თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2018, 11:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1239,
კომენტარები: 6
"ვოლფსბურგს" შოუს შეძენა სურს
ბუნდესლიგა ინგლისელ მცველს იწვევს.
"ვოლფსბურგი" "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველით, ლუკ შოუთი ინტერესდება.

23 წლის ფეხბურთელი თავის ბოლო წელს ითვლის "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით და ბუნდესლიგის გუნდს მისი გადაბირება აქვს გადაწყვეტილი.

შოუმ "იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტის მიღების თაობაზე ისაუბრა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ აღწევს და თუ ასე გაგრძელდება, ერთი წლის შემდეგ იგი თავისუფალი აგენტი იქნება, იანვრიდან კი უცხო ქვეყნის კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვაც შეეძლება.

თუმცა, მისი ყურადღება მთლიანად გუნდში ადგილის დამკვიდრებისკენაა მიმართული.

ვიქტორ ლინდელოფი და ფილ ჯონსი გუნდს მიმდინარე კვირაში დაუბრუნდებიან, მაგრამ მოურინიოს ფლანგის მცველების უკმარისობა აქვს, ვინაიდან ანტონიო ვალენსია და დიოგო დალო ტრავმირებულნი არიან, ხოლო "ნაპოლი" მატეო დარმიანის გადაბირებას ცდილობს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
1 აგვისტო 2018 11:50
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
შოუს გაყიდვა მაშინ როდესაც გუნდში ახალი მარცხენა მცველი არცკი მოსულა, მაშინ როდესაც იანგი ასაკშია და როტაციას საჭიროებს, არამგონია ასევე მასაც უნდოდეს გუნდიდან წასვლა ასე, რომ ვოლფსბურგს იმედგაცრუება ელოდება შოუს ტრანსფერზე. ნუ ჩემი აზრით.
0
№2
ავტორი: LewisHamilton
1 აგვისტო 2018 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მოეყვანათ ალექს სანდრო და მერე გაეშვათ გინდა ვოლფსბურგში გინდა გორის დილაში.. ახლა ამის გაშვება სრული კრეტინიზმი იქნება, 33 წლის იანგის იმედზე ვრჩებით აბა მთელი სეზონი? სისულელეა რაღაც.
0
№3
ავტორი: ikeoni
1 აგვისტო 2018 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
არადა რა იმედი მქონდა ამ ბიჭის
0
№4
ავტორი: gaga1987
1 აგვისტო 2018 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
თუ არავინ მოიყვანა ამის წასვლის შანსი 0ია.სხვა არავინ ყავს იანგის მეტი
1
№5
ავტორი: Anderherrera20
1 აგვისტო 2018 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
არმინდა გადაჭრით ვილაპარაკო,მაგრამ იმ ავად სახსენებელი ტრავმის შემდეგ ძაან დიდი რეგრესი განაციდა ყველა მხრივ...
ვაკვირდები ეს თამაშებია და ამის ერთი გამწვავება შეტევაში ან დამაჯერებლად ჩატარებული მატჩი ვერ ვნახე,ჩვეულებრივ საშუალო გუნდის მცველის დონეზეა!!!
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
1 აგვისტო 2018 23:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აქამდე გაუშვებდა მოურინიო რო რამე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top