.დღეის მდგომარეობით კი დაძაბული სიტვაციაა.კაი მოურინიო მოურინიოა,მაგრამ ვუდვორდის არ მესმის.არ მოყავს ის ფეხბურთელები რომელიც ამ კაცს სჭირდება,არ მოყავს იმიტომ რომ უკვე სხვის მოყვანაზეა ორიენტირებული და თუ ასეა მაშინ რაღატომ აჩერებს გუნდში?და თუ აჩერებს მაშინ მისი მოთხოვნებიც უნდა შესრულდეს,თორემ ასე მთლად კრახით დასრულდება ყველაფერი.რაც შეეხება ახალგაზრდებთან მუშაობას,თითქოს ასე ჩანს მაგრამ მთელი ჩემპიონატის პირობებში ყველაზე მეტი წუთი დაუთმო მანჩესტერმა საკუთარ აღზრდილებს სხვა კლუბებთან შედარებით,ამიტომ მთლად მასეც არ არის საქმე.
0
№3
ავტორი: stepno
1 აგვისტო 2018 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტრანსფერები არ და ვერ კეთდება ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელები მიდიან მოკლედ ყველაფერი უკან უკან მიდის დავიჯეროო?? ეს დედა ატირებული მოურინიო სადაც კი მივიდ ყველგან წარმატებას მიაღწიაა და აქ რა ეტაკაა ვერ გამიგიაა რაა ერთი დიდი ტიტულიი როგორ ვერ უნდა მოგვაგებინოს არ მჯერა რომ ისე წავა გუნდიდან რომ ვერაფერი ვერ მოიგოს განსაკუთრებულ ტიტულს ვგულისხმობ. მე მაინც მხარს ვუჭერ ჟოზეს და მგონია რომ ესე ხელს არ ჩაიქნევს და მგონია რომ რაიმე წარმატებას ამ სეზონსი აუცილებლად მიაღწევს.
0
№4
ავტორი: JuanMata
1 აგვისტო 2018 19:14
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რა დამოკიდებულებაც უნდა გქონდეს მწვრთნელთან და როგორც არ უნდა გინდოდეს კლუბიდან წასვლა, ასე მოქცევა უბრალოდ არ შეიძლება. პროფესიონალი ფეხბურთელი ასე არ უნდა იქცეოდეს.
ძალიან კარგი რომ დააჯარიმეს.
2
№5
ავტორი: Lalana
1 აგვისტო 2018 19:22
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ერთი მხრივ მესმის კიდევაც ჟოზესიც.ჩვენზე მეტად მაგ კაცს უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს რადგან ეს მის პრესტიჟზეც აისახება.ამიტომაც არის გაბრაზებული რომ ტრანსფერები არ კეთდება.ახალგაზრდებსაც იმიტომ ვერ ენდობა და იმიტომ ურჩევნია გამოცდილი ხალხი რომ მოვიდეს რადგან ასე უფრო მალე შეიძლება დადოს შედეგი,რადგან ახალგაზრდას ბევრი მუშაობა და დახვეწა სჭირდება,ამიტომაც მას მზა პროფესიონალი ურჩევნია რადგან მისცემს დავალებას და ის პრფესიონალიც უფრო მარტივად შეასრულებ მის დავალებას.ეს სეზონიც რომ ჩააგდოს მის პრესტიჟზე მაგრად აისახება,ამიტომ ყველაზე მეტად მას უნდა სურდეს წარმატების მიღწევა.
1
№6
ავტორი: ikeoni
1 აგვისტო 2018 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძალიან ზედმეტი მოსდის უკვე ამას მაშინ გამოვიდეს და თქვას რო მიდის და აღარ უნდა თამაში ეს რა მასხარაობაა
1
№7
ავტორი: vincent
1 აგვისტო 2018 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
რეკლამის პანელმა facebook-ის პანელი დამალა,საიდანაც მოკლე მიმოხილვას კითხულობდი.გამოაკეთეთ,ტეხავს მაგრად.
0
№8
ავტორი: VAXUSHTI
1 აგვისტო 2018 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
მობილურ ვერსიაზე ვეღარ შევდივარ. რატო?
2
№9
ავტორი: SANDROGRIGA
1 აგვისტო 2018 23:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არეულია სიტუაცია და არ დამთავრდება ეს კარგად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top