კრის სმოლინგს უკვე 2 წელია, რაც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებენ. გასულ წელს მის სახელს ლონდონის "არსენალს" უკავშირებდნენ, მიმდინარე წელს კი მის მიერ გუნდის დატოვების თაობაზე ჭორებს უფრო ხშირად ვხდებოდით და ერთ-ერთი ასეთი ჭორის თანახმად ის სულ მალე "ვულვზის" ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო.
აღნიშნულ ინფორმაცის ეხმაურება BBC და აცხადებს, რომ ინგლისელ მცველს გუნდის დატოვებს არანაირი სურვილი არ აქვს და უფრო მეტიც, არც "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული ინგლისელი მცველის გაყიდვით.
"არ ვიცი საიდან ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ კრის სმოლინგი "მანჩესტერ იუნაიტედს" ტოვებს. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს" - წერს საკუთარ "თვითერზე" BBC-ის ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი საიმონ სტოუნსი.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.